მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“ (18,15).

ვინაჲთგან ზემო ძლიერად შეჰრისხნა დამაბრკოლებელთა და დიდად შეაშინნა იგინი, რაჲთა არა მათ სიტყუათა მიერ დაბრკოლებულნი სრულიად უდებ იქმნენ და ჰგონებდენ, თუ ყოველივე სასჯელი დამაბრკოლებელთა მათ ზედა განჩინებულ არს, და სხუასა ძჳრისსაქმესა შთავარდენ და შეურაცხებად ძმათა თჳსთა მოვიდენ ზუაობით, ამისთჳს იხილე, ვითარ მათცა ჯეროვნად გულისჴმა-უყოფს და ბრძანებს, რაჲთა მხილებაჲ იგი მაშინ იქმნას, ოდეს ორნი ხოლო იყვნენ, რაჲთა არა მრავალთა წინაშე მხილებამან უმეტესად განაფიცხოს გული მისი. ამისთჳს იტყჳს: „მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“.

რაჲ არს ესე: „უკუეთუ ისმინოს შენი“? ესე იგი არს, უკუეთუ აბრალოს თავსა თჳსსა და დაირწმუნოს, ვითარმედ ცოდა, შეიძინო ძმაჲ იგი შენი. არა თქუა, თუ: შეიძინოს მან თავი თჳსი, არამედ: „შეიძინო შენ ძმაჲ იგი შენი“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ პირველ ამისა ორნივე ზღვევასა შინა იყვნეს და დაჭირვებასა. ამას დასჭირდებოდა ძმაჲ თჳსი, და მას დასჭირდებოდა ცხორებაჲ სულისა თჳსისაჲ. ესევე წესი პირველცა, ასწავლიდა რაჲ მთასა ზედა, განაწესა; რამეთუ ოდესმე შემაწუხებელსა უბრძანა შეწუხებულისა მიმართ მისლვად, ოდეს-იგი თქუა: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენდა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა“.1 და ოდესმე კუალად შეწუხებულსა ამცნო მიტევებად ცთომაჲ მოყუსისაჲ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ესრეთ ილოცევდით: მომიტევნენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“.2 ეგრეთვე აქა პირველად თქუა, ვითარმედ: რომელმან დააბრკოლოს ძმაჲ, დიდისა სასჯელისა თანამდებ არს, ხოლო აწ შეწუხებულსა მას ეტყჳს შემაწუხებელისა მისლვად, რაჲთა განემართოს ცთომაჲ იგი. და არა თქუა, თუ: მივედ, აბრალე და შეჰრისხენ, არამედ „ამხილე“ ხოლო. რამეთუ იგი, ვითარცა მთრვალობითა, ეგრეთ შეპყრობილ არს გულისწყრომითა და სირცხჳლითა, გარნა შენ, უკუეთუ მრთელ ხარ, გიღირს მისლვად სნეულისა და ქმნად სამსჯავროჲ ფარული და კურნებაჲ შეწყნარებული.

რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „ამხილე“, არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს, გარნა ამას ხოლო, ვითარმედ: მოაჴსენე მისი იგი ბრალი, აუწყე, რაჲ-იგი

1 მათ. 5,23-24. 2 მათ. 6,9,12.

გევნო მისგან, უთხარ სიტყჳთა ტკბილითა, სიტყჳთა სიმშჳდისაჲთა, რაჲთა იქმნას თქუენ შორის სიყუარული და მშჳდობაჲ, და შეიძინო ძმაჲ შენი.

ხოლო უკუეთუ დაუჯერებელ და ფიცხელ იპოოს იგი და „არა ისმინოს შენი, მიიყვანეო შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ“ (18,16).

რაჲსათჳს ბრძანებს ორისა ანუ სამისა მიყვანებად? რაჲთა ყოვლით კერძო შფოთი იგი განქარდეს, და იქმნას მათ შორის მშჳდობაჲ. რამეთუ მკურნალმანცა რაოდენ იხილის სენი ძნიად საკურნებელი, სხუათაცა მოუწოდის მკურნალთა თანაშეწევნად. ეგრეთვე უფალი გჳბრძანებს, ვითარმედ: უკუეთუ შეგცოდოს ძმამან შენმან, და იქმნას თქუენ შორის მკსინვარებაჲ, ნუ თავს-იდებ, რაჲთა აღეტყინოს ძჳრის-ჴსენებისაცა საჴუმილი, არამედ მივედ, აუწყე მიზეზი იგი მკსინვარებისაჲ სიმშჳდით და ისწრაფე, რაჲთა ჰყო მშჳდობაჲ და შეიძინო ძმაჲ შენი, რამეთუ უძლურებაჲ სულიერი სჭირს, ვინაჲთგან მავნებელ და შემაწუხებელ ძმისა თჳსისა იქმნა, და ამისთჳს თანაგაც მოსწრაფებაჲ, რაჲთა განჰკურნო იგი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, რაჲთა მოიქცეს მშჳდობად და სიყუარულად, წარიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა თანაშემწე გეყვნენ განკურნებად სულისა მის უძლურისა, და დაემტკიცოს სიყუარული.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“ (18,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რაოდენსა მოსწრაფებასა უბრძანებს შემოღებად, რაჲთა განაქარვოს ყოველივე მკსინვარებაჲ შეწუხებულმან მან? აწ უკუე ვინაჲთგან შეწუხებულსა ესრეთ მოსწრაფებაჲ უჴმს ყოფად მშჳდობისა, რავდენ უფროჲსად შემაწუხებელსა თანააც მოღუაწებაჲ საქმისა ამისთჳს?

ზემო იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა“,1 არამედ იგი სიტყუაჲ გარეშეთათჳს თქუა, ესე იგი არს, უცხოთათჳს და გარეგანთა წესისა ჩუენისათა, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ?“2 გარეშედ სახელ-სდვა გინა თუ წარმართთა, გინა თუ კაცთა უცხოთა წესისა და განგებისა ჩუენისაგან; მათა მიმართ მოთმინებისა ხოლო გჳღირს ჩუენებად. ხოლო აწ ძმათა და მოყუარეთათჳს იტყჳს და თანაზიართა წესისა ჩუენისათა, რამეთუ ესევითართა მათ მხილებადცა გჳბრძანებს სიყუარულისა წესითა და მათისაცა სულიერისა ცთომისა განმართებად, ვითარცა კუალად იტყჳს მოციქული პირველთქუმულსა მას სიტყუასა თანა: „ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთ? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს“.3 შინაგანად ძმათა და მოყუასთა ჩუენთა სახელ-

1 მათ. 5,39. 2 1 კორ. 5,12. 3 1 კორ. 5, 12-13.

სდვა, რომელთა სულიერიცა მოღუაწებაჲ თანაგუაც. ამათ ესევითართა ძმათა და მოყუასთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ შეგცოდოს ძმამან შენმან, მივედ და ამხილე“ სიტყჳთა სიმშჳდისაჲთა, „რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ“, რამეთუ მრავალგზის თავით თჳსით კაცმან ვერ გულისჴმა-ყვის და მხილებითა მოყუსისაჲთა მოვიდის მეცნიერებად. ვინ იყო უგონიერეს დავითისა? გარნა ცოდვაჲ თჳსი ვერ გულისჴმა-ყო, რამეთუ გულისთქუმასა გულისსიტყუანი მისნი დაეპყრნეს და ვითარცა კუამლითა ჴშირითა აღევსო სული მისი. ამისთჳს საჴმარ იქმნა მხილებაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ.

ეგრეთვე აქა ბრძანებს უფალი: „მივედ და ამხილეო, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი“, და დაემტკიცოს თქუენ შორის სიყუარული, „შეიძინო ძმაჲ იგი შენი“. უკუეთუ შენი არა ისმინოს, არამედ მთრვალ იყოს გულისწყრომითა, „მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ“. ესე იგი არს, რაჲთა გაქუნდეს წამებაჲ ჯეროანი, ვითარმედ რაჲ-იგი ჴმდა შენგან ქმნად, გიქმნიეს და არარაჲ დაგიკლიეს ქმნად საძიებელად სიყუარულისა და მშჳდობისა. „უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“. ესე იგი არს, უთხარო წინამძღუართა მის ეკლესიისათა, რამეთუ მათ უწოდა ამას ადგილსა კრებულად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (18,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ წინამძღურისაჲცა არა ისმინოს, უკურნებელ არს სენი მისი, და მიერითგან შერაცხილ იყავნ იგი, ვითარცა მეზუერე ანუ წარმართი.

ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ადგილსა წარწყმედილთა და სასოწარკუეთილთა თანა შერაცხილ არიან მეზუერენი და სახედ ფრიადისა უკეთურებისა ითქუმიან და ფრიად დასასჯელ?

ისმინეთ ყოველთა, რომელნი მოყუარე ხართ მოხუეჭისა და მტაცებლობისა, რომელნი ვახშთა და აღნადგინებთა აღჰრაცხავთ, ისმინეთ, თუ ვითარ საბრალობელ არიან ესევითარნი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა; და რომელი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს ცათა შინა“ (18,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „უთხარ კრებულსა“, ესე იგი არს, წინამძღუარსა მის ეკლესიისასა. „უკუეთუ არცა მისი ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“. მერმე ინება გამოცხადებად, თუ რაოდენ მძიმე არს ურჩებაჲ წინამძღურისაჲ; ამისთჳს თქუა: „რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა; და რომელი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს ცათა შინა“.

ესე სიტყუაჲ დაღაცათუ მოციქულთა მიმართ თქუა, არამედ ყოველთა მიმართ წინამძღუართა ეკლესიისათა მიაწია. ჰხედავა, რაოდენითა სახი-თა შეაშინებს დაუგებელად მრისხანესა და ურჩსა წინამძღუართა მიმართ? აქავე კრულობითა და მუნ სატანჯველითა, რაჲთა ამის ესევითარისა სასჯელისა შიშითა განაგდოს კაცად-კაცადმან რისხვაჲ და ძჳრის-ჴსენებაჲ და ურჩობაჲ. დაღაცათუ ვერ უძლოს თავით თჳსით ესრეთ ქმნად, ოდეს სხუა-თა მიერცა ემხილოს და უფროჲსად წინამძღუართაგან, მეყსეულად განი-შოროს უკეთურებაჲ და შეიტკბოს მშჳდობაჲ და სიყუარული.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა“ (18,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო დაამტკიცებს სიყუარულსა? რამეთუ პირველ თქუა სატანჯველი იგი მოწევნადი ძჳრისმოჴსენეთა და მეშფოთეთა ზედა, ხოლო აწ იტყჳს, თუ ვითარსა კეთილსა ღირს იქმნებიან მუშაკნი იგი მშჳდობისა და სიყუარულისანი. რამეთუ რაჲმცა იყო ამისა უდიდებულეს, რომელ-იგი სიყუარულითა საღმრთოჲთა შეთქუმულნი ყოველსავე სათხოელსა მათსა მოიღებენ მამისა მიერ ზეცათაჲსა და ქრისტე აქუს შორის მათსა. გარნა ვითარ არს სიტყუაჲ ესე? არა მრავალნი არიანა ქუეყანასა ზედა ურთიერთას შეთქუმულნი? ვითარ უკუე არა მოეცემიან ყოველნივე თხოანი მათნი? ესე ამისთჳს იქმნების: ანუ არა უმჯობესი ითხოიან (და რად გიკჳრს, უკუეთუ სხუათა შეემთხჳოს ესე, ვინაჲთგან პავლეს შეემთხჳა, ოდეს-იგი ესმა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“1 ), ანუ არა ღირს იყვნიან მათ თანა შერაცხვად, რომელთა მიმართ ესე სიტყუაჲ ითქუა, არცა რას ნაყოფსა საღმრთოჲსა სიყუარულისასა აჩუენებდიან. ხოლო იგი ესევითარსა ეძიებს შეთქუმულობასა, ვითარი მას სათნო-უჩნს. ამისთჳს ესრეთ თქუა: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ“, ესე იგი არს, სათნოებითა სავსენი, ანგელოზებრივისა მოქალაქობისა მობაძავნი. ანუ კუალად ლოცვაჲ მა-თი არნ მტერთა საწყეველი, და ამისთჳს არა ისმინის მათი, რამეთუ უჯერო არს ესე, უფროჲსად კურთხევაჲ მტერთაჲ უბრძანებიეს და არა წყევაჲ; ანუ იქმოდიან ცოდვასა შეუნანებელად და ითხოვდიან წყალობასა, რომელ-ესე შეუძლებელ არს, რამეთუ უკუეთუ ვინ იქმოდის ცოდვასა და არა მოიქცეს მისგან და იწყოს სინანულად, არამედ ცოდვასა მასვე შინა ეგოს, არა თუმცა ხოლო მისი თხოაჲ შეუწყნარებელ იყო, არამედ დაღაცათუ სხუანი ითხოვდენ მისთჳს, რომელთა ფრიადი აქუნდეს კადნიერებაჲ, არავე შეისმინების თხოაჲ მათი, ვითარცა იერემია ილოცვიდა ჰურიათათჳს და ესმა ღმრთისაგან, ვითარმედ: „ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, რამეთუ არა ვისმი-

1 2 კორ. 12,9.

ნო შენი“.1 ხოლო უკუეთუ უმჯობესსა ითხოვდე, საყუარელო, და თავი შენი ღირსად გამოაჩინო ლოცვათა შენთა სმენისა, და მოქალაქობაჲ გაქუნდეს მოციქულთა მობაძავი და გაქუნდეს მოყუსისა მიმართ ერთობაჲ და სიყუარული, უეჭუელად მიემთხჳო თხოვასა შენსა, რამეთუ სახიერი არს მეუფჱ ჩუენი.

ხოლო ვინაჲთგან თქუა, თუ: „რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან“, - რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა მამაჲ ხოლო არს მომნიჭებელი კეთილთაჲ, არამედ ძეცა მისსავე აღასრულებს კეთილისმომნიჭებელობასა, ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (18, 20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი არიან ერთად შეკრებულნი, გარნა უფალი მათთჳს იტყჳს, რომელნი სახელისა მისისათჳს შეკრებულ იყვნენ და სხჳთა ყოვლითავე სათნოებითა შემკობილ, ვითარცა ზემო ვთქუ; რამეთუ ესევი-თარი არს სიტყუაჲ ესე უფლისაჲ: რომელნი სახელისა ჩემისათჳს შეკრებულ იყვნენ, და მე ვიყო მიზეზ მათისა მის ურთიერთას სიყუარულისა, და სხუათა მიერცა სათნოებათა შემკობილ იყვნენ, მათ თანა ვიყო მე.

სწავლაჲ ჲ სიყუარულისათჳს ჭეშმარიტისა

ხოლო აწ ვხედავ, ვითარმედ უმრავლესთა სხუანი მიზეზნი ჰქონან ურთიერთას სიყუარულისანი: რომელსამე უყუარს მოყუასი თჳსი ნაცვალად ჴორციელისა სიყუარულისა მისისა; სხუასა უყუარს მსახურებისა მისისათჳს; სხუასა უყუარს სარგებელისა რაჲსათჳსმე ჴორციელისა. ხოლო ქრისტესთჳს შეყუარებაჲ მოყუსისაჲ, ვითარცა ჯერ-არს, მცირედ იპოების ჩუენ შორის; რამეთუ უმრავლესნი სოფლიოთა საქმეთათჳს არიან ერთად შეკრებულ და შეერთებულ, და უკუეთუმცა ჯერ-იყო თქუმად, ვთქუმცა კაცად-კაცადისაჲ მიზეზი მოყუსისა მიმართ ერთობისაჲ, და მცირედნიმცა იპოვნეს ესოდენსა ამას სიმრავლესა შინა ქრისტესთჳს შეერთებულნი ურთიერთას და წესსა მას სულიერისა სიყუარულისასა მიმსგავსებულად პავლესსა აღმასრულებელნი. ამისთჳსცა, ვინაჲთგან ცუდთა და წარმავალთა საქმეთათჳს არს ერთობაჲ და სიყუარული მათი, არა არს იგი მტკიცე, არცა სამარადისო, არამედ მო-რაჲ-ვიდის მცირედი მკსინვარებაჲ, ანუ სიტყჳს-გებაჲ, ანუ შური და ზუაობაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, მეყსეულად სიყუარული იგი დაიჴსნის, რამეთუ არა

1 იერ. 11,14.

აქუნ ძირი სულიერი. ხოლო საღმრთოჲ იგი სიყუარული მტკიცე არს და შეუცვალებელ, და ვერარაჲ ჴორციელი და სოფლიოჲ საქმე შემძლებელ არს შერყევად მისა: ვერცა შესმენანი სხუათაგან, ვერცა მწუხარებაჲ ჴორციელი, ვერცა ჭირი რაჲმე წარმავალი, ვერცა თუ სიკუდილი. რამე-თუ რომელსა ქრისტესთჳს უყუარდეს მოყუასი, დაღაცათუ ბევრეული ძჳრი შეემთხჳოს მისგან, არა განეშორების იგი სიყუარულსა, რამეთუ ხედავს, თუ ვინ არს მიზეზ მათისა მის სიყუარულისა, და მისთჳს შეუცვალებელად აქუს იგი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა: „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა თანა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოვლითა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდეს“.1 და ნანდჳლვე არცა ერთი იპოების ჴორციელი მიზეზი, რომლისათჳსმცა ჯერ-იყო დაჴსნაჲ სიყუარულისა სულიერისაჲ. უკუეთუ პატივისა წილ გაგინოს და კეთილისა წილ და ფრიადისა ქველისმოქმედებისა შენისა მოკლვაჲ შენი განიზრახოს მოყუასმან შენმან, უფროჲსად აღაორძინე შენ მისა მიმართ სიყუარული, უკუეთუ ქრისტესთჳს გიყუარს, რამეთუ რაჲ-იგი სხუათა შორის დამჴსნელ სიყუარულისა არს, აქა უფროჲსად აღმაორძინებელ სიყუარულისამცა იქმნების.

და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე, პირველად ამისთჳს, რომელ ესევი-თარი იგი უმეტესისა სასყიდლისა მომატყუებელ გექმნების ქრისტესგან; მეორედ, რომელ ესევითარსა მას უმეტესი უჴმს შეწევნაჲ და ჴელის-აპყრობაჲ. ამისთჳსცა ესევითარისა მის საღმრთოჲსა სიყუარულისა მუშაკი არა ნათესავსა ეძიებს, არცა დიდთა შვილებასა, არცა სიმდიდრესა, არცა ნაცვალსა სიყუარულისასა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ გინა თუ სძულდეს მეორესა მას, გინა თუ აგინებდეს, გინა თუ მოჰკლვიდესცა, იგი შეურყეველად ჰგიეს სიყუარულსა მას ზედა, რამეთუ ქრისტე აქუს მიზეზად სიყუარულისა მის და სახედ კეთილად, რომლისაჲცა თანააც ბაძვაჲ. რამეთუ ქრისტემან ესრეთ შეიყუარნა მტერნი იგი და უმადლონი, მაგინებელნი და მგმობარნი, მოძულენი მისნი, რომელთა უნდავე არახილვაჲ მისი, რომელნი ქვათა და ძელთა უმეტეს მისსა პატივ-სცემდეს, შეიყუარნა სიყუარულითა მით სრულითა, რომლისა უმეტესობაჲ არა იპოების, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „უფროჲსი ამისი სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა სული თჳსი დადვა მეგობართა თჳსთათჳს“.2 და რად ვიტყჳ მეგობართათჳს? მტერთა და უმადლოთათჳს ესრეთვე ქმნა. ამისთჳს იხილე, თუ ვითარ ჯუარმცუმელთა მათ და მკლველ-თა თჳსთა იღუწიდა, რამეთუ მამასა ეტყოდა მათთჳს: „მიუტევე, მამაო,

1 1 კორ. 13, 4-8. 2 იოან. 15,13.

რამეთუ არა იციან, რასა იქმან“;1 და მოწაფენი მოუვლინნა მათ, რაჲთა ასწაონ და მოაქციონ ცხორებად, რამეთუ სახიერ იყო და ძჳრუჴსენებელ, და არა არს რიცხჳ წყალობისა და კაცთმოყუარებისა მისისაჲ. დიდებაჲ მისა და ქებაჲ.

აწ უკუე, ძმანო, ჩუენცა ესევითარსა მას სიყუარულსა ვჰბაძვიდეთ, რაჲთა მივემსგავსნეთ ქრისტესა, რაოდენ შესაძლებელ არს მსგავსებაჲ მისი, რაჲთა ამასცა სოფელსა მშჳდობით ვიყვნეთ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ლოცვა-ყავთ ნეტარისა მამისა იოვანესთჳს და სანატრელისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესთჳს, რომელთა გჳთარგმანეს წმიდაჲ ესე სახარებაჲ ბერძულისაგან ქართულად.

1 ლუკ. 23,34.