ჰგონებდა პეტრე, თუ დიდი რაჲმე თქუა შჳდგზის მიტევებაჲ, და ეტყჳს, ვითარმედ: უფალო, ესე, რომელი გჳბრძანე ქმნად, რავდენგზის ვქმნა? უკუეთუ ყოვლადვე ცოდვიდეს ძმაჲ იგი და ყოვლადვე ვამხილებდე და მოვიდოდის სინანულად, რავდენგზის გჳბრძანებ, რაჲთა თავს-ვიდებდეთ მისსა? რამეთუ მისთჳს, რომელი უნანელად ეგოს და არცა ძმისაჲ ესმოდის, არცა წინამძღურისაჲ, განგიწესებიეს, რაჟამს სთქუ, ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“. ხოლო რომელი მოვიდოდის სინანულად და ითხოვდეს შენდობასა, მისთჳს არა განაწესე, თუ რავდენგზის თანამაც თავს-დებაჲ ცთომისა მისისაჲ, ვამხილებდე რაჲ, და ინანდეს და კუალად ცოდვიდეს. ესევითარსა მას ვიდრე შჳდგზისადმე მიუტეოა ცთომაჲ?
ისმინეთ უკუე, თუ რაჲ მიუგო ქრისტემან, კაცთმოყუარემან მან და სახიერმან და მრავალმოწყალემან ღმერთმან ჩუენმან: „არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ სამეოცდაათჯერ შჳდგზის“. არა თუ რიცხჳ განაწესა აქა, არამედ ურიცხჳ და სამარადისოჲ საქმე მოასწავა. რამეთუ ვითარცა ოდეს თქუას ვინ, თუ: ბევრეულგზის, სიმრავლესა მოასწავებს, და რომელი-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ“, <span...