მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოუჴდა იესუს პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდგზისამდეა? ჰრქუა მას იესუ: არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ ვიდრე სამეოცდაათჯერ შჳდგზის“ (18,21-22).

ჰგონებდა პეტრე, თუ დიდი რაჲმე თქუა შჳდგზის მიტევებაჲ, და ეტყჳს, ვითარმედ: უფალო, ესე, რომელი გჳბრძანე ქმნად, რავდენგზის ვქმნა? უკუეთუ ყოვლადვე ცოდვიდეს ძმაჲ იგი და ყოვლადვე ვამხილებდე და მოვიდოდის სინანულად, რავდენგზის გჳბრძანებ, რაჲთა თავს-ვიდებდეთ მისსა? რამეთუ მისთჳს, რომელი უნანელად ეგოს და არცა ძმისაჲ ესმოდის, არცა წინამძღურისაჲ, განგიწესებიეს, რაჟამს სთქუ, ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“. ხოლო რომელი მოვიდოდის სინანულად და ითხოვდეს შენდობასა, მისთჳს არა განაწესე, თუ რავდენგზის თანამაც თავს-დებაჲ ცთომისა მისისაჲ, ვამხილებდე რაჲ, და ინანდეს და კუალად ცოდვიდეს. ესევითარსა მას ვიდრე შჳდგზისადმე მიუტეოა ცთომაჲ?

ისმინეთ უკუე, თუ რაჲ მიუგო ქრისტემან, კაცთმოყუარემან მან და სახიერმან და მრავალმოწყალემან ღმერთმან ჩუენმან: „არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ სამეოცდაათჯერ შჳდგზის“. არა თუ რიცხჳ განაწესა აქა, არამედ ურიცხჳ და სამარადისოჲ საქმე მოასწავა. რამეთუ ვითარცა ოდეს თქუას ვინ, თუ: ბევრეულგზის, სიმრავლესა მოასწავებს, და რომელი-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ“,1 ფრიადსა მას სიმრავლესა მოასწავებს შვილთა ბერწყოფილისა მის ეკლესიისათა; ეგრეთვე აქა, თქუა რაჲ, თუ: „სამეოცდაათჯერ შჳდგზის“, არა რიცხუსა შინა შეაწყუდია მიტევებაჲ ცთომათაჲ მოყუსისათა, არამედ სამარადისოჲ და აურაცხელი საქმე განაწესა და ესევითარი ესე მცნებაჲ იგავითა ამით შემდგომად თქუმულითა დაამტკიცა. და რაჲთა ვერვინ თქუას, თუ მძიმე არს მცნებაჲ ესე - სამეოცდაათჯერ შჳდგზის მიტევებაჲ ცთომათა მოყუსისათა, - ამისთჳს შესძინა იგავი იგი, რაჲთა სიტყუაჲ თჳსი დაამტკიცოს და გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არა გჳჴმს ამას ზედა ზუაობაჲ და ფრიად არა ძნელ არს საქმე ესე, არამედ ადვილ. ამისთჳს თჳსი იგი კაცთმოყუარებაჲ შორის შემოიღო, რაჲთა მსგავსებითა მით სცნა, ვითარმედ დაღაცათუ სამეოცდაათჯერ შჳდგზის მიუტევნე ცთომანი მოყუსისანი, დაღაცათუ მარადღე ურიცხუჯერ ამას იქმოდი, ვითარცა წუეთი ერთი ურიცხუთა მათ თანა წყალთა ზღჳსათა მცირე არს და არარაჲ, ესოდენ და ფრიად ამისა უმეტესად ნაკლულევან არს და მცირე შენი ეგე სახიერებაჲ აურაცხელსა მას თანა ღმრთისა მოწყალებასა, რომელი-იგი დიდად საჴმარ არს შენდა,

1 1 მეფ. 2,5.

რაჟამს-იგი სიტყუაჲ მიგეჴადებოდის თანანადებთა შენთაჲ. ისმინე უკუე სიტყუაჲ იგავისაჲ მის საკჳრველისაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,23-27), და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმოყუარებისა პოა მან მოყუასი, რომლისა თანაედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშთობდა მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რაჲზომი განყოფილებაჲ არს კაცისა მიმართ შეცოდებასა შორის და ღმრთისა განრისხებასა? რაოდენი არს შორის ბევრისა შანთისა და ასისა დრაჰკნისა, და ფრიადცა უმეტესად. ხოლო ესე იქმნების განყოფილებისაგანცა პირთაჲსა და ზედაჲსზედაობისაგან ცოდვათაჲსა; რამეთუ კაცნი თუ გუხედვიდენ, ვერიდებით და გურცხუენის ქმნად ცოდვისა, ხოლო ღმერთი მარადის გუხედავს, და არა გუეშინის, არამედ ურიდად ვიქმთ და ვიტყჳთ და ვიგონებთ ყოველსა ბოროტსა, და არა ესე ხოლო, არამედ პატივისა მისთჳსცა და ქველისმოქმედებისა, რომელი ყო ღმერთმან ჩუენ ზედა, მძიმე იქმნებიან ცოდვანი ჩუენნი. და უკუეთუ გუნებავს ცნობად, თუ ვითარ ბევრი შანთი არს და უმეტესცა ცოდვათა ჩუენთა სიმრავლე, მცირედ რაჲმე გამოჩინებად ჴელ-ვყო, გარნა მეშინის, ნუუკუე უდებთა და ცოდვისმოყუარეთა უმეტესისა უდებებისა მიზეზ-ვსცე, გინა თუ მოსწრაფენი უმეტესსა შთავსთხინე ზრუნვასა, და თქუან სიტყუაჲ იგი მოციქულთაჲ: „ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?“1 გარნა ყოველსავე ზედა ვთქუა, რაჲთა უმეტესად განვეკრძალნეთ, ვიხილოთ რაჲ სიმრავლე ცოდვათა ჩუენთაჲ და ვცნათ ძალი იგი სინანულისაჲ. ხოლო ვთქუნე და გამოვაჩინნე ცოდვანი არა კაცად-კაცადისანი, არამედ ზოგადნი ყოველთანი, ხოლო კაცად-კაცადისაჲ თითოეულისა გონებამან გამოსახენ. გარნა პირველად ჯერ-არს თქუმად ქველისმოქმედებათა ღმრთისათაჲ, რაბამნი არიან და რაოდენნი: არაარსისაგან არსად მოგჳყვანნა და ხილულნი ესე ყოველნივე ჩუენთჳს დაჰბადნა: ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ, ჰაერნი და ცხოელნი, ნერგნი და მცენარენი და სხუანი იგი აურაცხელნი საქმენი; სული ცხოელი მოგუცა ჩუენ, უაღრესი ყოველ-

1 მათ. 19,25; ლუკ. 18,26.

თავე მყოფთა ქუეყანასა ზედა; სამოთხე დაასხა ჩუენთჳს; უფლად ყოველ-თა პირუტყუთა, თევზთა და მფრინველთა დაგუადგინნა; დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-გუყვნა. ამისა შემდგომად უმადლო ვიპოენით და გარდამავალ მცნებისა მისისა და სამოთხით გამოვისხენით, არამედ არავე უგულებელს-გუყვნა, რამეთუ მხოლოდშობილი ძე თჳსი მოავლინა მოძიებად წარწყმედულთა ამათ, რომელმანცა ჩუენთჳს ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდვა, და ცანი განმიხუნა ჩუენ, და შვილ ღმრთისა გუყვნა მტერყოფილნი ესე და განდგომილნი, და მკჳდრ-ყოფაჲ სამოთხისაჲ მოგუანიჭა, და სასუფეველისა მოქალაქედ გამოგუაჩინა. ამისთჳს სამართალ არს ღაღადებაჲ: ჵ სიღრმესა მას სიმდიდრისა, სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისასა! მოგუცა ჩუენ ნათლის-ღებაჲცა მოსატევებელად ცოდვათა და გამოსაჴსნელად სატანჯველთაგან, დასამკჳდრებელად სასუფეველისა, და ბევრეულნი იგი კეთილნი აღგჳთქუნა და სული წმიდაჲ მოჰფინა გულ-თა ჩუენთა. ესევითართა უკუე და ესოდენთა ქველისმოქმედებათა მისთა ზედა ვითარ-მე ჯერ-იყო ყოფაჲ ჩუენი? დაღაცათუ მარადღე მოვსწყდებოდეთ მისთჳს, გარდა-მცა-ვიჴადეთა ღირსებით თანანადები იგი? ნუ იყოფინ! ვერცა თუ მეათასედისა ნაწილისა ძალ-გუედვა გარდაჴდად. ხოლო აწ ვიხილოთღა, ვითარ ვიქცევით ანუ ვითარი მოქალაქობაჲ გჳპყრიეს: დღითი-დღე მცნებათა და ბრძანებათა მისთა შეურაცხ-ვჰყოფთ და, რომელი მისდა საძულელ არს, მას აღვასრულებთ. და რომელი ვთქუა პირველად, გინა თუ მეფენი ვაჴსენნე, გინა თუ მთავარნი, გინა თუ აზნაურნი, გინა თუ მონანი, გინა თუ ვაჭარნი, გინა თუ მჴედარნი, გინა თუ გლეხნი, გინა თუ მამანი, გინა თუ დედანი, გინა თუ ბერნი, გინა თუ ჭაბუკნი, - ყოველნივე იპოვნენ გარდამავალ მცნებათა ქრისტესთა და ბევრეულისა თანანადებისა თანამდებ.

ისმინენითღა მცნებანი ქრისტესნი და სცნათ სიტყუათა ჩემთა ჭეშმარიტებაჲ: „რომელმან ჰრქუასო ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“;1 „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა“;2 „რომელმან გცეს ყურიმალსა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს კუართი შენი მიღებად, მიუტევე მას სამოსელიცა. და რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“;3 „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევარ-თა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“.4 კუალად იტყჳს: უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი ჩჩჳლნი, მშჳდ და მდაბალ და უმანკო, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.5

ესევითარნი არიან მცნებანი მისნი და სხუანი მრავალნი. ხოლო აწ ჩუენ ვიხილოთ: უკუეთუ არა ცხორებაჲ ჩუენი წინააღმდგომ ბრძანებათა მისთა არსა? რომელსა ცოდვასა არა წარმდებებით აღვასრულებთ? არა

1 მათ. 5,22. 2 მათ. 5,28. 3 მათ. 5, 39-41. 4 მათ. 5,44. 5 შდრ. მათ. 18,3; 19,14.

დღითი-დღე ძჳრის-ზრახვათა შინა ვართა? შესმენათა მოყუსისათა, გინებათა და შეურაცხებათა, მტაცებელ, ვითარცა მგელნი, შებღალულ ყოვლი-თავე ცოდვითა, მოშურნე, მზუაობარ, ანგაჰრ, ცილისმწამებელ, მაჩუენებელ, კაცთმოთნე, უხუცესთა მიმართ მზაკუვარ, უდარესთა მიმართ მჴეც-თა უმძჳნვარეს, მონა მუცლისა და საფასეთა და დიდებისა წარმავალისა, მოკიცხარ, მოცინარ, მრავლისმეტყუელ, სიტყუათა ხენეშთა მეძიებელ, ნაყროან, მომთრვალე, ცილისმეტყუელ, შემსჭუალულ მიწისაგანთა მათ და წარმავალთა საქმეთა. ესე არიან ზოგადნი ყოველთა საქმენი, ხოლო დაფარულნი და ძნელოვანნი კაცად-კაცადისანი თითოეულსა გონებამან მისმან ამხილოს. ესე ყოველნი და ამისა ფრიად უმრავლესნი ბრალნი ჩუენნი არიან ბევრი იგი შანთი, რომლისათჳს სიტყჳს-მიცემაჲ თანაგუაც, გარნა ყოვლადვე ვერ შემძლებელ ვართ. ამისთჳს სახიერმან მან და მრავალმოწყალემან ღმერთმან აურაცხელთა მიერ ქველისმოქმედებათა მისთა ზედა მოგუცა ესეცა ადვილი გზაჲ და სუბუქი, ესე იგი არს ძჳრუჴსენებელობაჲ, რაჲთა მიუტევნეთ წადიერად ყოველნივე ცთომანი მოყუსისანი და ესრეთ ვპოოთ ჩუენ მოტევებაჲ ურიცხუთა მათ ცოდვათა ჩუენთაჲ. რამეთუ რაოდენიცა იყოს შეცოდებაჲ მოყუსისაჲ, ჩუენთა მათ ღმრთისა მიმართ ცოდვათა თანა მცირე არს და არარაჲ. და კუალადცა უკუე აღმოვიკითხოთ იგავი ესე წინამდებარე, რომელი ამის ჯერისათჳს წარმოთქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შან-თისაჲო. და ვითარ არაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი“ (18,24-25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო საშინელ-ჰყოფს იგავსა მას. ხოლო რაჲსათჳს მეუფე იგი ბრძანებს ცოლისა და შვილთა განსყიდად, რამეთუ იგინიცა მონანი მისნი იყვნეს, და მისა მივიდოდა დაჭირვებაჲ? არა თუ უწყალოებისაგან ბრძანა ესე, არამედ ფრიადისა სახიერებისაგან, რამეთუ ენება შეშინებად მისა, რაჲთა მოვიდეს ვედრებად მისა, და მიანიჭოს მას წყალობაჲ. ხოლო რაჲსათჳს პირველ სიტყჳს განგებისა არა ქმნა ესე? ამის-თჳს, რაჲთა უჩუენოს მას, თუ რაოდენთა თანანადებთაგან განათავისუფლა იგი, და ამით სახითა ექმნას იგიცა მოყუასსა თჳსსა მოწყალე. ისმინე უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ სახარებისაჲ:

„დავარდაო მონაჲ იგი და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,26-27).

იხილეა კუალად სახიერებისა ამის გარდამატებულებაჲ? დროებაჲ ხოლო ითხოა და სულგრძელებაჲ მონამან მან, ხოლო უფალმან უმეტეს თხოისა მისისა მისცა: შენდობაჲ და მიტევებაჲ ყოვლისავე თანანადებისაჲ, ბევრისა მის შანთისაჲ. რამეთუ ენება პირველითგანვე ჩუენებად უხუადმიმნიჭებელობისა მის თჳსისა, გარნა არა ენება, რაჲთა მისი ხოლო იყოს ნიჭი იგი, არამედ რაჲთა მონისა მისცა ვედრებაჲ მიზეზ ექმნას სახიერებასა მისსა, რაჲთა არა სრულიად უცხო იყოს კეთილისა მისგან. რამეთუ დაღაცათუ იგი შეუვრდა და ევედრა, არამედ ყოველივე საქმე მოწყალებისა მის უფლისაჲ იყო, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შეეწყალა უფალსა მონაჲ იგი და განუტევა“. გარნა ეგრეთცა ენება, რაჲთა იგიცა ჩნდეს მიზეზმცემელ წყალობისა მის, რაჲთა არა სრულიად ცარიელ იყოს და სირცხჳლეულ და რაჲთა თჳსისა მის სახისაგან მოყუსისაცა მიმართ იპოოს იგი სახიერ. გარნა მონაჲ იგი აქამომდე გონიერ იპოვა და სათნო, რამეთუ აღიარა თანანადები იგი და აღუთქუა ყოვლისავე მიცემად და შეუვრდა და ევედრა და აბრალა თავსა თჳსსა და ცნა სიდიდე იგი თანანადებისაჲ მის, ხოლო შემდგომი ამისი ფრიად უღირს არს და შეუმსგავსებელ პირველისა. რამეთუ განვიდა რაჲ მიერ მონაჲ იგი, არა შემდგომად მრავლისა ჟამისა, არამედ მუნთქუესვე, ვიდრეღა ქველისმოქმედებაჲ იგი უფლისაჲ წინაშე თუალთა მისთა იყო, ბოროტად იჴმარა ნიჭი იგი და აზნაურებაჲ, მეუფისაგან მიცემული მისდა, ვითარცა ესერა გუაუწყებს მახარებელი და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მოყუასი თჳსი, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა თანაგაც. შეუვრდა მოყუასი იგი მისი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ უფროჲსღა აურვებდა მას და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი. იხილეს რაჲ მოყუასთა მათ მისთა საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მას მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იყო. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი იგი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ? და განურისხდა მას უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდე გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები“ (18,28-34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სახიერებაჲ იგი მეუფისაჲ მის და გულფიცხელობაჲ მონისაჲ? ისმინეთ ყოველთა, რომელნი უსახურ ხართ და ფიცხელ მოყუასთა მიმართ, რომელნი თანანადებისათჳს მცირედისა საფასისა შეაგდებთ საპყრობილედ გლახაკთა. ისმინეთ, რაჲ-იგი შეემთხჳა მონასა მას, რომელმან არა შეიწყალა მოყუასი თჳსი, არცა მოიჴსენა, ვითარმედ იგიცა მათვე სიტყუათა ეტყოდა უფალსა თჳსსა და პოა შენდობაჲ ბევრისა მის შანთისაჲ; არა შეიკდიმა სიტყუათა მათგან; არა იცნა ნავთსაყუდელი იგი, რომლითა განერა დანთქმისაგან; არა მოიჴსენა მოწყალებაჲ იგი მეუფისაჲ, არამედ ყოველივე იგი დაივიწყა ანგაჰრებისაგან და უწყალოებისა და ძჳრის-ჴსენებისა. ამისთჳსცა უძჳრეს მჴეცისა აშთობდა მოყუასსა თჳსსა.

რასა იქმ, ჵ კაცო? არა ხედავა, რამეთუ თავისა შენისა მოსაკლავად ჰლესავ მახჳლსა და განიახლებ რისხვასა უფლისასა? არა გულისჴმა-ჰყოფა, უბადრუკო, რამეთუ შენ ბევრისა შანთისა მიტევებასა ითხოვდი, და მოყუასი შენი ასისა დრაჰკნისათჳს დროებასა გევედრების? შენ მეუფესა ევედრებოდე და იგი მოყუასსა. გარნა ამას ყოველსა უგულისჴმო იყო უბადრუკი იგი, ამისთჳს მოყუასი იგი შეაგდო საპყრობილედ.

„იხილეს მოყუასთა მისთა საქმე ესე და შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იყო“. რამეთუ ესევითარი იგი უწყალოებაჲ არა ხოლო თუ ღმერთსა, არამედ კაცთაცა სამძიმარ უჩნს და საძაგელ. ამისთჳს ელმოდა მათ და აუწყეს უფალსა. ისმინეთ უკუე სიტყუაჲ იგი მეუფისაჲ: „მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ?“

იხილე კუალადცა სახიერებაჲ იგი მეუფისაჲ! განიკითხვის მონისა მის მიმართ და პასუხსა განსცემს, რაჟამს იხილა, ვითარმედ ჯერ-არს ნიჭისა მის უკურღუევაჲ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მან ქმნა დაჴსნაჲ იგი შენდობისაჲ. ამისთჳსცა, ოდეს-იგი ბევრისა შანთისა თანანადები მის ზედა გამოჩნდა, არა უწოდა მას მონად ბოროტად, არცა აგინა, არამედ შეიწყალა; ხოლო ოდეს იპოა იგი მოყუსისა მიმართ უწყალო, მაშინ მონად ბოროტად უწოდა და ეტყჳს: „მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ. არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი იგი შენი, ვი-თარცა მე შეგიწყალე შენ?“

დაღაცათუმცა მძიმე იყო საქმე იგი, გარნა სარგებელისა შენისათჳს და დასამტკიცებელად შენ ზედა ქმნილისა მის წყალობისა არა გიჴმდაა შეწყალებად მოყუასი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ? ისმინეთ, ანგაჰრნო, რამეთუ თქუენდა მომართ არს სიტყუაჲ ესე! ისმინეთ, უწყალონო და ძჳრისმოჴსენენო, და გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ არა თუ სხუასა ვის უწყალო და ძჳრისმჴსენებელ ექმნებით, გარნა თავთა თჳსთა, და ჴელისწერილსა მას ცოდვათა თქუენთასა აღუჴოცელ-ჰყოფთ. თქუენ რაჲცა უყოთ მოყუასთა, კაცობრივ იქმთ, ხოლო კაცობრივი ყოველი მცირედჟამისაჲ არს და წარმავალ. გარნა უკუეთუ ღმერთი განრისხნეს თქუენ ზედა და მიგცნეს სატანჯველად, იგი სატანჯველი საუკუნოჲ არს, ვითარცა ესერა გუაუწყებს მახარებელი:

„განურისხდაო უფალი იგი მონასა მას და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდე გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები“. ესე იგი არს, ვითარმედ მისცა სატანჯველსა საუკუნესა, რამეთუ იგი თანანადებისა მის გარდაჴდად ვერსადა შემძლებელ არს, და ამისთჳს სატანჯველი იგი მისი საუკუნე არს. ვინაჲთგან ქველისმოქმედებითა მით ვერ შეიგონა, სატანჯველითა მით შეიგონოს.

ეჰა საკჳრველი! ნიჭნი ღმრთისანი შეუნანებელ არიან და დაუჴსნელ, გარნა ესოდენ გარდაემატა მონისა მის უკეთურებაჲ, ვიდრეღა უძლო შჯულისა მის დაჴსნად. რაჲმცა უკუე იყო უძჳრესი ძჳრის-ჴსენებისაჲ, რომელი შემძლებელ არს ესევითართა ნიჭთა საღმრთოთა დაჴსნად? რამეთუ განურისხნაო მონასა მას „და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა“. ოდეს-იგი ბრძანა განსყიდაჲ მისი, არა რისხვით იყო სიტყუაჲ იგი, ამისთჳს არცა ქმნა, არამედ მიზეზსა ეძიებდა წყალობისა მისისასა, ხოლო აწ რისხვითა ფრიადითა სავსე არს განჩინებაჲ ესე და ტანჯვითა.

რაჲ არს უკუე პირი ამის იგავისაჲ? ისმინეთ, რასა იტყჳს უფალი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მისნი“ (18,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არღარა თქუა, თუ: მამამან თქუენმან, არამედ: „მამამან ჩემმანო“. რამეთუ ვინაჲთგან ძჳრისმოჴსენეთა და უწყალოთა მიმართ მიაქცია სიტყუაჲ თჳსი, არცა ღირს იყო მამად მათა წოდებად ღმრთისა, ესევითართა უკეთურთა და უმადლოთა.

აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ იგავი ესე ორსა საქმესა გუასწავებს: ერთად, რაჲთა მეცნიერ ვიყვნეთ სიმრავლესა მას თანანადებთა ჩუენთასა, და თავთა თჳსთა ვაბრალებდეთ, და ლმობიერად შეუვრდებოდით ღმერთსა, და ვითხოვდეთ წყალობასა და შენდობასა; და მეორედ, რაჲთა გულსმოდგინედ შეუნდობდეთ მოყუასთა ჩუენთა ყოველსავე ცთომასა და ამით ჯერითა ჩუენთაცა ცოდვათა შენდობასა ადვილ-ვჰყოფდეთ. ხოლო არა ესრეთ ლიტონად და ორგულებით ბრძანებს მიტევებასა, არამედ „ყოვლითა გულითა“.

სწავლაჲ ჲა ძჳრის-ჴსენებისათჳს

აწ უკუე, საყუარელნო, გევედრები, ნუ ვლესავთ მახჳლსა ძჳრის-ჴსენებისასა და განვაწონებთ გულთა ჩუენთა, რამეთუ ვერარას ესრეთ გუავნებენ შემაწუხებელნი ჩუენნი, ვითარ ჩუენ ვავნებთ თავთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა, რამეთუ სასჯელსა ღმრთისა მიერ მოვაწევთ თავთა ზედა ჩუენთა; ხოლო ძჳრუჴსენებლობაჲ თუ მოვიგოთ, მერმე თავსა ზედა შემაწუხებელთა და მავნებელთა ჩუენთასა დაკრბების ყოველივე ბოროტი.

ნუ იტყჳ უკუე, კაცო, თუ მან ვინმე მაგინა და შემასმინა და ბევრეული ბოროტი შემაჩუენა, რამეთუ რაოდენიცა ესევითარი სთქუა, უფროჲსად ქველისმოქმედად გამოაჩინებ მას, რამეთუ მოგცა მიზეზი განბანად ცოდვათა შენთა. რაოდენცა უკუე დიდად ძჳრი შეგამთხჳა, ესოდენ დიდადთა ცოდვათა შენდობისა მიზეზ გექმნა; და ნანდჳლვე, უკუეთუ გუენებოს, ვერვის ჴელ-ეწიფების ვნებად ჩუენდა, არამედ მტერნიცა დიდად სარგებელ გუეყვენ.

და რად ვიტყჳ კაცთა? ეშმაკისა უძჳრეს არავინ არს, არცა უმეტესად მტერ ჩუენდა, გარნა უკუეთუ გჳნდეს, მისთაცა ბრძოლათაგან დიდი სარგებელი შეგუეძინების. და მოწამე არს სიტყჳსა ამის იობ. ხოლო უკუეთუ ეშმაკისა ბრძოლანი მიზეზ გჳრგჳნთა ექმნებიან წმიდათა, რად გე-შინის მტერობისაგან კაცთაჲსა, საყუარელო? იხილე უკუე, რაოდენ სარგებელ გეყოფის, უკუეთუ სიმშჳდით და ძჳრუჴსენებელად თავს-იდებდე ზედააღდგომასა და ბრძოლასა მტერთა შენთასა: პირველად და ყოვლისა უაღრესად მოტევებასა ცოდვათასა მოიღებ; მეორედ, მოთმინებასა და სულგრძელებასა ისწავებ; მესამედ, სიმშჳდესა და კაცთმოყუარებასა შინა წარემატები, რამეთუ რომელი ძჳრისმოქმედთა მიმართ სახიერ იყოს, რავდენ უფროჲსად მოყუარეთა მიმართ ჭეშმარიტი აჩუენოს სიყუარული? მეოთხედ, მრისხანებისაგან განჰთავისუფლდები, რომელ-ესე დიდი კეთილი არს, რამეთუ რომელი რისხვისაგან თავისუფალ იყოს, იგი მწუხარებათა მრავალთაგან თავისუფალ არს და შურისაგან და სიძულილისა, და განსუენებით გარდაიჴდის დღეთა თჳსთა. ამას ყოველსა ზედა პატიოსან იყო წინაშე ღმრთისა და კაცთა, და არავინ გესუას მტერი, და წყალობაჲ ღმრთისაჲ ბრწყინვიდეს თავსა ზედა შენსა. უკუეთუ ცოდვანი გაქუნდენ, აღიჴოცნენ, უკუეთუ სათნოებანი გაქუნდენ, აღემატნენ უმეტესად ფრიად.

ამისთჳს, საყუარელო, მოვიგოთ ძჳრუჴსენებლობაჲ, რაჲთა საყუარელ ღმრთისა ვიქმნეთ, რაჲთა თანანადებნი ბევრისა მის შანთისანი მოგუეტევნენ. ხოლო მრავალი თუ ბოროტი შეგამთხჳა მოყუასმან, უფროჲსღა შეიწყალე იგი და ნუ მოიძულებ, ცრემლოდე მისთჳს და იგლოვდ, რამეთუ არა შენ გავნო, არამედ თავსა თჳსსა. ხოლო შენ უკუეთუ მოთმინე იქმნე, უფროჲსღა სანატრელ ხარ.

გულისჴმა-ყავ, რამეთუ ოდეს-იგი ჯუარს-ეცუმოდა ქრისტე, თავისა თჳსისათჳს მხიარულ იყო, ხოლო ჯუარმცუმელთათჳს ცრემლოოდა. ეგრეთცა ჩუენ გჳღირს ქმნად, რაჟამს ძჳრი შეგუემთხუეოდის, რაჲთა უფროჲსღა ძჳრისმოქმედთა მათთჳს ვწუხდეთ, რამეთუ მათ შეემთხუევის ბოროტი, ხოლო ჩუენ - კეთილი. აწ უკუე გინა თუ ვინ გაგინა, თავი თჳსი უმეტესად სირცხჳლეულ-ყო და არა შენ; გინა თუ შეგასმინა, თჳსსა სულსა ზედა ბრალი დაიკრიბა, რაჲთა არა ხოლო ცოდვათა თჳსთათჳს, არამედ ამისთჳსცა მისცეს სიტყუაჲ, რომლისათჳს შენ შეგასმინა. და რაჲ საკჳრველ არს ესე შენ ზედა? უფალიცა ჩუენი იესუ ქრისტე შეასმინეს მტერთა მათ, და იგი არა განრისხნა, და შესმენაჲ არა მცირე, არამედ დიდი და ფიცხელი დასდვეს მის ზედა.

უკუეთუ რომლისადა ფრიადი კეთილი გეყო, ბოროტი მოგაგო, ამასცა ზედა ამისთჳს გელმოდენ, რომელ ავნო სულსა თჳსსა, ხოლო თავისა შენისათჳს გიხაროდენ, რამეთუ მსგავს ღმრთისა იქმენ, რომელმან აღმოაბრწყინვის მზე თჳსი უმადლოთა ზედა და ცოდვილთა, რამეთუ მოცემულ არს ჩუენდა ჴელმწიფებაჲ, უკუეთუ გუენებოს ბაძვად ღმრთისა, რაოდენ შესაძლებელ არს ბუნებასა შინა კაცობრივსა. გარნა უკუეთუ ესე დიდად გიჩნს და უმეტეს ბუნებისა, მოვედ, გიჩუენნე მონანი მისნი, რომელნი ჩუენისა ამის ბუნებისანი არიან: იხილე იოსებ, რომელმან შემდგომად ესოდენთა ბოროტთა კეთილი უყო ძმათა თჳსთა; იხილე მოსე, რომელსა მრავალი ძჳრი შეამთხჳეს ებრაელთა, და იგი მათთჳს ევედრებოდა ღმერთსა; იხილე ნეტარი პავლე, რომელსა აღრიცხუვადცა ვერ ეძლო ბოროტთა მათთა და ცეცხლებრ ეტყინებოდა სიყუარულითა მათითა; იხილე სტეფანე, რომელსა დაჰკრებდეს ქვასა, და იგი იტყოდა: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“.1

ესე ყოველივე გულისჴმა-ვყოთ, საყუარელნო, და განვაგდოთ ჩუენგან ყოველი რისხვაჲ და ძჳრის-ჴსენებაჲ, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს ღმერთმან თანანადებნი ჩუენნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, სიმტკიცე, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 საქმე 7,60.