მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:6

5. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს.6. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა.7. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური.
სახარებაჲ მათესი თავი 18
6. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა“ (18,6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ბრძანებს მეუფე და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ვითარმედ: რომელმან შეიწყნარნეს მდაბალი და უმანკონი და მუშაკნი სათნოებისანი პატივით და ლმობიერად და არა მიხედნეს ჴორციელსა შეურაცხებასა მათსა და სიმცირესა, არამედ სახელისა ჩემისათჳს პატივ-სცეს მათ, ღირს არს იგი სასუფეველსა ცათასა, რამეთუ ესევითარი იგი მე შემიწყნარებს, რომელ-ესე უმეტესი პატივი არს, ვიდრეღა შესლვაჲ სასუფეველსა.

ეგრეთვე კუალად, რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს ესევითართა მათ ღმრთისმოყუარეთა კაცთა (რამეთუ ამას უწოდა დაბრკოლებად), ეგევი-თარი იგი ბოროტისა სატანჯველისა ღირს არს; ამისთჳსცა სოფლისა საქმეთაგან მოიღო უფალმან სახე ხილული: დამოკიდებაჲ წისქჳლისაჲ და დანთქმაჲ ზღუასა შინა.

რამეთუ შეწყობილებაჲ სიტყჳსაჲ ესრეთ იყო, რაჲთამცა ეთქუა: რომელმან არა შეიწყნაროს ერთი მცირეთა ამათგანი, მე არა შემიწყნარებს, რომელ-ესე ყოვლისავე სატანჯველისა უმწარეს იყო; გარნა ვინაჲთგან უგულისჴმოთა და ფრიად ზრქელთა გონებითა ესე ვერ შეაგონებდა, ამის-თჳს წისქჳლი თქუა და ზღუასა დანთქმაჲ. არა თუ ეგრეთ თქუა, თუ: წისქჳლი დამოკიდებად არს ქედსა მისსა და დანთქმად არს ზღუასა, არამედ: „უმჯობეს არსო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:5-7 — საცდური და დაბრკოლება:

5-6. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. - ეუბნება: არა მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ თავმდაბალნი, არამედ უკეთუ ჩემი გულისთვის სხვა თავმდაბალთაც პატივს მიაგებთ, ჯილდოს მიიღებთ, რადგან რაჟამს ყრმებს, ანუ თავმდაბალთ შეიწყნარებთ, მე შემიწყნარებთ. შემდეგ პირიქითაც ამბობს: რომელმან დააბრკოლოს, ანუ შეურაცხყოს, ერთი მცირეთა ამათგანი, ანუ ისინი, რომელნიც თავს იმცირებენ და იმდაბლებენ, დიდიც რომ იყოს, უმჯობეს არს მისა დამოთუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა თჳსსა. თვალსაჩინოდ წარმოადგენს რა ფიზიკურ სასჯელს, სურს აჩვენოს, რომ მრავალ ტანჯვას გადაიტანენ ისინი, რომელნიც ქრისტესმიერი სიმდაბლის მქონეთ შეურაცხყოფენ და აცდუნებენ. შენ კი მოიაზრე, რომ უკეთუ ვინმე მართლაც მცირეს ანუ სუსტს აცდუნებს, ნაცვლად იმისა, რომ ყოველი ღონით წამოაყენოს, დაისჯება, რადგან პატარას ცდუნება უფრო ადვილია, ვიდრე დიდისა.

7. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის