თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რავდენი გჳრგჳნი უჩუენა მას და რავდენი კე-თილი წინაუყო? და ნება-სცა მას მიღებად ნიჭი იგი. ამისთჳსცა, ვიდრეღა ღუაწლი იგი არა ეთქუა, გჳრგჳნი უჩუენა მას და ჰრქუა: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო“, და მერმეღა შესძინა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“, და მეყსეულად სასყიდელი უჩუენა: „და გაქუნდეს საუნჯე ცა-თა შინა; და მოვედ და შემომიდეგ მე“; და ესე კუალად უზეშთაესი არს ყოველთა ნიჭთასა - შედგომაჲ უფლისაჲ. რამეთუ დატევებისათჳსღა საფასეთაჲსა იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა უცხო-ჰყოფს სიმდიდრისაგან, არამედ უფროჲსად შესძინებს სიმდიდრესა მისსა, და ესოდენ უაღრესსა მისცემს და უმჯობესსა, რაოდენ ცაჲ უაღრეს არს ქუეყანასა, და უხრწნელი იგი და წარუვალი - განხრწნადსა მას და წარმავალსა. გარნა საცნაურ არს, ვითარმედ არა კმა არს უგულებელს-ყოფაჲ საფასეთაჲ, არამედ ჯერარს შედგომაჲ ქრისტესი. ესე იგი არს, რაჲთა სხუანიცა მცნებანი მისნი აღვასრულნეთ და მზა ვიყვნეთ სახელისა მისისათჳს დათხევად სისხლისა და მარადღე სიკუდილად, ვითარცა თავადი ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს...
სახარებაჲ მათესი 19:20
19. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.20. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?21. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.
სახარებაჲ მათესი თავი 19