მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა წარვიდა მიერ, აჰა მო-ვინმე-უჴდა მას კაცი ერთი და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ-მე კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (19,15-16).

ვიეთნიმე იტყჳან ამის ჭაბუკისათჳს, ვითარმედ ზაკუვით და გამოცდით მოუჴდა იესუს, ხოლო მე ვეცხლისმოყუარედ და საფასეთა სიყუა რულისაგან ძლეულად არა ვჰრიდებ წოდებად, რამეთუ ქრისტემანცა ესევითარი ვნებაჲ ამხილა მას; გარნა მზაკუვარად და გამომცდელად ვერ ვიტყჳ, რამეთუ არცა ჯერ-არს უცნაურთა საქმეთათჳს ბრალისა შეჴდაჲ, და მარკოზცა განაქარვებს იჭუსა ამას, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ევედრებოდა მას“.1 და კუალად იტყჳს: „ხოლო იესუ მიხედა და შეუყუარდა იგი“.2 გარნა დიდ არს მძლავრებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. დაღაცათუ სხჳთა სახითა კეთილ და სათნო ვიყვნეთ, უკუეთუ იგი გუეუფლოს, ყოველსავე განჰრყუნის. ამისთჳს იტყჳს პავლე მოციქული, ვითარმედ: „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“,3 და მისგან აღმოეცენებიან ურიცხუნი ვნებანი.

ხოლო მო-რაჲ-უჴდა უფალსა და ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნა, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რაჲსათჳს ესრეთ მიუგო ქრისტემან, ვითარმედ: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“?4 ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ: ვინაჲთგან კაცი იგი, ვითარცა კაცსა ლიტონსა, მოძღურებითა სავსესა, მოუჴდა და არა ვითარცა ღმერთსა, ამისთჳს კაცობრივ ყო უფალმან მისა მიმართ სიტყუაჲ; და ამას მრავალგზის იქმს, იჭჳსაებრ მკითხველთაჲსა მისცემს პასუხსა, ვითარცა-იგი ოდესმე იტყოდა: „ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით“,5 გონებისაებრ და უძლურებისა დედაკაცისა მის მიუგო; და კუალად თქუა: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“.6 და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ იჭჳსაებრ მსმენელთაჲსა მიუგებდა სიტყუასა. ეგრეთვე ამას კაცობრივ იტყჳს, იჭჳსაებრ მისისა. ხოლო რაჟამს თქუა, თუ: „არავინ არს სახიერ“, არა თუ თავი თჳსი განაყენა სახიერებისაგან. ნუ იყოფინ! არამედ „არავინ არსო სახიერ“, ესე იგი არს, კაცთაგანი არავინ არს სახიერ. და ესეცა თუ თქუა, არცა თუ კაცნი განაყენნა სახიერებისაგან, გარნა შემსგავსებულად სახიერებასა ღმრთისასა არავინ არს კაცთაგანი. ამისთჳს შესძინა: „გარნა მხოლოჲ ღმერთიო“. არა თქუა, თუ: მამაჲ ხოლო ჩემი, არამედ: „მხოლოჲ ღმერთი“, რამეთუ ძეცა ეგრეთვე ღმერთ არს, ვითარცა მამაჲ, და განუყოფელ არს მისგან

1 მარკ. 10,17. 2 მარკ. 10,21. 3 1 ტიმ. 6,10. 4 მათ. 19,17. 5 იოან. 4,22. 6 იოან. 5,31.

ღმრთეებითა სულით წმიდითურთ; ვითარცა უკუე ღმრთეებითა განუყოფელ არს წმიდაჲ სამებაჲ, ეგრეთვე სახიერებითა.

ვინაჲთგან უკუე აჩუენა ჭაბუკმან მან გულსმოდგინებაჲ და ცხორებისათჳს საუკუნოჲსა ჰკითხა, ამისთჳს აღამაღლებს გონებასა მისსა და ასწავებს, რაჲთა ყოვლისავე კაცობრივისა გულისსიტყჳსაგან განაშოროს გონებაჲ თჳსი და გულისჴმა-ყოს ჭეშმარიტი იგი სახიერი, წყაროჲ იგი და ძირი ყოველთა კეთილთაჲ; რამეთუ ენება კაცისა მის მეცნიერებად ჭეშმარიტებისა მოყვანებად. ამისთჳს თესლი იგი კეთილი დასთესა გულსა მისსა, რამეთუ იყოცა ქუეყანაჲ იგი მსუქანი და პოხილ. გარნა სიმრავლე ეკალ-თაჲ თესლსა მას შეაშთობდა, ვითარცა თქუა უფალმან სხუასა ადგილსა. და იხილე, ვითარ განმზადებულ იყო იგი მორჩილებად სწავლათა უფლისათა, რამეთუ „მირბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ უკუეთუმცა გამოცდით ეტყოდა სიტყუათა მათ, მახარებელსამცა გამოეჩინა, და უფალსამცა ემხილა, და იგიმცა არა წარსრულ იყო მწუხარე სიტყუათა მათ ზედა, ვითარცა-იგი ფარისეველნი არაოდეს წარვიდოდეს მწუხარედ, არამედ მარადის გამოსცდიდეს, და ოდეს პირი დაუყვის, განრისხნიან. გარნა ამან არა ესრეთ ყო, არამედ წარვიდა მწუხარედ, რომელ-ესე სასწაული არს, ვითარმედ არა უკეთურითა გონებითა მოუჴდა, არამედ უძლურითა, და სუროდა ცხორებისა მიმთხუევად. ამის-თჳს ჰკითხვიდა უფალსა, რაჲთა მიუთხრას საქმე უაღრესი რაჲმე მცნებათა მათ შჯულისათა, გარნა შეპყრობილ იყო სხჳსა ბოროტისა ვნებისაგან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვად, დაიმარხენ მცნებანი, რაჲთა არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე? ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა; და მოვედ, შემომიდეგ მე“ (19,17-21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რავდენი გჳრგჳნი უჩუენა მას და რავდენი კე-თილი წინაუყო? და ნება-სცა მას მიღებად ნიჭი იგი. ამისთჳსცა, ვიდრეღა ღუაწლი იგი არა ეთქუა, გჳრგჳნი უჩუენა მას და ჰრქუა: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო“, და მერმეღა შესძინა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“, და მეყსეულად სასყიდელი უჩუენა: „და გაქუნდეს საუნჯე ცა-თა შინა; და მოვედ და შემომიდეგ მე“; და ესე კუალად უზეშთაესი არს ყოველთა ნიჭთასა - შედგომაჲ უფლისაჲ. რამეთუ დატევებისათჳსღა საფასეთაჲსა იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა უცხო-ჰყოფს სიმდიდრისაგან, არამედ უფროჲსად შესძინებს სიმდიდრესა მისსა, და ესოდენ უაღრესსა მისცემს და უმჯობესსა, რაოდენ ცაჲ უაღრეს არს ქუეყანასა, და უხრწნელი იგი და წარუვალი - განხრწნადსა მას და წარმავალსა. გარნა საცნაურ არს, ვითარმედ არა კმა არს უგულებელს-ყოფაჲ საფასეთაჲ, არამედ ჯერარს შედგომაჲ ქრისტესი. ესე იგი არს, რაჲთა სხუანიცა მცნებანი მისნი აღვასრულნეთ და მზა ვიყვნეთ სახელისა მისისათჳს დათხევად სისხლისა და მარადღე სიკუდილად, ვითარცა თავადი ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგ მე“;1 რამეთუ ფრიად უმაღლეს არს ესე მცნებაჲ დატევებასა საფასეთასა. ესე იგი არს შედგომაჲ უფლისაჲ აღსრულებითა მცნებათა მისთაჲთა და დათხევაჲ სისხლისაჲ სახელისა მისისათჳს და დათმენაჲ სიკუდილისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესმა ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად“ (19,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნანდჳლვე არა სწორად შეჰკრვენ მცირედნი საფასენი და მრავალნი გონებასა, არამედ იპოოს რაჲ კაცი ანგაჰრებისაგან ძლეულ, რაოდენცა საფასენი განმრავლდებოდინ, უმტკიცესითა საკრველითა შეიკრვის გული მისი, და უმეტესად აღეტყინების ტრფიალებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა, ვითარი ძალი აჩუენა ვნებამან მან, რამეთუ რომელი-იგი სიხარულით მოუჴდა უფალსა და ეძიებდა ცხორებასა საუკუნესა, უბრძანა რაჲ უფალმან დატევებაჲ საფასეთაჲ, ესოდენ შეაჭირვა და დაამძიმა, ვიდრეღა სიტყჳს-მიგებადცა ვერ უძლო, არამედ დუმილით წარვიდა მწუხარე და ფრიად მჭმუნვარე. ამისთჳსცა ისმინეთ უფლისაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს მანქანის საბელი განსლვად ჴურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა“ (19,23-24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა საფასეთა ზედა დასდებს ბრალობასა, არამედ შეპყრობილთა სიყუარულითა მათითა. ხოლო უკუეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს, ანგაჰრისათჳს რაჲ-მე ვთქუათ? უკუეთუ არამიცემაჲ გლახაკთაჲ საფასეთა თჳსთაჲ დამაყენებელ არს შესლვად სასუფეველსა, მოხუეჭაჲ სხუათაგან რავდენ უმეტესად შეკრებს ცეცხლსა თავსა ზედა მიმხუეჭელ-თასა? ხოლო დაღაცათუ თქუა, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ“, არამედ მეყსეულად გამოაჩინა სრულიად შეუძლებელი იგავითა მით ნემსისაჲთა; გარნა შეუძლებელი იგი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არს.

1 ლუკ. 9,23.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა, განუკჳრდა ფრიად და იტყოდეს: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად? მიხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“ (19,25-26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინა სახიერმან მან სიტყჳთა თჳსითა, ვითარმედ არა მცირედი განმზადებულ არს სასყიდელი მდიდართადა, უკუეთუ ხოლო შეუძლონ ესევითარსა მას ძნელსა საქმესა შინა აღსრულებად მცნება-თა ქრისტესთა და დამარხვად სათნოებისა. ამისთჳსცა თქუა, ვითარმედ: ღმრთისამიერისა შეწევნისა საქმე არს ესე, და მისმიერი მადლი უჴმს წარმართებად ამისა.

ხოლო მოწაფენი რაჲსათჳს განკჳრდეს და შეშფოთნეს? არა თუ მდიდარნი იყვნეს იგინი, არამედ ფრიადიცა სიგლახაკე აქუნდა, გარნა სხუათა ცხორებისათჳს შეურვებულ იქმნეს; რამეთუ ვითარცა მოძღურად ყოვლისა სოფლისა დადგინებულთა, ფრიადი ზრუნვაჲ აქუნდა ცხორებისათჳს კაცთაჲსა, და შეძრწუნდეს, ესმა რაჲ სიტყუაჲ ესე. ამისთჳს მიხედა მათ იესუ. ესე იგი არს, ვითარმედ თუალითა სახიერითა მიხედა და შეძრწუნებულსა მას გულსა მათსა ნუგეშინის-სცა და მერმეღა სიტყუაჲ მიუგო ტკბილი და თქუა, ვითარმედ: „ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“. ხოლო არა თუ ამისთჳს თქუა, თუ: „ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“, რაჲთა შენ, კაცო, ვითარცა შეუძლებელისა საქმისაგან, წარიკუეთო სასოებაჲ კეთილთა წარმართებისაჲ, არამედ რაჲთა მოსწრაფე იქმნა ძლიერად და ღმერთსა უწოდო შეწევნად შენდა და იღუაწო სათნოებისა მოგებად, რაჲთა ჰპოო ცხორებაჲ საუკუნოჲ. ხოლო ესე ვითარ-მე იყოს? გარნა ვითარცა აწ მოგითხრობ: შეურაცხყავ ყოველივე ესე წარმავალი, დააცარიელენ საფასენი გლახაკთა ზედა, განეშორე ბოროტთა გულისთქუმათა, რაჲთა წარემართო გზასა მას ცხორებისასა.

სწავლაჲ ჲგ ვეცხლისმოყუარებისათჳს

ხოლო გნებავს თუ ცნობად, ვითარ იქმნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ. რამეთუ ოდეს-იგი ჰრქუა პეტრე: „უფალო, აჰა ესერა ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენთჳს?“1 მიუთხრა უფალმან განმზადებული იგი მათთჳს სასყიდელი და მეყსეულად ესეცა შესძინა, ვითარმედ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილ-

1 მათ. 19,27.

ნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.1

აჰა ესერა გუასწავა, თუ ვითარ იქმნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ. თქუას უკუე ვინმე: და ვითარ იყოს ესე დატეობაჲ ყოვლისაჲვე, ვი-თარ განიფრთხოს, რომელი ერთგზის დანთქმულ იყოს ტრფიალებითა საფასეთაჲთა? ესე ესრეთ იყოს, რაჲთა გულისჴმა-ყოს ამაოებაჲ სოფლისაჲ და მცირედ-მცირედ ისწრაფოს წარუვალთა მათ მიმართ სრბად. აწ უკუე, დაღაცათუ ვერ ძალ-გიც, კაცო, ერთბამად ყოვლისავე წარმართებად, არამედ ნელიად აღვიდოდე კიბესა მას ზეცად აღმყვანებელსა, განაყენე თავი შენი ფრიადისა მის ანგაჰრებისაგან და მოხუეჭისა სხუათაგან და მერმე იწყო თჳსისაგანცა სხუათა მიცემად.

დააცხრვე შენ შორის სურვილი ეგე მრავალთა საფასეთაჲ, რაჲთა არა იყო მარადის გლახაკ. რამეთუ მითხარღა, ვინ უმეტესად იგუემების: რომელსა სუროდის ფრიადისა ჭამისა და სუმისათჳს და არა აქუნდეს, ანუ რომელსა ყოვლადვე არა უნდეს ჭამაჲ და სუმაჲ? საცნაურ არს, ვითარმედ იგი, რომელსა აქუნდეს სურვილი და არა მიემთხუეოდის გულისთქუმასა თჳსსა, უმეტესად იგუემების. ამისთჳსცა გეჰენიაჲ ამით წესითა გამოგჳსახა ქრისტემან, რამეთუ იტყჳს მდიდრისა მისთჳს, ვითარმედ: სწადოდა წუეთისა ერთისა წყლისა პოვნად და არა ეპოებოდა ცეცხლსა მას შინა. ეგრეთვე რომელმან უგულებელს-ყვნეს საფასენი, დაუყენებიეს გულის-თქუმაჲ იგი, ხოლო რომელსა სუროდის სიმდიდრისათჳს, მარადის ნაკლულევან არს; დაღაცათუ ბევრი შანთი მოიგოს, უმეტესისა სურვიელ არს და სწადინ, თუმცა მთანი და ბორცუნი ოქრო და ვეცხლ ექმნეს; ჵ ამაოჲ იგი სიბორგილე!

ხოლო შენ, ძმაო, ესევითარი ბოროტი საფასეთა სიყუარული განაგდე შენგან და მოიგე სურვილი საუკუნეთა მათ და წარუვალთა საუნჯეთაჲ, სადა-იგი შრომაჲ მცირედი გჳჴმს მოგებად, და სარგებელი მიუთხრობელი არს მომგებელთა მისთაჲ. მათ საუნჯეთა სურვილი რაჲ მოიგო, ადვილად აღგიჩნდეს წარმავალთა მათ და მავნებელთა მონაგებთა შეურაცხ-ყოფაჲ და ყოვლისავე განბნევაჲ და შედგომაჲ ქრისტესი, რაჲთა ღირს იქმნე ცხორებასა მას საუკუნესა.

გულისჴმა-ყვენ ბოროტნი იგი ვეცხლისმოყუარებისანი, რამეთუ პირველ მერმისა მის გეჰენიისა აქავე ბოროტად დამშჯელ არს სულისა. ამან სახლნი მრავალნი დაარღჳნა, ამან ბრძოლანი ბოროტნი აღადგინნა, ესე აზნაურებასა მას სულისასა მონა მონათა ჰყოფს, ახოვანთა მოშიშად გარდააქცევს, ასწავებს ტყუილსა ფიცსა, ცილისწამებასა, მტაცებლობასა, ანგაჰრებასა და სხუასა ყოველსავე ძჳრსა, რამეთუ ნანდჳლვე ძირი არს იგი ყოველთავე ბოროტთაჲ.

1 მათ. 19,29.

გულისჴმა-ყავ უკუე, კაცო, ვითარ დააბნელებს იგი სულსა შენსა, ვი-თარ ოჴერ და წარწყმედულ ჰყოფს. და ამის ყოვლისა შემდგომად მოვალს სიკუდილი და ბოროტად შენ მიერ შეკრებულთა მათ საფასეთა ჴელად მტერთა შენთა მიიღებს, ხოლო შენ წარგიყვანებს ცარიელსა მის ყოვლისაგან. არარაჲ გაქუნ შენ თანა, გარნა ხოლო წყლულებანი იგი, რომელნი საფასეთა მათგან შეემთხჳნეს სულსა შენსა, რამეთუ სიმრავლე სიმდიდრისაჲ და შუენიერებაჲ სამოსელთაჲ და დიდებაჲ სოფლისაჲ დიდად მოსწყლვენ სულსა და მრავლითა ბოროტითა აღავსებენ მას. ხოლო შენ გულისჴმა-ყავ პეტრე და პავლე, გულისჴმა-ყავ იოვანე და ელია, უფროჲსღა გულისჴმა-ყავ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რომელსა არა აქუნდა, სადამცა თავი მიიდრიკა. მას ჰბაძევდი და მონათა მათ მისთა, რომელთა არა სიმდიდრითა, არამედ სიგლახაკითა და ჭირვეულობითა აღასრულეს ცხორებაჲ ესე და მოიგეს ჭეშმარიტი სიმდიდრე. და ყოველსავე ზედა სიტყუაჲ უფლისაჲ ყურად-იღე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ მდიდარნი სასუფეველსა ცათასა“; და ამას სიტყუასა წინააღუდგინე მთანი და ბორცუნი, ქუეყანაჲ და ზღუაჲ და თქუ, ვითარმცა ყოველივე იგი ოქრო იყო, და ყოველივემცა ჴელმწიფებასა შინა შენსა იყო, და ყოვლისავე სოფლისა და ყოველთავე კაცთა მეუფებდიმცა, კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა, და შემოდიოდამცა შენდა ოქროჲ, ვითარცა წყალი; შეესწორებისა ამის ყოვლისა უფლებაჲ გამოვრდომასა სასუფეველისაგან? ნუ იყოფინ! არცა თუ ბევრეულნი სოფელნი, ამის ყოვლისა სოფლისა სწორნი, მოეცნენ ვის, შეესწორების მათ ყოველთა შეძინებაჲ ზღვევასა მას სასუფეველისასა. ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, რაჲ-მე ვთქუათ ჩუენ, რომელნი მცირედისა და არარაჲსა მონაგებისათჳს და საფასეთათჳს ცუდ-თა და უნდოთა ანუ სხჳსა რაჲსმე წუთერთისა გულისთქუმისათჳს გამოვვარდებით სასუფეველისაგან ცათაჲსა? ამისთჳს გარეშენიცა ფილოსოფოსნი დედაქალაქად ბოროტთა იტყოდეს ვეცხლისმოყუარებასა, ხოლო ნეტარმან პავლე უმეტესად შემსგავსებული სახელი მოიპოა და „ძირად ყოველთა ბოროტთა“1 უწოდა მას.

აწ უკუე, ძმანო, ესე ყოველი ვისწაოთ და ნუ მათ ვჰბაძავთ, რომელთა ბაძვაჲ უჯერო არს: მონაგებთა ფრიადთა და ტაძართა შუენიერთა და სიმდიდრესა მრავალსა; არამედ მათ ვჰბაძვიდეთ, რომელთა აქუს პირველისა მიმართ კადნიერებაჲ ფრიადი, და მოქალაქობაჲ მათი არს ცათა შინა, და საუნჯენი მათნი მუნ დამარხულ არიან (ესე არიან ქრისტესთჳს გლახაკნი და ჭეშმარიტისა მის სიმდიდრისა მეძიებელნი), რაჲთა მათ თანაცა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 1 ტიმ. 6,10.