მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:26

25. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად?26. მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?
სახარებაჲ მათესი თავი 19
26. მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა, განუკჳრდა ფრიად და იტყოდეს: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად? მიხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“ (19,25-26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინა სახიერმან მან სიტყჳთა თჳსითა, ვითარმედ არა მცირედი განმზადებულ არს სასყიდელი მდიდართადა, უკუეთუ ხოლო შეუძლონ ესევითარსა მას ძნელსა საქმესა შინა აღსრულებად მცნება-თა ქრისტესთა და დამარხვად სათნოებისა. ამისთჳსცა თქუა, ვითარმედ: ღმრთისამიერისა შეწევნისა საქმე არს ესე, და მისმიერი მადლი უჴმს წარმართებად ამისა.

ხოლო მოწაფენი რაჲსათჳს განკჳრდეს და შეშფოთნეს? არა თუ მდიდარნი იყვნეს იგინი, არამედ ფრიადიცა სიგლახაკე აქუნდა, გარნა სხუათა ცხორებისათჳს შეურვებულ იქმნეს; რამეთუ ვითარცა მოძღურად ყოვლისა სოფლისა დადგინებულთა, ფრიადი ზრუნვაჲ აქუნდა ცხორებისათჳს კაცთაჲსა, და შეძრწუნდეს, ესმა რაჲ სიტყუაჲ ესე. ამისთჳს მიხედა მათ იესუ. ესე იგი არს, ვითარმედ თუალითა სახიერითა მიხედა და შეძრწუნებულსა მას გულსა მათსა ნუგეშინის-სცა და მერმეღა სიტყუაჲ მიუგო ტკბილი და თქუა, ვითარმედ: „ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“. ხოლო არა თუ ამისთჳს თქუა, თუ: „ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“, რაჲთა შენ, კაცო, ვითარცა შეუძლებელისა საქმისაგან, წარიკუეთო სასოებაჲ კეთილთა წარმართებისაჲ, არამედ რაჲთა მოსწრაფე იქმნა ძლიერად და ღმერთსა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:23-26 — აქლემი და ნემსის ყუნწი — მდიდართა ხსნა:

23-24. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. - მდიდარი, ვიდრე მას ჭარბი ქონება აქვს, მაშინ, როცა სხვებს აუცილებელიც აკლია, ცათა სასუფეველში ვერ შევა. ხოლო უკეთუ ყოველივეს დათმობს, ცხადია, სასუფეველში კი შევა, მაგრამ მდიდარი აღარ იქნება, რადგან ბევრის მქონეს იქ შესვლა ისევე არ შეუძლია, როგორც აქლემს ნემსის ყუნწში გაძვრომა. დაუკვირდი, რომ ქრისტემ ზემოთ თქვა: ძნელად შევაო, აქ კი ამბობს, რომ საერთოდ ვერ შევა. ზოგიერთები აქლემში ცხოველს კი არ გულისხმობენ, არამედ მსხვილ თოკს, რომელსაც მეზღვაურები ღუზის ჩაშვებისას იყენებენ.

25-26. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. - მოწაფეებმა, რომელნიც კაცთმოყვარენი იყვნენ, ეს საკუთარი თავისთვის კი არ იკითხეს (რადგანაც თვითონ ღარიბები იყვნენ), არამედ საერთოდ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის