თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ იყო ორივე ესე, მოსლვაჲცა აღმოსავალით მოგუთაჲ მათ და წინამძღურობაჲცა ვარსკულავისაჲ, და კმა იყო საქმე ესე ქვისა უფიცხესთაცა შეგონებად. რამეთუ უკუეთუმცა მოგუთა მათ ეთქუა, თუ ანგელოზი ეტყოდა მათ, ანუ თუ ჴმაჲ წინაწარმეტყუელთაჲ ესმა მათ, სიტყუაჲმცა ვიდრემე აქუნდა ჰურიათა თქუმად, ვითარმედ სცთეს იგინი ანუ უცნებაჲ რაჲმე იხილეს; ხოლო აწ ვარსკულავი იგი განცხადებულად ჩანს და ყოველთავე წინააღმდგომთა პირსა დაუყოფს, რომელი-იგი უძღოდა მოგუთა მათ ვიდრე ბეთლემადმდე და მერმე მივიდა და დადგა ზედა, სადაცა იყო ყრმაჲ იგი, რაჲთა უჩუენოს მათ, ვითარმედ მისდა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ. ამისთჳს იგინიცა აღივსნეს სიხარულითა დიდითა, იხილეს რაჲ ვარსკულავი იგი. აღივსნეს სიხარულითა, რამეთუ არა ცუდ იქმნა შრომაჲ მათი, არამედ ღირს იქმნეს ხილვად, რაჲ-იგი წინაწარმეტყუელთა და მამათმთავართა სწადოდა ხილვად და ვერ იხილეს; აღივსნეს სიხარულითა, რამეთუ ღირს იქმნეს ყოველთა უპირატეს თაყუანის-ცემად მეუფისა მის მეუფეთაჲსა და ქადაგებად მისა ყოველსა სოფელსა; ესრეთ სავსე იყვნეს სურვილითა ქრისტესითა, რამეთუ სავსე იყვნეს ყოვლითა სიბრძნი-თა და გონიერებითა. ამისთჳს...
სახარებაჲ მათესი 2:10
9. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.10. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.11. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
სახარებაჲ მათესი თავი 2