მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 20:10

9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი.10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი.11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს
სახარებაჲ მათესი თავი 20
10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულად დრაჰკანი დღესა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანსა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: მივედით თქუენცა ვენაჴსა მას ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრე. ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა მას ჩემსა. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა სახლისა უფალმან ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელითგან ვიდრე პირველთამდე. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. მოვიდეს პირველნიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. და მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არას გავნებ შენ, ანუ არა დრაჰკანი ერთი აღგითქუ შენ? მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ-არს ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, რამეთუ მე სახიერ ვარ. ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“ (20,1-16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსა-მე გულისჴმა-გჳყოფს იგავი ესე? რამეთუ არა ეწამების პირველისა მის თავისა აღსასრულსა, არამედ წინააღმდგომად ჩანს; რამეთუ აქა გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთავე სწორი სასყიდელი მიიღეს და არა თუ რომელნიმე განცჳვეს და რომელნიმე პატივცემულ იქმნეს. ხოლო თავადმან დაწყებასაცა ამის იგავისასა და აღსასრულსაცა ესრეთ თქუა, ვითარმედ: „იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“. ხოლო იგავი არა ამას მოასწავებს, არამედ იტყჳს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელნი იგი შეესწორნენ სასყიდელსა მას პირველთასა. რასა-მე უკუე მოასწავებს იგავი ესე? რამეთუ კეთილ არს, რაჲთა პირველად პირი იგავისაჲ მის გულისჴმა-ვყოთ და მერმე ესეცა სიტყუაჲ განვჰმარტოთ. ვენაჴად მცნებათა და ბრძანებათა ღმრთისათა იტყჳს, ხოლო ჟამად საქმისა და შრომისა მისისა - ცხორებასა ამას, და მუშაკად იტყჳს თითოსახედ წოდებულთა მათ საქმესა მას საღმრთოსა. ხოლო განთიად და მესამესა ჟამსა და მეექუსე და მეცხრესა და მეათერთმეტესა მათ გამოსახავს, რომელნი თითოფერ-თა ჰასაკთა შინა მოვიდეს მუშაკობად სათნოებისა და წარემართნეს. ხოლო ესე საძიებელ არს, თუ ვითარ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
20:1-16 — იგავი ვენახის მუშაკებისა და თანასწორი საზღაურისა:

1-7. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. - სასუფეველი ცათა ქრისტეა, რომელიც, მიიღო რა ჩვენი ხატი, ადამიანს დაემსგავსა. იგი არის უფალი სახლისა, რამდენადაც სახლზე ანუ ეკლესიაზე მეუფებს. ეს ქრისტე მამის წიაღიდან გამოდის და ვენახში სამუშაოდ, ე. ი. საღმრთო წერილისა და მისი მცნებების შესასწავლად, მუშებს ქირაობს. იგი ყოველ ადამიანს ქირაობს, რათა ვენახში იმუშაოს, ანუ საკუთარი სული სრულყოს....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის