მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენთჳს?“ (19,27).

რომელსა იტყჳ, ჵ ნეტარო პეტრე, თუ: „ყოველი დაუტევეთ“? ბადე-თა იტყჳა, ანუ სათხეველთა, ანუ ლერწამსა, ანუ ნავსა, ანუ თევზობასა? ამას ყოველსა იტყჳა? ჰე, ჭეშმარიტადო, მომიგებს მოციქული; გარნა არა ზუაობით ვიტყჳ ამას ანუ სიქადულით, არამედ რაჲთა კითხვითა ამით ჩემითა შორის შემოვიყვანო კრებული იგი გლახაკთაჲ. ვინაჲთგან თქუა უფალმან, ვითარმედ: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“, რაჲთა არავინ თქუას გლახათაგანმან, ვითარმედ: რაჲ არს, უკუეთუ არა მაქუნდეს მონაგები, არა ჴელ-მეწიფების სრულ-ყოფაჲ? ამისთჳს ჰკითხა პეტრე, რაჲთა ისწაო შენ, გლახაკო, ვითარმედ არარაჲთა ნაკლულევან ხარ, უკუეთუ გინდეს სრულ-ყოფაჲ. ამისთჳს ჰკითხა პეტრე, რაჲთა არა სხჳსა ვისგანმე ისწაო და იჭუეულ იყო, არამედ პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, და მტკიცედ შეიწყნარო. ამის ესევითარისა ჯერისათჳს მიიჩემა პეტრე პირი ყოვლისა სოფლისაჲ და ამისთჳს თქუა ესრეთ. უკუეთუ არა, თავისა თჳსისათჳს მან პირველისა მისგან სიტყჳსა არა იცოდაა? რამეთუ რომლისადა რწმუნებულ იყვნეს კლიტენი სასუფეველისანი, არა იცოდაა, ვითარმედ იგი მუნ შესლვად იყო? არამედ ყოველთათჳს ჰკითხა.

და იხილე გონიერებით კითხვაჲ მისი. ვინაჲთგან უფალმან მდიდარსა მას ორი ესე ამცნო: განსყიდაჲ მონაგებთაჲ და მიცემაჲ გლახაკთა და, მეორედ, შედგომაჲ მისი, ამისთჳს აწ მოციქულმანცა ორი ესე თქუა: „აჰა ესერა ყოველი დაუტევეთო და შეგიდეგით შენ“; რამეთუ დატევებაჲ ყოვლისაჲ შედგომისათჳს უფლისა იქმნა, და შედგომაჲ იგი დატევებითა ყოვლისაჲთა უადვილეს და მტკიცე გამოჩნდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი შემომიდეგით მე, მერმესა მას მოსლვასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განშჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა“ (19,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: ვითარ აღესრულოს სიტყუაჲ ესე უფლისაჲ? რამეთუ მაშინ, ოდეს ესე თქუა, იუდაცა მათ თანა იყო. რაჲ არს უკუე, იუდაცა დაჯდეს საყდარსა ზედა? ესე არა ეგების. ვითარ უკუე აღესრულოს ბრძანებაჲ უფლისაჲ ამის პირისათჳს? ისმინეთ მეტყუელთა მაგათ, თუ ვითარ გულისჴმა-ჰყოთ: შჯული განწესებულ არს ღმრთისა მიერ და აღწერილ არს წიგნსა შინა იერემია წინაჲსწარმეტყუელისასა, რომელიცა წარუკითხა მან ჰურიათა, და ესრეთ იტყჳს: „აღსასრული ვთქუა ნათესავთა ზედა, გინა მეფეთა ზედა, მოსპოლვად და დარღუევად მათდა და წარწყმედად მათდა. და მოიქცეს ნათესავი იგი უკეთურებათაგან მათთა, და მე შევინანო ბოროტებათა მათთათჳს, რომელნი ვზრახენ ყოფად მათდა. და სრულიად ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად მათდა და დანერგვად მათდა. და ყონ ბოროტი წინაშე ჩემსა არა სმენად ჴმისა ჩემისა, და მეცა შევინანნე კეთილთა მათთჳს, რომელნი ვთქუენ ყოფად მათდა“.1 იტყჳს უკუე, ვითარმედ ამას წესსა დავიმარხავ კეთილსაცა ზედა და ძჳრსაცა: უკუეთუ ვთქუა აღშენებად ნათესავსაო, და გამოაჩინნენ მათ თავნი თჳსნი უღირსად აღთქუმისა მის, არღარა აღვასრულო აღთქუმაჲ იგი, ვითარცა იქმნა დაბადებასა კაცისასა, რამეთუ თქუა: შიში თქუენი და ზარი თქუენი იყავნ მჴეც-თა ზედა, და არა იქმნა, რამეთუ უღირსად გამოვაჩინენით თავნი ჩუენნი ესევითარისა მის ჴელმწიფებისა. ეგრეთვე შეემთხჳა იუდას. ამისთჳსცა თქუა ესრეთ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რაჲთა არცა ცოდვილთა წარიკუეთონ სასოებაჲ და ეგნენ უნანელად, არცა რომელნი ჰგონებდენ თავთა თჳსთა სიმართლესა შინა, უდებ იქმნენ. ორსავე ამას ჰკურნებს და იტყჳს: უკუეთუ ვთქუა ტანჯვაჲ შენთჳს, კაცო, ნუ წარიკუეთ სასოებასა, რამეთუ ჴელ-გეწიფების სინანულად და დაჴსნად რისხვისა ჩემისა, ვითარ-იგი ქმნეს ნინეველთა; და კუალად, უკუეთუ აღგითქუა კეთილი რაჲმე, ნუ უზრუნველ იქმნები აღთქუმისა მისთჳს, რამეთუ უღირს თუ იპოო, არარას გერგოს აღთქუმაჲ იგი ჩემი, არამედ უფროჲსად ტანჯვისა მიზეზ გექმნას, რამეთუ მე ღირსთა აღუთქუამ აღთქუმასა ჩემსა. ესრეთ არს სიტყუაჲ უფლისაჲ.

ამისთჳსცა მაშინ, ეტყოდა რაჲ მოწაფეთა, არა ესრეთ მარტივად თქუა, თუ: დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა, არამედ ესრეთ თქუა, რამე-თუ: „თქუენ, რომელნი შემომიდეგით მე, დასხდეთო ათორმეტთა საყდარ-თა“, რაჲთა სიტყჳთა ამით იუდაცა კიდე განაშოროს სიტყჳსა მისგან, და რომელთა შემდგომად ამისა ეგულებოდა შედგომად კუალსა უფლისასა და მცნებათა მათ მისთა ყოვლადწმიდათა, მისცეს სასოებაჲ კეთილი. რამეთუ არცა კეთილნი იგი აღთქუმანი მოციქულთათჳს ოდენ განუწესებიან, არამედ ყოველთათჳს წმიდათა, არცა უღირსთათჳს თქუმულნი სატანჯველნი იუდაჲსთჳს არიან, არამედ სხუათათჳსცა მსგავსთა მისთა. რამეთუ მოციქულთა მერმისა მის საუკუნოჲსა პატივი აღუთქუა, ვითარცა აღმაღლებულთა ყოვლისავე სოფლისაგან და არამეძიებელთა ამის საწუთროჲსათა, ხოლო სხუათა, რომელნი ჯერეთ ვერ ესევითარსა საზომსა იყვნენ, ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს ჟამსა ამას და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“ (19,29).

1 იერ. 18, 7-10.

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ჰგონებდენ, რომელთა ესმოდის ზემოთქუმული იგი სიტყუაჲ, თუ განთჳსებულ არს დიდებაჲ საუკუნოჲსაჲ მის მოციქულთათჳს ხოლო, ამისთჳს განჰმარტა სიტყუაჲ თჳსი და განჰფინა აღთქუმაჲ იგი ყოველსა ზედა სოფელსა, აქაცა აღუთქუა და მას საუკუნესაცა. რამეთუ მოწაფეთაცა, ოდეს უსწავლელღა იყვნეს და უძლურ, საწუთროჲსასაცა უქადებდა. ოდეს-იგი უწოდდა, ჰრქუა მათ, ვითარმედ: „გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“,1 ხოლო ვინაჲთგან აღამაღლა საზომი სათნოებისა მათისაჲ, მერმე საუკუნოჲსა მისთჳს ხოლო იწყო მითხრობად და სოფლისა ამისგან სრულიად განაშორებდა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა“? ესე იგი არს, ვითარმედ: იყვნეთ დამსჯელ მათდა; რამეთუ არა თუ მსაჯულად ეგულების მათ დაჯდომაჲ, - ესე საქმე მხოლოჲსა ქრისტესი არს, ძისა ღმრთისაჲ, - არამედ ვითარცა თქუა, ვითარმედ: „დედოფალი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი; და კაცნი ნინეველნი დაშჯიდენ ნათესავსა ამასო“,2 ეგრეთვე მოციქულთათჳს იტყჳს. ამის-თჳსცა არა თქუა, თუ: დასხდეთ განსჯად წარმართთა ანუ განსჯად სოფლისა, არამედ „ნათესავთა ისრაჱლისათაო“, ვინაჲთგან მოციქულნი წეს-თა მათ შინა ებრაელთასა აღზრდილ იყვნეს და მასვე შჯულსა და მასვე მოქალაქობასა შინა. უკუეთუ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: ამისთჳს ვერ გურწმენა ქრისტე, რამეთუ შჯული ჩუენი გუაყენებდა და წესნი იგი მამულნი, მაშინ შემოვიდენ შორის მოციქულნი, რომელთა იგივე შჯული აქუნდა და იგივე წესნი და არავინაჲ დაიხრწინეს რწმუნებად ქრისტესა, და დასაჯნენ იგინი, ვითარცა იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „დამსჯელ თქუენდა იყვნენო იგინი“.3 თქუას ვინმე, ვითარმედ: და რაჲ დიდი სასყიდელი აღუთქუა ესე, უკუეთუ სწორად ნინეველთა და დედოფლისა მის სამხრისა მიეცემის მათ მისაგებელი? არამედ გულისჴმა-ყავ გამომე-ძიებელმან მან, ვითარმედ სხუანიცა მრავალნი კეთილნი აღუთქუნა მათ და არა თუ ესე ხოლო განუწესა მისაგებელად და სასყიდელად მათდა. გარნა აქაცა მებრ არარაჲ არს მსგავსებაჲ მოციქულთაჲ და ნინეველთაჲ, რამეთუ მათთჳს ესრეთ იტყჳს ლიტონად: „კაცნი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დაშჯიდენ მას; და დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი“; ხოლო მოციქულთათჳს არა ესრეთ თქუა, არამედ ეტყჳს: „რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა“. ამით

1 მათ. 4,19. 2 მათ. 12, 42,41. 3 მათ. 12,27.

გამოაჩინა, ვითარმედ ზიარ სუფევისა და დიდებისა მისისა ყოფად არიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ“.1 რამეთუ რომელ იტყჳს, თუ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდარ-თა“, არა თუ დაჯდომასა მოასწავებს, რამეთუ იგი მხოლოჲ არს, რომელსა ეგულების დაჯდომაჲ განკითხვად ცხოელთა და მკუდართა, არამედ სიტყჳთა ამით და სახელითა საყდართაჲთა მოასწავა გამოუთქუმელი იგი დიდებაჲ და პატივი, რომელ ეგულების მაშინ მინიჭებად წმიდათა მოციქულ-თადა. და მათთჳს ესრეთ თქუა, ხოლო სხუათა მოშიშთა მისთა აღუთქუა ასი წილი სასყიდელი აქავე და მერმესა მას საუკუნესა ცხორებაჲ საუკუნოჲ. ხოლო ვინაჲთგან სხუათა ესრეთ აღუთქუა, რაბამ უაღრესი ყოფად არს და უზეშთაესი დიდებაჲ მოწაფეთა მისთაჲ? ხოლო ესეცა მებრ აღესრულავე მათ ზედა, ვითარმედ: „ასი წილი ჟამსა ამას“, რამეთუ დაუტევეს თევზობაჲ და იქმნეს მოძღუარ ყოვლისა სოფლისა; და ყოველნი მონაგებ-თა თჳსთა და თავთაცა თჳსთა ჴელმწიფებასა მათსა მისცემდეს და სიკუდილადცა მათთჳს მზა იყვნეს, ვიდრეღა პავლე მრავალთათჳს წამებს ესევითარსა გულსმოდგინებისა, ვითარ-იგი გალატელთა მიუწერა: „ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ შემიწყნარეთო, ვითარცა ქრისტე იესუ. რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე“.2 და შემდგომადცა აღსრულებისა მათისა ყოვლისა სოფლისაგან იდიდებიან, და მეფენი და მთავარნი, ვითარცა მონანი, მუჴლთ-მოდრეკით თაყუანის-სცემენ ნაწილთა მათთა, ხოლო საუკუნოჲ იგი დიდებაჲ მათი მოუგონებელ არს და გამოუთქუმელ ენითა კაცობრივითა და უაღრეს ყოვლისა ცნობისა.

ხოლო რომელ-იგი თქუა უფალმან, ვითარმედ: „რომელმან დაუტეოს მამაჲ და დედაჲ, ცოლი და შვილნი“, არა თუ ამას ბრძანებს, რაჲთა ესრეთ მარტივად ყოველნივე ქორწინებანი დაიჴსნენ და ყოველნი მეუღლენი განეშორნენ ურთიერთას, არამედ ვითარცა-იგი სულისათჳს იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“,3</su,p> არა თუ ესრეთ ბრძანა, რაჲთა მოვიკლვიდეთ თავთა თჳსთა, არამედ ესე გუამცნო, რაჲთა მოიწიოს რაჲ ჟამი ესევითარი, რომელ ცხორებაჲ ესე საწუთროჲ მიზეზ განრისხებისა ღმრთისა და მისგან უცხო-ყოფისა გუექმნებოდის, მაშინ სახელისათჳს ღმრთისა არა ვჰრიდოთ თავთა თჳსთა მიცემად სიკუდილდ, ეგრეთვე მამა-დედათათჳს და ცოლისა და შვილთათჳს გულისჴმა-ყავ. უკუეთუ ხედვიდე, ვითარმედ სული შენი წარწყმდების და რისხვაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა მოიწევის ნურარას პატივ-სცემ უფროჲს ღმრთისა. და კუალად სიტყჳთა ამით სხუასაცა პირსა მოასწავებს, რამეთუ ჟამთა მათ დევნულებისათა მრავალნი მამანი შვილთა მათთა უშჯულოებად მოიზიდვიდეს, ცოლნი ქმართა, ანუ თუ ქმარნი ცოლთა;

1 2 ტიმ. 2,12. 2 გალ. 4, 14-15. 3 მათ. 10,39.

გჳბრძანებს უკუე უფალი, ვითარმედ ოდეს ესევითარსა რასმე სულისა წარსაწყმედელსა საქმესა ვინ ხედვიდეს, ნუმცა შეურაცხიან ნუცა მშობელნი, ნუცა მეუღლე, ანუ შვილნი, ანუ სხუაჲ რაჲმე, არამედ ყოველივე უარ-ყავნ და ცხორებაჲ საუკუნოჲ მოიყიდენ, და ნუცა თუ თავსა თჳსსა ჰრიდებს სიკუდილდ მიცემად ღმრთისმსახურებისათჳს. და ნანდჳლვე ესე ესრეთ არს, რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა მშობელთაგან ანუ მეუღლისა, ანუ თუ შვილთაგან, უკუეთუ სული თჳსი წარიწყმიდოს და ჯოჯოხეთისა მკჳდრად გამოჩნდეს? ამისთჳს გულისჴმა-ყავნ კაცად-კაცადმან და ყოვლით კერძო ცხორებაჲ სულისა თჳსისაჲ ძიება-ყავნ და აღსრულებაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ შეიკრძალენ, რაჲთა აქაცა კეთილი ეყოს და ცხორებაცა საუკუნოჲ მოიგოს. ესრეთ განაძლიერნა რაჲ უფალმან გონებანი მოციქულთანი და გამოუცხადა, თუ ვითარნი ნიჭნი და მადლნი მიელიან მათცა და ყოველთა, რომელთა სახელისათჳს მისისა დაუტეონ სახლი, ძმანი და დანი, მამაჲ და დედაჲ, ცოლი და შვილნი, მერმე შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი - წინა“ (19,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუაჲ სხუათა მრავალთათჳს თქუმულ არს; რამეთუ თქუა ამათთჳსცა ზემოჴსენებულთა, ვითარმედ: მრავალნი უკუანაჲსკნელ მოსრულნი უაღრეს პირველ მოსრულთასა ყოფად არიან. და კუალად თქუა ფარისეველთათჳსცა ურწმუნოთა, ვითარცა პირველ თქუა, ვითარმედ: „მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა“.1 ეგრეთვესახედ აქა მოასწავებს და შემოიღებს იგავსა, რაჲთა დიდი გულსმოდგინებაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ მოსცეს უკუანაჲსკნელ მოსრულთა მათ. ამისთჳსცა ესრეთ იტყჳს:

1 მათ. 8,11-12.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულად დრაჰკანი დღესა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანსა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: მივედით თქუენცა ვენაჴსა მას ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრე. ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა მას ჩემსა. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა სახლისა უფალმან ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელითგან ვიდრე პირველთამდე. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. მოვიდეს პირველნიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. და მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არას გავნებ შენ, ანუ არა დრაჰკანი ერთი აღგითქუ შენ? მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ-არს ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, რამეთუ მე სახიერ ვარ. ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“ (20,1-16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსა-მე გულისჴმა-გჳყოფს იგავი ესე? რამეთუ არა ეწამების პირველისა მის თავისა აღსასრულსა, არამედ წინააღმდგომად ჩანს; რამეთუ აქა გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთავე სწორი სასყიდელი მიიღეს და არა თუ რომელნიმე განცჳვეს და რომელნიმე პატივცემულ იქმნეს. ხოლო თავადმან დაწყებასაცა ამის იგავისასა და აღსასრულსაცა ესრეთ თქუა, ვითარმედ: „იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“. ხოლო იგავი არა ამას მოასწავებს, არამედ იტყჳს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელნი იგი შეესწორნენ სასყიდელსა მას პირველთასა. რასა-მე უკუე მოასწავებს იგავი ესე? რამეთუ კეთილ არს, რაჲთა პირველად პირი იგავისაჲ მის გულისჴმა-ვყოთ და მერმე ესეცა სიტყუაჲ განვჰმარტოთ. ვენაჴად მცნებათა და ბრძანებათა ღმრთისათა იტყჳს, ხოლო ჟამად საქმისა და შრომისა მისისა - ცხორებასა ამას, და მუშაკად იტყჳს თითოსახედ წოდებულთა მათ საქმესა მას საღმრთოსა. ხოლო განთიად და მესამესა ჟამსა და მეექუსე და მეცხრესა და მეათერთმეტესა მათ გამოსახავს, რომელნი თითოფერ-თა ჰასაკთა შინა მოვიდეს მუშაკობად სათნოებისა და წარემართნეს. ხოლო ესე საძიებელ არს, თუ ვითარ პირველისა მის ჟამისანი დღე ყოველ დაშურეს და კეთილად სათნო-ეყვნეს ღმერთსა და იპოებიან ბოროტითა მით ვნებითა შურისა და ჴდომისაჲთა შეპყრობილნი, ვითარცა იტყჳს, ვი-თარმედ: „დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა ამათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე“; და უფროჲსად, რომელ არცა ერთი შეემთხუეოდა მათ დაჭირვებაჲ, არცა ნაკლულევანებაჲ სასყიდლისა მათისაჲ და ეგრეთცა მწუხარე იყვნეს კეთილსა ზედა სხუათასა, რომელ-ესე შურისა ბოროტისა საქმე არს; რომლისათჳსცა სახლისა უფალი იგი სიტყუას-უგებს მათ და ბოროტებასა შესწამებს და ეტყჳს: „არა დრაჰკანი ერთი აღგითქუ შენ? მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, რამეთუ მე სახიერ ვარ“. რაჲ არს უკუე პირი ამის საქმისაჲ, ანუ რაჲ ეგულების გამოჩინებად ამათ სიტყუათაგან? რამეთუ ესე სახე სხუათაცა იგავთა შინა გამოსახა და ძესა მასცა კეთილსა ეგრეთვე მოასწავებს ყოფად. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარ უძღები იგი შვილი კეთილად შეიწყნარა სახიერმან მან მამამან, შეწუხნა იგი ფრიად და ესევე შეემთხჳა, ვითარცა აწ მუშაკთა ამათთჳს გუეუწყა.

ხოლო ამათ ესევითართა იგავთათჳს ამას გულისჴმა-ვჰყოფთ, ვი-თარმედ არავინ არს სასუფეველსა ცათასა, რომელიმცა ამის სახისათჳს დრტჳნვიდა ანუ მწუხარე იყო, რამეთუ კრებული იგი მუნ შეკრებულთაჲ შურისა და ჴდომისა და დრტჳნვისაგან წმიდა არს. და ვითარმცა ეგებოდა ვნებათა ამათ ყოფად მათ შორის? უკუეთუ სოფელსა ამას წმიდანი ცხორებისათჳს ცოდვილთაჲსა სულთა თჳსთა დასდებენ, არამცა უფროჲსად მუნ აღივსნესა სიხარულითა, იხილნეს რაჲმცა ცოდვილნი სინანულითა ცხორებასა საუკუნესა შესრულნი? რაჲსათჳს უკუე ესრეთ გამოსახავს ამათ ესევითართა სიტყუათა უფალი ჩუენი და მეუფე იესუ ქრისტე?

იგავი არს თქუმული ესე, ხოლო იგავთაჲ არა ჯერ-არს ყოვლისავე სიტყჳსა გამოწულილვაჲ, არამედ რაჲთა გულისჴმა-ვჰყოფდეთ, თუ რომელსა პირსა გამოაჩინებს იგავი იგი, და მას ზედა განვემტკიცებოდით და გამოწულილვასა ყოველთა სიტყუასა თანაწარვჰჴდებოდით.

აწ უკუე გულისჴმა-ვყოთ, თუ რაჲსათჳს ესრეთ შეჰმზადა იგავი ესე, ანუ რასა მოასწავებს? ჰნებავს ნუგეშინის-ცემად და გულსმოდგინე-ყოფად მათა, რომელნი უკუანაჲსკნელისა სიბერისა ჟამსა მოვიდენ სინანულად, რაჲთა არა ჰგონებდენ ყოვლადვე, თუ ნაკლულევან რაჲმე არიან. ამისთჳსცა გამოჰსახავს, ვითარმედ სხუათა მათ, სიყრმითგან მუშაკთა სათნოებისათა, შეშურდა, იხილნეს რაჲ უკუანაჲსკნელნი იგი შესწორებულად მათდა. არა თუ ამას დაამტკიცებს, თუ ჭეშმარიტად შურს მათ და მწუხარე არიან ამის ჯერისათჳს. ნუ იყოფინ! არამედ ამას გულისჴმაგჳყოფს, ვითარმედ უკუანაჲსკნელისა მის სიბერისა ჟამსა მოსრულნი სინანულად უკუეთუ წარემართნენ სათნოებასა შინა და სინანულსა, დაღაცათუ მცირედ ჟამ იყოს მოღუაწებაჲ იგი მათი, ესოდენსა პატივსა ღირს იქმნებიან, ვიდრეღა შეჰგავს, თუმცა შეშურდაცა მრავალ ჟამ დამაშურალთა მათ მოღუაწებასა შინა; არა თუ მათ შეშურდების, არამედ შეჰგავს საქმე იგი საშურველ-ყოფად. ხოლო ესეცა ღირს არს გულისჴმის-ყოფად, თუ რად არა ყოველნი ადრითგანვე იმიზდნა და არა ყოველთა განთიადთაგანვე მოუწოდა საქმესა მას ვენაჴისასა?

ჰე, რაოდენცა მისგან ჯერ-იყო წოდებად, ადრითგანვე ყოველთა უწოდა და დაუცადებელად ჴმამაღლად უწოდს, ხოლო რომელ არა ყოველ-თა ერთბამად ისმინეს წოდებაჲ იგი, გონებამან მან წოდებულთამან ქმნა; ამისთჳს რომელნიმე განთიად მოვიდეს, სხუანი სამ ჟამ, სხუანი ექუს ჟამ, სხუანი ცხრა ჟამ და სხუანი მეათერთმეტესა ჟამსა, მიმწუხრისა მახლობელად.

და კუალად ესეცა ვთქუა, ვითარმედ გონებისაებრ მსმენელთაჲსა და ვითარცა იცოდა კაცად-კაცადისა, თუ ისმენნ, მაშინცა უწოდა, ვითარცა პავლე იტყჳს: „რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“.1 ხოლო ოდეს სათნო-იყო? ოდეს იცოდა, ვითარმედ ისმენს იგი წოდებასა მას; რამეთუ ღმერთსა ენება პირველითგანვე, ხოლო ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ არა ისმენს იგი, მიუშუა, და მაშინ სათნო-იყო წოდებად მისა, რაჟამს ეგულებოდა მას მორჩილებაჲ. ეგრეთვე ავაზაკსა მას უწოდა. არა თუ პირველცა არა ძალ-ედვა წოდებად, არამედ იგი არა ისმენდა. ამისთჳს მაშინ უწოდა, ოდეს იცოდა, ვითარმედ ისმინოს. ეგრეთვე ყოველთა, რომელთა მიიღეს ზეგარდამო წოდებაჲ, კაცად-კაცადსა ოდეს ეგულებოდა მორჩილებაჲ, მა-შინცა მიიღო წოდებაჲ; ხოლო სხუათა მათ ერთა, ესე იგი არს, ყოველსა სოფელსა, დაუცადებელად უწოდს და ჴმითა მაღლითა იტყჳს: „მოედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“.2 გარნა კაცად-კაცადი ნებისაებრ თჳსისა ისმენს წოდებასა მას, რომელნიმე ადრე და რომელნიმე გჳანად; სხუანი ყოვლადვე არა ისმენენ, არამედ უქმობასა მას შინა კეთილისასა აღასრულებენ ცხორებასა თჳსსა და ვენაჴსა მას საღმრთოსა არა შევლენ თჳსითა უბადრუკებითა და დაჴსნილებითა.

ხოლო უფალი ყოველთა ყოვლადვე უწოდს და შეწყნარებად მზა არს ადრეცა მიმავალთა ვენაჴსა მისსა და გჳანადცა. ხოლო რომელ-იგი წერილ არს იგავსა მას შინა, ვითარმედ: „ჰრქუეს მეათერთმეტისა ჟამისათა: არავინ დამიდგინნა ჩუენ“, ესე ნუვის აკჳრვებს, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, იგავთა შინა არა ჯერ-არს ყოველთავე სიტყუათა გამოწულილვაჲ, არამედ პირი ხოლო და ძალი იგავისაჲ მის გულისჴმის-ყოფად. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ იგავსა მასცა შინა არა სახლის უფალი იგი იტყჳს ამას სიტყუასა, არამედ მუშაკნი. ხოლო მან არა ამხილა, არცა შესწამა, ვითარმედ ადრითგან უწოდა, რაჲთა არა შეშინდენ და დაიჴსნენ, არამედ სიტკბოებით წარავლინნა ვენაჴად თჳსა. რამეთუ ესე ცხად არს, ვითარმედ რაოდენ მისგან ჯერ-იყო, განთიადითგანვე უწოდდა, ვითარცა იგავმან ამანცა გამოაცხადა, ვითარმედ: „განვიდა განთიადო დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა“. ვინაჲთგან უკუე განვიდა, მიერითგან უწოდდა ყოველთა, დაღაცათუ იგინი არა სწორად მივიდეს. ყოვლით კერძოვე უკუე საცნაურ

1 გალ. 1,15. 2 მათ. 11,28.

არს, ვითარმედ მათა მიმართ თქუმულ არს იგავი ესე, რომელნი სიყრმითგან, გინა სიჭაბუკითგან, გინა სიბერესა, გინა თუ უგჳანესადცა შევიდენ საქმედ სათნოებათა. პირველთა მათ მიმართ, რაჲთა არა ზუაობდენ, არცა აყუედრებდენ მეათერთმეტისა ჟამისათა, ხოლო სიბერისა ჟამსა მოსრულ-თა მათ, რაჲთა ისწაონ, ვითარმედ ეგების მცირესაცა ჟამსა შინა ყოვლისავე მოგებაჲ და სრულისა სასყიდლისა მიღებაჲ. რამეთუ ვინაჲთგან დატევებისათჳს საფასეთაჲსა შემოიღო სიტყუაჲ და უარ-ყოფისათჳს ყოველ-თავე თჳსთა და მონაგებთაჲსა სახელისა მისისათჳს, ხოლო საქმესა ამას ფრიადი უჴმდა გულსმოდგინებაჲ და სულისა ახოვნებაჲ, ამისთჳს განაძლიერებს გონებასა მსმენელთასა და უჩუენებს, ვითარმედ შესაძლებელ არს უკუანაჲსკნელ მოსრულთაცა მიღებად სასყიდელი სრულისა დღისაჲ, და აჩუენებს, ვითარმედ კაცთმოყუარებისა და სახიერებისა მისისაგან იქმნების ესე, რომელი-იგი მიზეზსა ხოლო ეძიებს ჩუენგან და ყოველსავე უხუებით მოგუანიჭებს. და უფროჲსად ესე ჰნებავს გამოჩინებად იგავითა ამით, რაჲთა ვცნათ წყალობისა და სიტკბოებისა მისისა გამოუთქუმელი იგი და მოუგონებელი სიმრავლე.

ხოლო რომელ-იგი დაურთო და თქუა: „ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“, ნუ გიკჳრს სიტყუაჲ ესე, რამეთუ არა თუ მუშაკთა მათთჳს, იგავსა ამას შინა თქუმულთა, მოასწავებს, არამედ ამას იტყჳს: ვითარცა იგი იქმნაო, ეგრეთვე ესე იქმნების. რამეთუ მუშაკთა მათ ზედა არა იქმნა, თუმცა წინანი უკუანა ქმნულ იყვნეს, არამედ ყოველნივე შეისწორნეს და სწორი სასყიდელი მიიღეს მოულოდებელად და მოუგონებელად. ვითარცა უკუე საქმე ესე, რომელსა არა მოელოდეს, არცა იგონებდეს, შეემთხჳა მათ, და უკუანაჲსკნელ მოსრულნი იგი სწორ პირველთა მათ იქმნეს, ეგრეთვე ესეცა უსაკჳრველესად ქმნად არს, რომელ უკუანაჲსკნელნი უპირატეს პირველთასა იქმნენ, და წინანი იგი - უკუანა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ესე სიტყუაჲ არა მუშაკთა მათთჳს თქუა, თუ: „იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“, და თუ „მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“, არამედ სხუათა ვიეთთჳსმე, და საქმე იგი მუშაკთაჲ მათ სახედ ამათსა შემოიღო, ვითარმედ ესრეთ იქმნას წინათა მათ უკუანაჲსკნელობაჲ და უკუანათა უპირატესობაჲ, ვითარცა მუშაკთა მათ სწორებაჲ მოულოდებელად აღესრულაო.

ხოლო ვინ არიან წინანი იგი, რომელნი უკუანა იქმნეს, და უკუანანი - წინა? ესე გულისჴმა-ყავ ჰურიათათჳს, ურწმუნოებასა შინა დადგრომილ-თა, რომელნი წინა იყვნეს პირველ და მერმე უკუანათა უუკუანაჲსკნელეს იქმნეს; ხოლო ერი იგი წარმართთაგანი უკუანა იყო და შეურაცხ, და სარწმუნოებითა ქრისტესითა წინა იქმნეს და პატივი უზეშთაესი მოიღეს.

კუალად გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე მორწმუნეთაცა შორის, რამეთუ რომელნიმე პირველ ბრწყინვიდეს სათნოებითა და მერმე უდებ იქმნეს და უკუღმართ წარვიდეს, და სხუანი ცოდვათა შინა განფრდილ იყვნეს და მერმე მოიქცეს და სინანულითა უაღრეს მრავალთასა იქმნეს; რამეთუ ესევითართა ამათ შეცვალებათა ვხედავთ სარწმუნოებასაცა ზედა და მოქალაქობასაცა. და ნანდჳლვე ამას ადგილსა სიტყუაჲ უფლისაჲ ორისათჳსვე იყო: სარწმუნოებისათჳსცა და საქმეთათჳს; რამეთუ რომელ-იგი თქუა: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“,1 - ორკერძოვე გულისჴმა-იყოფების, სარწმუნოებად მოსლვისათჳსცა და სოფლით განშორებისათჳსცა. ეგრეთვე სიტყუაჲ ესე, თუ: „იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“, სარწმუნოებისაცა ზედა გულისჴმა-იყოფების და მოქალაქობასაცა, „რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“. არა თუ სახიერი იგი რომელთამე გამოირჩევს და სხუათა უკუნაქცევს. ნუ იყოფინ! არამედ კაცად-კაცადისა გონებაჲ და საქმენი მისნი გინა თუ რჩეულ ჰყოფენ, გინა თუ ხენეშ. რამეთუ სახიერსა მას უფალსა ჰნებავს ყოველ-თავე რჩეულ-ყოფაჲ, გარნა თითოეულისა ნებაჲ ანუ ესრეთ ჰყოფს, ანუ ეგრეთ. ვინაჲთგან აიძულებს იგი არავის, არამედ ყოველთა წყალობით უწოდს, რომელმან ისმინოს მისი, იგი რჩეულთა თანა შეირაცხოს, რომელი ურჩ ექმნას, იყოს იგი შეურაცხ და უბადრუკ.

სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ

ამისთჳს გევედრები, მოსწრაფე ვიქმნეთ სარწმუნოებასაცა ზედა მარ-თალსა მტკიცედ დგომად ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და მოქალაქობისაცა სათნოჲსა მოგებად; რამეთუ უკუეთუ მოქალაქობაჲცა ღირსი სარწმუნოებისაჲ არა ვაჩუენოთ, დიდი მომეჴადოს ჩუენ სასჯელი. და ესე გამოაჩინა პირველითგანვე ნეტარმან პავლე, რამეთუ იტყჳს: „ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს, და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“.2 და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა ცხონდეს, არამედ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა“.3 და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულისმთქუმელ ბოროტისა. და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე გჳბრძანებს და ამის ჯერისათჳს მრავალნი სწავლანი და მრავალნი იგავნი შემოიხუნა, ვითარცა იტყჳს, ვითარ-იგი მრავალნი სასწაულთაცა იქმოდეს და ეშმაკთა განასხმიდეს და სატანჯველადვე მიეცნეს, რამეთუ საქმენი კეთილნი არა შეიკრძალნეს. და კუალად, იგავი იგი ათთა ქალწულთაჲ და ბადისა მის სათრომელისაჲ და თესლისა მის ეკალთა

1 მათ. 19,29. 2 1 კორ. 10,3-4. 3 შდრ. 1 კორ. 10,5.

შინა დარდომილისაჲ და ხისა მის უნაყოფოჲსაჲ, - ესე ყოველნი ამისთჳს წარმოგჳთხრნა, რაჲთა საქმესა სათნოებისასა მოსწრაფე ვიყვნეთ. რამეთუ სარწმუნოებასა არა ფრიადი უჴმს შრომაჲ; ამისთჳს არა მრავალნი სწავლანი წარმოთქუნა მისთჳს უფალმან, ხოლო საქმეთათჳს კეთილთა მრავალნი წარმოთქუნა სწავლანი, რამეთუ უმეტესიცა უჴმს შრომაჲ, და სამარადისო არს ბრძოლაჲ, და უკუეთუ მოქალაქობაჲ კეთილი უდებ-ვყოთ, დიდი ბოროტი შემემთხჳოს ჩუენ. და რად ვიტყჳ მოქალაქობასა სრულსა? ერთი თუ მცნებაჲ უგულებელს-ვყოთ, დასასჯელ ვიქმნებით. უკუეთუ მოწყალებაჲ შეურაცხ-ვყოთ, სატანჯველად მივეცემით; რომელ-იგი არა თუ სრულებაჲ არს სათნოებათაჲ, არამედ ერთი მცნებაჲ არს და ნაწილი ერთი სათნოებათაჲ. გარნა ხუთნიღა იგი ქალწულნი ამისთჳს დაისაჯნეს, რამეთუ არა აქუნდა მოწყალებაჲ; ეგრეთვე მდიდარი იგი, ეგრეთვე მარცხენითნი იგი მდგომარენი.

კუალად არაძჳრის-ზრახვაჲ ნაწილი არს სათნოებისაჲ უდარესი, გარნა იგიცა უკუეთუ არა წარვჰმართოთ, განგუაგდებს სასუფეველისაგან, ვი-თარცა თქუა უფალმან: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“.1

კუალად სიწმიდე, იგიცა ნაწილი არს სათნოებისაჲ, გარნა უკუეთუ გუაკლდეს იგი, ვერ ვიხილავთ უფალსა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვი-თარმედ: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამეთუ ამისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“.2

და ეგრეთვე მსგავსად სიმდაბლეცა ნაწილი არს სათნოებათაჲ ერთი, გარნა უკუეთუ ვინ იგი არა მოიგოს, დაღაცათუ სხუანი კეთილნი საქმენი აქუნდენ, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა; და საცნაურ არს ესე ფარისეველისა მისგან, რომელსა სხუანი ქველისსაქმენი მოეგნეს, ნაკლულევანები-თა სიმდაბლისაჲთა წარწყმიდა ყოველივე. ხოლო ამისაცა უმეტესი რაჲმე მაქუს თქუმად, რამეთუ არა თუ ერთი სათნოებათაგანი დაგუაკლდეს, დაგუაყენებს შესლვად სასუფეველად, არამედ დაღაცათუ ვქმნეთ საქმე სათნოებათაჲ, და არა ჯეროვნისა მის წესისაებრ ვქმნათ, ეგრეთვე შეგუემ-თხჳოს.

ისმინეთ, რასა გჳბრძანებს უფალი: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.3 აწ უკუე, დაღაცათუ იქმოდი მოწყალებასა, და არა უფროჲს მათსა იქმოდი, ვერ სრულ არს ქველისსაქმე შენი. იხილე უკუე, თუ ვითარ იქმოდეს იგინი მოწყალებასა. რამეთუ მნებავს ესე თქუმად, რაჲთა რომელნი არა იქმან ქველისსაქმესა, განიღჳძონ საქმედ, ხოლო რომელნი იქმან, არა ზუაობდენ, არამედ უმეტესად შესძინონ ქველისსაქმესა. ვითარ უკუე იქმოდეს ძუელსა შჯულსა შინა? ყოვლისა მონაგებისა

1 მათ. 5,22. 2 ებრ. 12,14. 3 მათ. 5,20.

ათეულსა მისცემდეს და მერმე კუალად მეორესა ათეულსა და კუალად მესამესა; კნინღა მესამედსა მონაგებისასა მისცემდეს, რამეთუ სამი იგი ათეული ესრეთ აღვალს. ამას ზედა თანაედვა პირმშოთა ყოველთა მიცემაჲ და პირველთა ნაყოფთა და სხჳსა მრავლისა შესაწირავისაჲ დღესასწაულთა შინა და თჳსთავთა. ხოლო უკუეთუ მესამედი ვინ ანუ ნახევარი მონაგებთა თჳსთაჲ მისცეს გლახაკთა, ვერვე უმეტეს არს სიმართლე მისი ძუელისა მის შჯულისასა. რომელი არცა თუ მეათედსა მისცემდეს, რაჲსა ღირს არს?

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ნუ უგულებელს-ჰყოფთ საქმესა სათნოებათასა. უკუეთუ ერთი მათგანი უგულებელს-ვყოთ, დასასჯელ ვიქმნებით; ოდეს ყოვლით კერძო უდებ და დაჴსნილ ვიყვნეთ და დასასჯელ, რაჲ-მე იყოს ჩუენდა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველთაგან? თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ზემოთქუმულთა მათ სათნოებათა თითოეულისა მოგებად თანამდებ ვართ და უკუეთუ ერთიცა მათგანი უდებ-ვყოთ, სატანჯველად მივეცემით, რაჲ-მე სასოებაჲ იყოს ჩუენდა ცხორებისაჲ? ამას უკუე მეცა ვიტყჳ, და მოციქულთაცა ოდესმე ჰრქუეს უფალსა: „ვის ჴელ-ეწიფებისო ცხორებად? მიუგო უფალმან და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“,1 და გჳჩუენა გზაჲ ცხორებისაჲ, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ლმობიერითა ცრემლითა ვედრებად ღმრთისა, რაჲთა მოგუცეს მისმიერი შეწევნაჲ და მადლითა მით მისითა უსასყიდლოჲთა გუაცხოვნნეს ჩუენ. რამეთუ არა თუ მცნებანი მისნი შეუძლებელ არიან აღსრულებად. ნუ იყოფინ! არარაჲ ყოვლადვე გუამცნო ჩუენ შეუძლებელი, არამედ ბოროტნი იგი ვნებანი და ჩუეულებანი ჩუენნი აღგჳჩენენ მათ შეუძლებელად. ამისთჳს თქუა: „შეუძლებელი კაცთაგან“. რომელთა კაცთაგან? რომელთა გონებანი კაცობრივ არიან და ჴორციელ, მათთჳს ძნელ არს ცხორებაჲ იგი საღმრთოჲ, არა თუ შეუვრდენ ღმერთსა ლმობიერად, და მან სიზრქე იგი და სიფიცხე გულთა მათთაჲ მოაქციოს შიშსა თჳსსა. ხოლო თჳსსა ბუნებასა და წესსა ზედა ფრიად ტკბილ არიან და საწადელ მცნებანი ღმრთისანი. ამისთჳსცა ისმინე წინაჲსწარმეტყუეელისაჲ, რომლისა საცნობელნი სულისანი წმიდა იყვნეს, რასა-იგი იტყჳს, რამეთუ: „ტკბილ არიანო სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“.2 ეგრეთვე, უკუეთუ ჩუენცა განვიწმიდნეთ საცნობელნი სულთა ჩუენთანი და ვითხოოთ მჴურვალედ ღმრთისამიერი შეწევნაჲ, ვიწყოთ ყოვლისავე მცნებისა საქმედ, რაოდენ ძალ-გუედვას, და იხილოს რაჲ უფალმან გულსმოდგინებაჲ ჩუენი, მოგუცეს ძალი უმეტესისაცა წარმარ-თებად, ვიდრემდე მივიწინეთ მადლითა მისითა საზომსა მას სრულებისასა და ვიქმნეთ თანამოდასე მოშიშთა მისთა. რაჲ სიძნელე აქუს მოწყალებასა? ჭეშმარიტად არცა ერთი. აწ უკუე ადვილი ესე მცნებაჲ მოსწრაფებით

1 მათ. 19,25-26. 2 ფსალმ. 118,103; შდრ. ფსალმ. 18,11; ეზეკ. 3,3.

აღვასრულოთ, და მერმე უძნელესთაცა აღსრულებად ფრიადი ძალი მოგუცეს უფალმან.

ვიცხოთ თავთა ჩუენთა ზეთი იგი წყალობისაჲ, რაჲთა წყლულებანი სულთა ჩუენთანი განიკურნენ და ნათელი ღმრთისაჲ მოგუეფინოს. ნუ იტყჳ, თუ: მას ვისმე ესოდენი შანთი აქუს ოქროჲსაჲ და არას მისცემს. რაჲ არს ესე შენდა, კაცო? უკუეთუ შენ სიგლახაკისაგან შენისა ჰყო მოწყალებაჲ, უფროჲსღა საკჳრველ იქმნე. რასა ჰხედავ სხუათა კაცთა? მიხედე უფალსა, მეუფესა მას და მოძღუარსა ყოველთასა, რომელსა არა აქუნდა, სადამცა თავი მიიდრიკა, მას მიხედევდი, მას ჰბაძევდი. რასა სხუათა კაც-თა ხედავ და განიკითხავ და უმეტესსა სასჯელსა შთაჰვარდები? ნუ განიკითხავ სხუათა, ნუცა დაჴსნილობასა სხუათასა ჰბაძავ, არამედ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ჰბაძევდი. არა თუ მე კეთილი მიყოფიეს შენდა, კაცო, არა თუ მე ვარ მჴსნელი შენი, რაჲთამცა მე მხედევდი, სხუაჲ არს მჴსნელი და ქველისმოქმედი შენი; რაჲსათჳს დაუტეობ მეუფესა და მონათა ჰხედავ? არა გასმიესა, რასა-იგი იტყჳს? „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“.1 და კუალად იტყჳს: „რომელსა ჰნებავს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა; რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა ვისგან, არამედ მსახურებად და მიცემად სულისა თჳსისა საჴსრად მრავალთა“.2 და კუალად თქუა: „რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-იგი მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდით“.3

აწ უკუე, საყუარელო, დაღაცათუ არამცა ვის ჰპოებდი კაცთა შორის სახედ კეთილისა და უფალსამცა ხოლო ჰბაძევდი, უმეტესადმცა საკჳრველ იქმენ, ვითარცა იგინი განბრწყინდეს, რომელნი უწინარეს ქრისტეს მოსლვისა იპოვნეს მოქმედ სათნოებისა, თჳნიერ სხუათა მიერ მოძღურებისა და სახისა, ვითარ იყო ნოე, აბრაჰამ, მელქიზედეკ, იობ და მსგავსნი მათნი. ხოლო აწ ჩუენ მრავალნი გუქონან სახენი სათნოებისანი: პირველად უფალი და მეუფე ჩუენი იესუ ქრისტე და მერმე აურაცხელი იგი სიმრავლე წმიდათაჲ, რომელთა საქმენი მზისა უბრწყინვალესად ბრწყინვენ. მათა მიმართ ჯერ-არს მარადის ხედვაჲ და მათი ბაძვაჲ და არა მათი, რომელთა დღეს ჰბაძავთ და პირსა შინა გქონან. რამეთუ მესმის, ვითარმედ არარაჲ არს სხუაჲ თქუენ შორის სიტყუაჲ, გარნა ესე: მან ვინმე მოიგო ესოდენი სოფელი, მან ვინმე მოჰმართა ესოდენი აგარაკი, მან ვინმე დაიუნჯა ესოდენი ოქროჲ, მან ვინმე აღაშენნა ესევითარნი ტაძარნი, და სხუაჲ მსგავსი ამათი ცუდი რაჲმე და ამაოჲ მოსაგებელი.

რასა იქმ, კაცო! უკუეთუ სხუათა ხედვაჲ და განცდაჲ გნებავს, იგინი განიცადენ, რომელნი ღმერთსა სათნო-ეყვნეს, რომელნი მცნებათა მისთა აღასრულებენ; რასა შეცთომილთა მათ და უპატიოთა ჰხედავ და კუალსა

1 მათ. 11,29. 2 მათ. 20,27-28. 3 იოან. 13,15.

წარწყმედისა მათისასა სურვიელ ხარ შედგომად, რაჲთა ისწაო მათგან ყოველივე ბოროტი. ჰბაძევდი მოყუარეთა და მოშიშთა ღმრთისათა, რაჲთა ისწაო მათგან სიმდაბლე, მოსწრაფებაჲ, ლმობიერებაჲ, მოწყალებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი. იხილე, რაჲ-იგი შეემთხჳა ფარისეველსა მას, რა-ჟამს სათნონი დაუტევნა და დაცემულსა მას მიხედნა. იხილე და შეშინდი! ხოლო დავით მამათა მათ თჳსთა განიცდიდა, სათნოებათა შინა განბრწყინვებულთა, და იტყოდა: „მსხემ ვარ მე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩემნი“.1 ესრეთ იქმოდა იგიცა და ყოველნი მსგავსნი მისნი, არა ცოდვილთა ხედვიდეს, არამედ მართალთა ჰბაძვიდეს. ეგრეთვე შენ იქმოდე, საყუარელო, რამეთუ არა თუ მსაჯულად და განმკითხველად სხუათა დაჯდომილ ხარ გამოძიებად ცოდვათა მათთა, არამედ თავისა თჳსისა განკითხვად განწესებულ ხარ. „უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენითო“,2 იტყჳს წმიდაჲ მოციქული. ხოლო აწ ჩუენ წესი ესე შეგჳცვალებიეს და თავთა თჳსთა არცა დიდთა, არცა მცირეთა ცთომა-თათჳს მოვჰჴდით ბრალსა და სხუათასა დიდითა გამოწულილვითა გამოვე-ძიებთ. გარნა აწ დაუტეოთ უწესოჲ ესე წესი და ცოდვათა ჩუენთა სამსჯავროჲ განვაწესოთ ჩუენ შორის და თჳთ ვიქმნეთ მსაჯულ და შემასმენელ და მტანჯველ თავთა თჳსთა, რაჲთა მუნ არა დავისაჯნეთ, არცა ვიტანჯნეთ. ხოლო სხუათასა ნუ ცთომათა გამოვეძიებთ, არამედ სიმართლეთა, რაჲთა ჴსენებითა თჳსთა ცოდვათაჲთა და ბაძვითა სხუათა სათნოებისაჲთა დღი-თი-დღე ვაბრალებდეთ თავთა თჳსთა და წარვემატებოდით სიმდაბლესა შინა, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 ფსალმ. 38,13. 2 1 კორ.11,31.