თ ა რ გ მ ა ნ ი: უმეცარ იყვნეს, რასა-იგი ითხოვდეს, რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს, ვერმცა იკადრეს ესე თხოად. ამისთჳს ეტყჳს უფალი: „არა იცით, რასა ითხოვთ“. ორსა საქმესა მოასწავებს სიტყჳთა ამით, თუ: „არა იცით, რასა ითხოვთ“: ერთად, რომელ მეუფებისათჳს იტყოდეს და დიდებისა ხილულისა, რომლისათჳს არცა ერთი სიტყუაჲ ეთქუა მათდა ქრისტესა, არცა რად შეერაცხა, არცა მეუფებისათჳს სოფლიოჲსა აღეთქუა მათდა; და ეტყჳს: „არა იცით, რასა ითხოვთ“, რამეთუ არა მითქუამს თქუენდა ამას საწუთროსა სუფევაჲ ხილული, და ვითარ ეძიებთ აქა? ხოლო მეორედ, უკუეთუ ჭეშმარიტსა მას სასუფეველსა დიდებისა ჩემისასა ითხოვთ მარჯუენით და მარცხენით დაჯდომასა, არავე იცით, ვითარ დიდ არს საქმე ეგე, ვითარ საკჳრველ, ვითარ უზეშთაეს არს საზომსაცა ზეცისა ძალთასა.
სახარებაჲ მათესი 20:21
20. მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან.21. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა.22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც.
სახარებაჲ მათესი თავი 20