თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრემდის ქრისტე პატივ-სცემდა მათ უფროჲს ყოველ-თა, დაღაცათუ გონებით უმძიმდა სხუათა მათ, არამედ დუმნეს და არას იტყოდეს, რამეთუ ეშინოდა უფლისაგან და ჰრცხუენოდა; და პეტრესცა მიმართ კაცობრივი რაჲმე შეემთხჳა მათ, ოდეს-იგი ხარკისა მიცემაჲ უბრძანა, გარნა არა განრისხნეს, არამედ ჰკითხეს ხოლო, „ვინ-მე უფროჲს იყოსო“; ხოლო აწ თხოასა ამას ზედა ორთა მათ ძმათასა განრისხნეს და არცა აწ იკადრეს გულისსიტყჳსა მის გამოჩინებად, ვიდრემდე ქრისტემან ამხილა, ვითარმედ: არა ეგების სხუაებრ პატივისა მის უზეშთაესისა მიმ-თხუევად, გარნა ჩუენებითა უმეტესისა მოღუაწებისაჲთა. მაშინ ათთა მათცა გამოაჩინეს გულისსიტყუაჲ მისი.
ჰხედავა, ვითარ ჯერეთ არა მიწთომილ იყვნეს სრულებისა საზომსა, არამედ ორნი იგი უჴდებიან ათთა მათ, და იგინი ეშურებიან ორთა მათ? გარნა, ვითარცა ვთქუ, ამისა შემდგომად მიხედენ მათ, ვითარ ამაღლდეს ყოველთაგან კაცობრივთა ვნებათა და გულისსიტყუათა. რამეთუ იხილო იოვანე, რომელი აწ ესრეთ ითხოვდა, ვითარ ყოველსა ადგილსა უხუცესობასა პეტრეს მისცემდა - სწავლათაცა შინა და სასწაულთაცა, ვითარცა საქმე...