თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველად ამისვე პირისათჳს წარმოიღო რაჲ სიტყუაჲ, ოდეს-იგი ჰკითხეს მათ, თუ: „ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა“, ყრმაჲ მოიყვანა სახედ და უბრძანებს ბაძვად სიმშჳდესა მას და სიმდაბლესა და უმანკოებასა ჩჩჳლთა ყრმათასა. ხოლო აწ უფიცხესადრე ამხილებს და შერჩულავს და ეტყჳს, ვითარმედ: საქმე ესე, უხუცესობისა ძიებაჲ, საწარმართოჲ არს და არა შემსგავსებული ჩემთა მოწაფეთაჲ.
იცოდა უფალმან, ვითარმედ დიდი მძლავრებაჲ აქუს ამას ვნებასა და დიდთაცა კაცთა აჭირვობს. ამისთჳს ძლიერად ჴელ-ჰყოფს აღმოფხურად მისა გულთაგან მოწაფეთაჲსა და ეტყჳს: უხუცესობაჲ უდარესთა ზედა და წუნობაჲ უმცირესთაჲ - ესე საქმე არს და ჩუეულებაჲ წარმართთაჲ, ხოლო თქუენ შორის, მეგობარნო ჩემნო, ესემცა წესი ნუ იპოების, უკუეთუ გნებავს მოწაფე ჩემდა ყოფად. რამეთუ იხილნა რაჲ, ვითარმედ განრისხნეს ორთა მათთჳს, ჯეროანსა ჟამსა შემოიღო სწავლაჲ ამის პირისაჲ: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ და ჴელმწიფებენ უდარესთა ზედა? ხოლო მე ესრეთ განმიწესებიეს, რაჲთა რომელმან ყოს თავი თჳსი უდარეს და უმცირეს ყოველთასა და ყოველთა მონა...