მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 20:31

30. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო!31. ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო!32. და დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ?
სახარებაჲ მათესი თავი 20
31. ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა გამოვიდოდეს იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს ჴმითა დიდითა: შემიწყალენ ჩუენ, იესუ, ძეო დავითისო! ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ? ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას“ (20,29-34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ თუალნი მათნი ბრმა იყვნეს, არამედ მრავალთა კეთილადმხედველთა უმჯობეს იყვნეს, რამეთუ არცა ეხილვა იესუ, არცა წინამძღუარი ჰყვა, და თუალითა გონებისაჲთა განიცდიდეს მას და ჴმითა მაღლითა სახელსა მისსა ხადოდეს; დაღაცათუ ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დუმნენ, ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს და წყალობასა უფლისასა ითხოვდეს. ხოლო უფალი შეუნდობდა შერისხვად მათდა, რაჲთა უმეტესად გამოჩნდეს გულსმოდგინებაჲ მათი და საცნაურ იქმნას, ვითარმედ ღირსებით მისცა მათ ნათელი. ამისგან ვისწავოთ, საყუარელნო, ვითარმედ დაღაცათუ ფრიად უნდონი ვიყვნეთ და შეურაცხნი, უკუეთუ მჴურვალითა ლმობიერებითა შეუვრდეთ უფალსა და მოუწყინებელად ვევედრებოდით, ვჰპოებთ მის მიერ წყალობასა.

იხილეთ უკუე, ვითარ მათ ბრმათა არავინ მოციქულთაგანი ჰყვა მეხჳშნედ, და არცა რაჲ საქმეთა თჳსთაგან წამებაჲ, არამედ გულსმოდგინებაჲ მათი და ლმობიერად და სიმდაბლით ვედრებაჲ კმა-ეყო მოწყალე-ყოფად უფლისა მათ ზედა. ეგრეთვე ჩუენ ვიქმოდით, ძმანო, დაუცადებელად ამას ჴმასა ვღაღადებდეთ: შემიწყალენ ჩუენ, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო! ნუმცა რაჲ შემძლებელ არს დაბრკოლებად ჩუენდა ამის ვედრებისაგან, ვითარცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
20:29-33 — ორი ბრმის განკურნება იერიქონთან:

29-33. და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! და დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ? ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას.- ბრმებმა გავრცელებული ხმებით იცოდნენ უფლის შესახებ და როცა გაიგეს, რომ აქეთ გამოივლიდა, ხელსაყრელი დრო იპოვეს. მათ ირწმუნეს, რომ იესო ხორციელად დავითის თესლისაგან იყო და მათ განკურნებას შეძლებდა. ჰქონდათ რა ამგვარი მხურვალე რნმენა, ვერ აიძულეს გაჩუმებულიყვნენ, პირიქით, უფრო ხმამაღლა აყვირდნენ. ამიტომაც უფალი მათ იმას კი არ ეკითხება, რწმენა ჰქონდათ თუ არა, არამედ იმას, რა სურდათ მისგან, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ ბრმებს სხვა რამ სურდათ და მან სხვა მისცაო. ამ კითხვით იგი იმასაც ცხადყოფს, რომ ისინი არა ვერცხლის,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის