მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 20:34

33. ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი.34. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას.
სახარებაჲ მათესი თავი 20
34. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა გამოვიდოდეს იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს ჴმითა დიდითა: შემიწყალენ ჩუენ, იესუ, ძეო დავითისო! ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ? ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას“ (20,29-34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ თუალნი მათნი ბრმა იყვნეს, არამედ მრავალთა კეთილადმხედველთა უმჯობეს იყვნეს, რამეთუ არცა ეხილვა იესუ, არცა წინამძღუარი ჰყვა, და თუალითა გონებისაჲთა განიცდიდეს მას და ჴმითა მაღლითა სახელსა მისსა ხადოდეს; დაღაცათუ ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დუმნენ, ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს და წყალობასა უფლისასა ითხოვდეს. ხოლო უფალი შეუნდობდა შერისხვად მათდა, რაჲთა უმეტესად გამოჩნდეს გულსმოდგინებაჲ მათი და საცნაურ იქმნას, ვითარმედ ღირსებით მისცა მათ ნათელი. ამისგან ვისწავოთ, საყუარელნო, ვითარმედ დაღაცათუ ფრიად უნდონი ვიყვნეთ და შეურაცხნი, უკუეთუ მჴურვალითა ლმობიერებითა შეუვრდეთ უფალსა და მოუწყინებელად ვევედრებოდით, ვჰპოებთ მის მიერ წყალობასა.

იხილეთ უკუე, ვითარ მათ ბრმათა არავინ მოციქულთაგანი ჰყვა მეხჳშნედ, და არცა რაჲ საქმეთა თჳსთაგან წამებაჲ, არამედ გულსმოდგინებაჲ მათი და ლმობიერად და სიმდაბლით ვედრებაჲ კმა-ეყო მოწყალე-ყოფად უფლისა მათ ზედა. ეგრეთვე ჩუენ ვიქმოდით, ძმანო, დაუცადებელად ამას ჴმასა ვღაღადებდეთ: შემიწყალენ ჩუენ, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო! ნუმცა რაჲ შემძლებელ არს დაბრკოლებად ჩუენდა ამის ვედრებისაგან, ვითარცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე

20:1-16 — იგავი ვენახის მუშაკებისა და თანასწორი საზღაურისა

1-7. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. - სასუფეველი ცათა ქრისტეა, რომელიც, მიიღო რა ჩვენი ხატი, ადამიანს დაემსგავსა. იგი არის უფალი სახლისა, რამდენადაც სახლზე ანუ ეკლესიაზე მეუფებს. ეს ქრისტე მამის წიაღიდან გამოდის და ვენახში სამუშაოდ, ე. ი. საღმრთო წერილისა და მისი მცნებების შესასწავლად, მუშებს ქირაობს. იგი ყოველ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის