მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:12

11. ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ.12. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია.13. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
სახარებაჲ მათესი თავი 21
12. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ ტაძარსა მას და გამოასხა ყოველი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ (21,12-13).:

ამას საქმესა იოვანეცა წარმოიტყჳს, არამედ იგი დაწყებასა მას სახარებისასასა იტყჳს, ხოლო მათე - აღსასრულსა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ორგზის ქმნა ესე უფალმან სხუასა და სხუასა ჟამსა.

რამეთუ რომელსა იოვანე იტყჳს, დღეთა მათ პასექისათა იყო, ხოლო ესე, რომელსა მათე გჳთხრობს, უწინარეს პასექისა. მაშინ ჰრქუეს ჰურიათა: „რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?“ ხოლო აქა არარას ეტყჳან ესევითარსა. ესე უკუე უმეტესისა მის ჰურიათა გულფიცხელობისა სასწაული არს, რომელ ორგზის ამხილა, და არა დასცხრესვე ცუდთა მათ ვაჭრობათაგან. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და წინააღმდგომად ღმრთისა ეტყოდეს წინააღმდგომნი იგი ჭეშმარიტებისანი; ესმოდეს სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და ყრმათა ღაღადებაჲ, და უფიცხეს ქვათა იყვნეს გულნი მათნი.

ამისთჳს უფალმან სიტყუანი ესაიაჲსნი აღუჴსენნა: „წერილ არსო: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ .

და არა ამათ ხოლო სიტყუათა მიერ აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი, არამედ კურნებითაცა თითოფერთა სენთაჲთა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:10-16 — ტაძრის განწმენდა, განკურნებანი და ყრმათა ქება:

10-11. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ. - გულუბრყვილო, უბრალო ხალხს, მართალია, არ შურდა ქრისტესი, მაგრამ არც შესაბამისი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. ამიტომაც ამჯერადაც წინასწარმეტყველი უწოდეს. მაგრამ რადგანაც ეს სიტყვა წინასწარმეტყველი არტიკლთან ერთად თქვეს (ο προφήτης), შეიძლება ასეც გავიგოთ, რომ ეს არის წინასწარმეტყველი, რომელსაც ელოდნენ და რომლის შესახებაც მოსემ თქვა: ღმერთი თქვენ წინასწარმეტყველს აღგიდგენთო (II შჯ. 18.18). ხალხს ხომ არ უთქვამს: ეს არის წინასწარმეტყველი (ούτός εστι προφήτης), არამედ წინასშარმეტყველი იგი (ὁ προφήτης), ე. ი. ვისაც ველოდით.

12-13. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. - ვითარცა უფალმა სახლისა ანუ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის