მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:17

16. განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე; არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.18. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია.
სახარებაჲ მათესი თავი 21
17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ“ (21,17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ესმოდა უცხოჲ იგი გალობაჲ ჩჩჳლთაჲ და ხედვიდეს დიდებულებასა მას სასწაულთასა, და ნეფსით ყურნი დაიყვნეს და თუალნი დაიწუხნეს, რაჲთა არა ესმოდის, არცა ხედვიდენ, არცა გულისჴმა-ყონ ცხორებაჲ თჳსი, ამისთჳს დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით.

ხოლო იგი რაჲ განვიდა, აღესრულა მათ ზედა სიტყუაჲ იგი ესაიაჲსი, ვითარმედ: „აღივსო სახლი მათი კუამლითა“. სახლად იტყოდა შესაკრებელსა მათსა. ესე იგი არს, ბნელსა შინა უკუნსა დაშთეს, რამეთუ კუამლი სახე არს რისხვისაჲ, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „აჴდა კუამლი რისხვასა მისსა“.

და სადა განვიდა? ბეთანიას, რომელი გულისჴმა-იყოფების თარგმანებით სახლ მორჩილებისა. რამეთუ დაბრმდეს რაჲ ჰურიანი გონებითა და არა ინებეს შეწყნარებად ცხორებისა მათისა, დაუტევნა იგინი და განვიდა ბეთანიად, რომელ არს სახლი მორჩილებისაჲ, რომელ არიან წარმართნი, რამეთუ მათი სახე იყო მაშინ ბეთანიად განსლვაჲ; და ნანდჳლვე გარეგან ქალაქისა მის საღმრთოჲსა ვიყვენით ჩუენ წარმართნი, არღა ქმნილ ვიყვენით მოქალაქე ახლისა მის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:17-22 — ლეღვის ხის შეჩვენება და რწმენის ძალა:

17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ. - უფალი მათ, ვითარცა უღირსთ, გაშორდა და ბეთანიაში წავიდა, რომელიც ითარგმნება როგორც სახლი მორჩილებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურჩებიდან იგი მორჩილებთან გადავიდა და მათთან დამკვიდრდა, რადგან ნათქვამია: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის (II კორ. 6.16).

18-20. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი! - რადგანაც უფალი სასწაულებს ხშირად აღასრულებდა და ეს სასწაულები ყოველთვის კეთილი იყო, და ამასთან, არცერთი სასწაული არ აღუსრულებია ვინმეს დასასჯელად, რომ არ ეფიქრათ, დასჯა არ შეუძლიაო, აქ თავის ამ ძალასაც წარმოაჩენს, მაგრამ, ვითარცა კაცთმოყვარე, მას არა ადამიანთა, არამედ ხის მიმართ იყენებს, ისევე როგორც მანამდე ეს ღორების მიმართ გააკეთა. იგი ხეს ახმობს, რათა ადამიანები გონს მოიყვანოს. მოწაფეებს გაუკვირდათ და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის