მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:34

33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.34. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.35. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს.
სახარებაჲ მათესი თავი 21
34. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღდგა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრევე უყვეს“ (21,33-36).:

ამის იგავისაგან მრავალთა საქმეთა მოასწავებს ქველისმოქმედება-თა ღმრთისათა, რომელნი პირველითგან ქმნნა ჰურიათა თანა, და მათსა მას მარადის კაცისმკლველობასა, და ვითარ არარაჲ დაუტევა ღმერთმან, რომელიცა ღონე იყო მოქცევად მათდა, და მათ არა ინებეს, არამედ წინაჲსწარმეტყუელნი იგი, მივლინებულნი მათა, მოსწყჳდნეს, და არავე გარემიიქცა მათგან, არამედ ძე თჳსი მოავლინა.

და კუალად ესეცა მოესწავების ამის იგავისა მიერ, ვითარმედ ერთი არს ღმერთი და მეუფე ძუელისა მის და ახლისა შჯულისაჲ, და თუ ვი-თარ დიდნი იგი და გამოუთქუმელნი კეთილნი აღესრულნეს სიკუდილითა ქრისტესითა. კუალად გამოაჩინებს სასჯელსა მას და ტანჯვასა, მოწევნადსა ჰურიათა ზედა ჯუარ-ცუმისათჳს მისისა, და სრულიადსა მათსა დაცემასა და განვრდომასა და წოდებასა მას წარმართთასა.

ესე ყოველი იგავისა ამისგან მოგუესწავების. ამისთჳს სამართლად პირველთქუმულისა მის მახლობელად თქუა ესე, რაჲთა უჩუენოს ურჩულოებისა მათისა სიმრავლე, რომელ ესოდენთა კეთილთა ზედა ვერცა თუ მეზუერეთა და მეძავთა სწორად ინებეს მოქცევად მეუფისა მის სახიერისა.

აწ უკუე გულისჴმა-ყავთ მისი იგი დიდებული მოღუაწებაჲ და მათი უზომოჲ დაჴსნილობაჲ:...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:33-46 — ბოროტი მევენახეები და უარყოფილი ქვაკუთხედი:

33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. - უფალს სხვა იგავიც მოჰყავს მათთვის, რათა აჩვენოს: მიუხედავად იმ დიდი მზრუნველობისა, რომელიც ეღირსათ, მაინც ვერ გამოსწორდნენ. პატრონი სახლისა უფალია, ვისაც მისი კაცთმოყვარეობისა გამო, კაცი ეწოდა. ვენახი - იუდეველი ხალხი, ვინც ღმერთმა აღთქმულ მიწაზე დანერგა, როგორც ნათქვამია: შეიყვანე და დანერგე ისინი მთასა ზედა წმინდასა შენსა. ზღუდე ან სჯულია, რომელიც მათ წარმართებთან ქორწინების გზით აღრევისაგან იფარავდა, ან წმინდა ანგელოზნი, რომელნიც ისრაელს იცავდნენ. საწნახელი სამსხვერპლოა, გოდოლი - ტაძარი, ხოლო მიწათმოქმედნი - მოძღვარნი ხალხისა - ფარისეველნი და მწიგნობარნი. ღმერთი - სახლისა უფალი ებრაელებს მაშინ განშორდა, როცა ღრუბლის სვეტიდან მათთან საუბარი შეწყვიტა. ან კიდევ: წასვლა ღმრთის სულგრძელობას ნიშნავს, რადგანაც იგი თითქოს ძილს ეძლევა, ან გვშორდება, როცა სულგრძელობას იჩენს და ჩვენს უსამართლო საქმეთა გამო მაშინვე არ ჩნდება.

34-39. და რაჟამს...

სრულად ნახვა
სიტყვა მეცამეტესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავი ვენახსა ზედა (მათ. 21, 32-42).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყურადღებით მოისმინეთ დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი. უეჭველია, კიდეც მიჰხვდით, რომ ამ იგავში უფალმან იესო ქრისტემან მიფარულად და საიდუმლოდ აღწერა ბოროტი თვისება, უნაყოფოება, უმადურება ებრაელთა. ვენახი იგი, რომელი დაასხა სახლსა უფალმან, მიფარულად ჰნიშნავდა იუდეიათ ქვეყანასა; სახლისა უფალი თვით ღმერთსა; ზღუდე ვენახისა, საწნახელი, გოდოლი, რომელი აღაშენა სახლისა უფალმან, მოასწავებენ ყოველთა მათ ხორცილთა და სულიერთა სიკეთეთა, მშვიდობასა, სიმდიდრესა, სჯულსა, მადლსა, რომლითა ღმერთმან შეზღუდა და შეამკო ქვეყანა იგი ურიათა. რისთვის მისცა ღმერთმან ეგოდენი მადლი ურიათა? მისთვის, რომ თავ-თავის დროზედ გამოიღონ ნაყოფი, ესე იგი: სარწმუნოება, სასოება, კეთილნი საქმენი და სხვა; მაგრამ მათ ნაყოფი არ გამოიღეს. ნაცვლად ამისა, როდესაც გაჰგზავნიდა ღმერთი მონათა თვისთა წინასწარმეტყველთა ნაყოფის მისაღებად, ურიანი მათს სიტყვას არ ისმენდნენ, ზოგიერთს მათგანს სცემდენ და სტანჯვიდენ, ზოგს მოჰკვლიდენ. ბოლოს ღმერთმან გაჰგზავნა მათთან ძე ღვთისა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის