თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს პირველითგან არა ძე თჳსი მიავლინა? რაჲთა წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ქმნილთა მათ უკეთურებათაგან შეიკდიმონ და ჰრცხუენეს ძისა მისგან მხოლოდშობილისა.
არიან სხუანიცა სიტყუანი ამის პირისათჳს, გარნა თანაწარვჰჴდეთ აწ და შემდგომი იგი ვაჴსენოთ. რაჲ არს: „შე-ნუთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“? არა თუ უმეცარ იყო, თუ რაჲ ეგულებოდა მათ ყოფად, არამედ მას იტყჳს, რომელ თანანადებ იყო მათდა ქმნად, - და არა ეტეოდა ბუნებასა არაშეკდემაჲ ძისაგან, - რაჲთა ესრეთ გამოაჩინოს დიდი იგი და შეუნდობელი ცოდვაჲ მათი. და სხუასაცა ადგილსა წერილ არს: „ნუუკუე ისმინონო“; არა თუ მასცა უმეცარ იყო, არამედ რაჲთა ვერვინ თქუას უგულისჴმოთაგანმან, თუ: წინაჲსწარ თქუმამან მისმან აიძულნა იგინი ქმნად, რაჲ-იგი მან თქუა; ამისთჳს არა იტყჳს, რაჲ ეგულებოდა მათ ქმნად, არამედ რაჲ-იგი თანაედვა ბუნებით და საქმით, რაჲთა ოდეს არა ქმნან სიტყუაჲ მისი, არცა შეიკდიმონ ძისა მისგან მხოლოდშობილისა, ყოველივე მიზეზი მიეღოს.
ამისთჳს ესრეთ გამოსახა სიტყუაჲ თჳსი, და ნანდჳლვე ესრეთ იყო. და-ღაცათუ მონათა მათ უსახურ ექმნეს და მკლველ,...