მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:4

3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი.4. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა:5. არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა.
სახარებაჲ მათესი თავი 21
4. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი, და ზეზის იგი ვირსა კიცუსა, ნა-შობსა კარაულისასა“ (21,4-5).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ მიუთხართ საკჳრველი ესე ასულსა სიონისასა, რომელ არს იერუსალჱმი ქალაქი და ერი იგი იერუსალჱმელ-თაჲ; მიუთხართ ესე დიდებული, ვითარმედ აჰა ესერა მოვალს მეუფე შენი, არა ეტლებითა, ვითარცა სხუანი იგი მეფენი, არა ცხენებითა და მჴედრებითა, არა ხარკთა და საფასეთა კრებითა, არამედ ფრიადითა სიმშჳდითა და სიმდაბლითა, მჯდომარე კიცუსა ახალსა. ჵ საკჳრველი ესე დიდებული, ჵ საქმე შესაძრწუნებელი! მჯდომარე იგი ქერობინთა ზედა იხილვების კიცუსა ზედა კარაულისასა მჯდომარე. ამისთჳს განკჳრვებით იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: არქუთო ასულსა სიონისასა დიდი ესე საიდუმლოჲ, რაჲთა იხილოს ჭეშმარიტი იგი მეუფე თჳსი.

ჰკითხე, საყუარელო, ჰურიასა და არქუ: ვინ არს იგი მეუფე, რომლისათჳს წინაჲსწარმეტყუელი ამას ღაღადებს, რომელი მეუფე შევიდა იერუსალჱმს კარაულსა ზედა მჯდომარე? ვერვის იტყჳან, ვერცა გამოაჩინებენ, გარნა მეუფესა ჩუენსა ქრისტესა, რომლისათჳსცა იყო სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ და აწ ესერა აღესრულა.

ესრეთ აღასრულა უფალმან სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ დაჯდომითა კიცუსა მას ზედა და ყო დაწყებაჲ სხჳსა წინაჲსწარმეტყუელებისაჲ, საქმით...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:1-9 — ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში:

1-5. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა (ეს. 62.11; ზაქ. 9). - უფალი სახედარზე არა სხვა რამ საჭიროებისა გამო, არამედ იმიტომ შეჯდა, რომ წინასწარმეტყველება აღესრულებინა და თანაც ჩვენთვისაც ეჩვენებინა, რომ სიარულიც მოკრძალებითაა საჭირო, ამიტომ არა ცხენით, არამედ თავმდაბლურად - სახედრით წავიდა. ამგვარად, წინასწარმეტყველებას იგი როგორც ისტორიული, ასევე დაფარული აზრითაც აღასრულებს: ისტორიულით იმ გაგებით, რომ მართლაც სახედარზე შეჯდა, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით, სახედარზე შეჯდომა ახალი, გაუხედნავი და ურჩი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის