თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის ჴელ-ყვეს შეპყრობად მისა, ხოლო თავადი ოდესმე შორის მათსა განვიდის, დაეფარის, და ვერ ხედვიდიან; და ოდესმე შორის მათსა დგან და ბორგნეული იგი გონებაჲ მათი ვითარცა აღჳრი-თა დააყენის, რომელ მათცა უკჳრდა და იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად ეტყჳს, და არას ეტყჳან მას“. ხოლო აწ, ვინაჲთგან შიში იგი ერისაჲ მის იყო უკეთურთა მათ მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა ზედა, ესე კმა-იყო და სხუაჲ უაღრესი სასწაული არაჲ ქმნა, რამეთუ არა ენება ყოვლადვე უაღრეს ბუნებათა ქმნად, რაჲთა განგებულებაჲ იგი განკაცებისა მისისაჲ სარწმუნო იქმნას.
არამედ ჵ ფრიადი იგი სიბრმე ჰურიათა მათ მღდელთმოძღუართა და მწიგნობართაჲ! ვითარ არცა სიტყუათაგან უფლისათა შეიკდიმეს, არცა წინაჲსწარმეტყუელთა ჴმანი ისმინნეს, არცა თჳსთა სიტყუათაგან შეირცხჳნეს, არცა ერისა მისგან შეიგონეს. ესრეთ ყოვლით კერძო დააბნელნა იგინი შურმან და დიდებისმოყუარებამან და ძიებამან წარმავალისა ამის პატივისამან. რამეთუ არარაჲ არს ესრეთ წარმწყმედელ კაცისა, ვი-თარ შემსჭუალვაჲ და სიყუარული ამის...