თ ა რ გ მ ა ნ ი: არა დაჯდა კიცუსა მას ზედა ესრეთ ლიტონად, არამედ დაასხესო მოწაფეთა სამოსელი მას ზედა. რასა მოასწავებს ესე, რამეთუ არარაჲ მის მიერ ცუდად იქმნებოდა?
ამას უკუე გამოსახვიდა საქმე იგი, ვითარმედ მოწაფეთა, მოაქცინენ რაჲ წარმართნი, ასწაონ მათ არა ხოლო სარწმუნოებაჲ, არამედ საქმენი კეთილნიცა და ბრწყინვალებაჲ სათნოებათაჲ, მადლნი იგი სულიერნი, რომლითა სიშიშულე იგი ჩუენი, წარმართთაგანთაჲ, შემოსეს მათ და განჰმზადნეს სულნი ჩუენნი, რაჲთა სთნდეს უფალსა განსუენებად ჩუენ ზედა.
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ სამოსელნი იგი, მოწაფეთა მიერ დასხმულნი კიცუსა მას ზედა, სახე იყვნეს კეთილთა საქმეთა, რომელნი განუწესნეს მოციქულთა ყოველსავე კაცსა მორწმუნესა, რამეთუ არა თუ მოვიგნეთ საქმენი კეთილნი, ვერ განისუენებს უფალი ჩუენ ზედა. ხოლო ესეცა გულისჴმა-ყავ, მორწმუნეო, ვითარ მორჩილ არს და მშჳდ კიცჳ იგი, უმწყი და უსწავლელი, რომლისადა არავის აღედვა აღჳრი, არცა ვინ დაჯდომილ იყო მას ზედა, და არავე განჰკრთა, არამედ წესიერად ვიდოდა. და ესეცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იყო ყოფადისაჲ მის და მოასწავებდა მორ-ჩილობასა მას წარმართთასა და მეყსა შინა უწესოებისაგან...