თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა პირველსა მასცა იგავსა შინა და აწ ამას განყოფილებაჲ ძისა და მონათაჲ და თუ რაოდენ არს შორის მათსა? იხილეა ამათ იგავთა ფრიადი თჳსებაჲ და კუალად ფრიადი განყოფილებაჲ? რამეთუ ესეცა გამოაჩინებს სულგრძელებასა ღმრთისასა და განგებულებასა მისსა და უმადლოებასა ჰურიათასა და მოასწავებს უმეტესად დაცემასა მას ჰურიათასა და წოდებასა წარმართთასა. ამას თანა გუაუწყებს, ვითარმედ არა სარწმუნოებაჲ ხოლო ჯერ-არს, არამედ საქმენიცა კეთილნი, და თუ რაოდენი სასჯელი წინაუც შებღალულთა ცოდვითა. და კეთილად განაწესა ესე იგავი შემდგომად პირველთქუმულისა მის, რამეთუ მუნ თქუა: „მიგეღოსო თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა“, ხოლო აწ გამოაჩინებს, თუ ვინ არიან ნათესავნი იგი. და არა ესე ოდენ, არამედ აურაცხელსაცა მოღუაწებასა მისსა გუაუწყებს, რომელი აჩუენა ჰურიათა ზედა. რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა იტყჳს წოდებასა, რომელ უწოდა პირველ ჯუარ-ცუმისა, ხოლო აწ გამოაცხადებს, ვი-თარმედ შემდგომად ჯუარ-ცუმისაცა არავე დასცხრა წოდებად. ოდეს-იგი სასტიკისა რისხვისა ღირს...
სახარებაჲ მათესი 22:7
1-7. და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. - მსგავსად ვენახზე თქმული იგავისა, ეს იგავიც იუდეველთა ურწმუნოებაზე მიანიშნებს, ოღონდ პირველი ქრისტეს სიკვდილს გამოხატავს, ხოლო მეორე - საქორწინო სიხარულს ანუ აღდგომას. ამასთან, აქ შედარებით იუდეველთა უფრო მძიმე ცოდვებია წარმოჩენილი, ვიდრე პირველ იგავში: რადგან იქ მათ ნაყოფის მოსათხოვნად მისულნი დახოცეს, ხოლო აქ - ქორწილზე მაწვეველთა სისხლი დაღვარეს. ღმერთი მეფესთანაა შედარებული. იგი...
იგავით მეფის-ძის ქორწილისათა სახარება დღეს წარკითხული გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომნელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ.
ემსგავსა სასუფეველი ღვთისა კაცსა მეუფესა, რომელმან ჰყო ქორწილი ძისა თვისისა.
მეფე აქა ნიჰშნავს თვით ღმერთსა, ხოლო ქორწილი მოასწავებს ყოველსა მას განგებულებასა და მოქმედებასა და მადლსა, რომელი ზეციერმან მამამან ჩვენმან იხმარა დასაბამითგან ჩვენისა განათლებისა და ცხოვრებისათვის. გარნა ვინაითგან ღმერთი მამა კაცობრივსა ნათესავსა გამოიხსნის, განანათლებს და აცხოვნებს საშუალობითა ძისა თვისისათა, ამისათვის იგი ქორწილსა ამას უწოდებს ქორწილად ძისა თვისისა.
და წარავლინა მონანი თვისნი... ვინ არიან მონანი, რომელნი ღმერთმან წარავლინა წოდებად ქორწილსა ზედა? იგინი არიან ყოველნი მოძღვარნი წინასწარმეტყველნი, მამათ-მთავარნი, მღვდელნი და მღვდელ-მთავარნი, რომელთაც ღმერთი დასაბამითგან მიანდობდა ქადაგებასა...
ვცან რა ნება ღვთისა და განჩინება უმაღლესისა მთავრობისა, რათა ვიყო მე მწყემსად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა, ვიწყე გულის-ზრახვად დიდთა მათ და მძიმეთა ვალთათვის, რომელთა ამიერითგან თანამდებ ვარ ტვირთვად წინაშე წმიდისა ამის ეკკლესიისა. მაშინ მოვიხსენე სიტყვანი პავლე მოციქულისანი: კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. ხოლო რა ტვირთი არს ეპისკოპოსობა, ამასაც ახსნის იგივე მოციქული: ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე სწავლულ (ა. ტიმ გ, ბ.); მოვიხსენე აგრეთვე სიტყვანი, რომელნი იმავე მოციქულმან მისწერა ტიტეს, მისგან ეპისკოპოსად ხელ-დასხმულსა: ჯერ არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფად, ვითარცა ღვთისა მონისა; ნუ თავხედ, ნუ გულმწყრალ, ნუ მეღვინე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელისა შემძინელ, არამედ სტუმართ მოყვარე, კეთილისა მოყვარე, წმიდა, მართალ, ღირს, მომთმინე (ტი. ა, ზ.). მახსოვან კვალადცა სხვანი მრავალნი სწავლანი, მცნებანი, მხილებანი და დარიგებანი, რომელითა მაცხოვარი ჩვენი მოძღვრებდა თვისთა მოციქულთა, ხოლო შემდეგ მოციქულნი განაღვიძებდენ თვისთა მოადგილეთა - ეპისკოპოსთა. არა ვარ, კვალადვე, უმეცარ...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის