ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა პირველსა მასცა იგავსა შინა და აწ ამას განყოფილებაჲ ძისა და მონათაჲ და თუ რაოდენ არს შორის მათსა? იხილეა ამათ იგავთა ფრიადი თჳსებაჲ და კუალად ფრიადი განყოფილებაჲ? რამეთუ ესეცა გამოაჩინებს სულგრძელებასა ღმრთისასა და განგებულებასა მისსა და უმადლოებასა ჰურიათასა და მოასწავებს უმეტესად დაცემასა მას ჰურიათასა და წოდებასა წარმართთასა. ამას თანა გუაუწყებს, ვითარმედ არა სარწმუნოებაჲ ხოლო ჯერ-არს, არამედ საქმენიცა კეთილნი, და თუ რაოდენი სასჯელი წინაუც შებღალულთა ცოდვითა. და კეთილად განაწესა ესე იგავი შემდგომად პირველთქუმულისა მის, რამეთუ მუნ თქუა: „მიგეღოსო თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა“,1 ხოლო აწ გამოაჩინებს, თუ ვინ არიან ნათესავნი იგი. და არა ესე ოდენ, არამედ აურაცხელსაცა მოღუაწებასა მისსა გუაუწყებს, რომელი აჩუენა ჰურიათა ზედა. რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა იტყჳს წო-
1 მათ. 21,43.
დებასა, რომელ უწოდა პირველ ჯუარ-ცუმისა, ხოლო აწ გამოაცხადებს, ვი-თარმედ შემდგომად ჯუარ-ცუმისაცა არავე დასცხრა წოდებად. ოდეს-იგი სასტიკისა რისხვისა ღირს იყვნეს, მაშინცა ქორწილადვე უწესს და პატივად დიდებულად; და ზემოცა გუაუწყა, ვითარმედ პირველად ჰურიათა უწოდა, არა წარმართთა, და აქაცა ეგრეთვე, გარნა ვითარცა-იგი მუნ, ოდეს არა შეიწყნარეს, არამედ მოკლეს, მაშინღა მისცა სხუათა ვენაჴი იგი, ეგრეთვე აქა, ოდეს არა ინებეს მოსლვად ქორწილსა მას, მაშინღა სხუათა მოუწოდა.
რაჲმცა უკუე იყო უცოფეს მათსა, რომელ ქორწილად იწოდნეს და განაგდეს? ვინმცა არა ინება მისლვად ქორწილსა, და ქორწილსა მეუფისასა, ოდესღა ძისა თჳსისა იქმნ ქორწილსა. რომელსა ქორწილსა იტყჳს? ესე იგი არს, ოდეს შეიერთა ქრისტემან ეკლესიაჲ.
და რაჲსათჳს ქორწილად ეწოდა საქმესა ამას? ვინაჲთგან ესე საქმე უმეტეს ყოველთა სოფლისა საქმეთა სახარულად დაწესებულ არს, და არაოდეს იქმნების ესევითარი სიხარული, ვითარ დღესა ქორწილისასა; და უფროჲსღა, უკუეთუ სამეუფოჲ იყოს ქორწილი, მამაჲ მეუფე ძესა საყუარელსა ქორწილსა უქმოდის, უმეტესი სიხარული და განცხრომაჲ ქუეყანისაჲ არა არს. ამისთჳს ვითარცა თავი სახარულევანთა საქმეთაჲ ესე აჴსენა, რაჲთა სცნა ღმრთისა სახიერებაჲ და უხუებაჲ ჩუენისა წყალობისაჲ, ვი-თარ ცხორებაჲ ჩუენი საწადელ იყო მისდა, და რაჲთა სცნა ბრწყინვალებაჲ საქმეთაჲ მათ, ვითარმედ არარაჲ არს მათ შინა მწუხარებისა და მჭუნვარებისა სახე, არამედ ყოვლითურთ სავსე არს სიხარულითა სულიერითა. ამისთჳს იოვანე სიძედ სახელ-სდებს უფალსა და ეკლესიასა სძლად: „რომელსა აქუს სძალი, სიძე არსო; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“.1 და პავლე იტყჳს: „მიგათხოენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“.2 რამეთუ ვითარცა-იგი ოდეს სიტკბოებასა მცნებათა და განკითხვათა უფლისათა ენებოს წერილ-თა გამოსახვად, თაფლსა მოიღებენ სახედ, რამეთუ უტკბილეს სოფელსა შინა არაჲ იპოების; კუალად, ოდეს შუენიერებასა და პატიოსნებასა მათსა იტყოდის, ოქროსა და ანთრაკსა ანუ მარგალიტსა მოიღებს; ოდეს ბრწყინვალებასა იტყოდის, მზესა გჳჩუენებს. არა თუ ესე სახენი მიემსგავსებიან საღმრთოთა მათ საქმეთა, არამედ უაღრესსა ვერარას ჰპოებს სახედ ენაჲ კაცობრივი. ეგრეთვე, რაჲთამცა სახარულევანებაჲ და განგებულებაჲ გულისჴმა-გჳყო ამის საქმისაჲ, ქორწილად სახელ-სდვა და სიძედ თქუა და სძლად, ვითარცა პავლე იტყჳს: „საიდუმლოჲ ესე დიდ არსო, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისათჳს“.3
ხოლო უკუეთუ ვინ ეძიებდეს, თუ რაჲ არს ესე, რომელ ქორწილად ძისა ეწოდების საქმესა მას, და ძესა მიეთხოვაა ეკლესიაჲ, ხოლო მამასა არა?
1 იოან. 3,29. 2 2 კორ. 11,2. 3 ეფეს. 5,32.
ესე წერილთა შინა, საყუარელო, განუყოფელ არს. გინა თუ ძესა თქუას მითხოებად, მამისაჲ არს, გინა თუ მამისაჲ თქუას, ძისაჲ არს. რამეთუ განუყოფელობისათჳს ბუნებისა მათისა ითქუმის ესრეთ.
და ჭეშმარიტად შუამდგომელობითა ძისაჲთა დავეგენით მამასა ჩუენ, განდგომილნი ესე. კეთილად უკუე მოასწავებს აქა აღდგომასა, რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა აჴსენა სიკუდილი და აწ ესერა თქუა ქორწილი, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ შემდგომად ჯუარ-ცუმისა და სიკუდილისა ითქუმის აღსრულებაჲ იგი ქორწილისაჲ და სიძედ წოდებაჲ მისი.
ხოლო შენ იხილე სიბრმე ჰურიათაჲ. პირველად წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყჳდნეს, მერმე ძე მოკლეს. და ამას ზედა იწოდნესვე ქორწილსა მათ მიერ მოკლულისა მის უფლისასა. და არავე მივიდეს, არამედ მიზეზნი ცუდნი შემოიხუნეს: უღელნი ჴართანი და აგარაკი და ცოლი,1 რამეთუ ნანდჳლვე სულიერნი საქმენი უფროჲს ყოვლისა შეურაცხ იყვნეს მათ წინაშე, და ცუდნი ესე - პატიოსან და საჴმარ.
ხოლო სახიერმან მან უშურველად ჩინებულ-ყვნა, არა თუ გჳანად, არამედ პირველ მრავლისა ჟამისა. რამეთუ იტყჳს: „წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა“. და კუალად იტყჳს: „არქუთ ჩინებულთა მათ მოსლვად ქორწილსა ამას“. და არავე ერჩდეს უბადრუკნი იგი.
პირველად უწოდნა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, მერმე - იოვანეს მიერ, რამეთუ იგი ყოველთა მისა მიავლენდა და იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“;2 და „მისა ჯერარსო აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“.3
მერმე კუალად უწოდა თავადმან ძემან ღმრთისამან, რამეთუ ეტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“.4 და კუალად იტყჳს: „რომელსა სწყურის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“.5 ხოლო ვინაჲთგან ჯუარს-აცუეს იგი, ამისაცა შემდგომად უწოდა პირითა პეტრესითა და სხუათა მათ მოციქულთაჲთა. და რაოდენცა იგი სულგრძელ ექმნა, იგინი უმეტესად განფიცხნეს. და არა თუ ხოლო მოსლვად უდებ იქმნეს და ცუდნი საქმენი იმიზეზნეს, არამედ მჩინებელნიცა იგი მონანი მისნი აგინნეს და მოსწყჳდნეს.
ესე პირველისა მის იგავისა უძჳრეს იყო. მუნ იტყჳს, ვითარმედ: მოვიდეს მონანი იგი ვენაჴისა უფლისანი და ნაყოფთა ეძიებდეს, ამისთჳს მოიკლნეს. ხოლო ესენი წოდებად მოვიდეს ქორწილსა და სიხარულსა და შენდობაჲ აღუთქუეს მოკლვისა მისისაჲ და შეყვანებაჲ უქადეს სასუფეველსა. რაჲსათჳს მოსწყჳდნეს? რაჲმცა იყო ამის სიბორგილისა და უკეთურებისა შემსგავსებაჲ? ამისთჳს პავლე იტყჳს: „რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუო და წინაჲსწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს“.6 ხოლო რაჲთა
1 შდრ. ლუკ. 14,18-20. 2 იოან. 1,29. 3 იოან. 3,30. 4 მათ. 11,28. 5 იოან. 7,37.
6 1 თეს. 2,15.
ვერ თქუან, თუ: წინააღმდგომ ღმრთისა არს და ამისთჳს არა მოვალთ, იხილეთ, რასა ეტყჳან მჩინებელნი იგი, ვითარმედ: მამაჲ იქმსო ქორწილსა ამას, და მან მოგუავლინნაო წოდებად.
ისმინეთ უკუე შემდგომიცა: ვინაჲთგან არა ინებეს მოსლვად, არამედ მჩინებელნიცა იგი მოსწყჳდნეს, „მიავლინა ერი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი მათი მოწუა ცეცხლითა“. ამათ სიტყუათა მიერ მოასწავა, რაჲ-იგი ყოფად იყო მათ ზედა უესპასიანეს და ტიტეს მიერ. რამეთუ ამის-თჳს არა მასვე ჟამსა იქმნა მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ და სრულიადი იგი დაქცევაჲ ჰურიათაჲ, რაჟამს ქრისტე ჯუარს-აცუეს, არამედ შემდგომად ორმეოცისა წლისა, რაჲთა აჩუენოს სულგრძელებაჲ თჳსი. ხოლო მოკლეს რაჲ იაკობ ზებედესი, დაქოლეს სტეფანე, განტჳნეს იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ, აგინეს და დევნნეს მოციქულნი, მერმე მოიწია შურის-გებაჲ იგი. ვიდრეღა იოვანე მახარებელი სოფელსა შინა იქცეოდა და სხუანი მრავალნი ქრისტეს თანა ყოფილნი, აღესრულა ესე ყოველი; და მოწამე იყვნეს, რომელთა ყურითა მათითა ასმიოდა.
აწ იხილეთ სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელი და მათი აურაცხელი სიბოროტე: ვენაჴი დაასხა და ყოვლითურთ შეამკო; მიავლინნა მონანი და მოსწყჳდნეს; მიავლინნა სხუანი, იგინიცა მოკლნეს; მერმე მიავლინა ძე თჳსი, იგიცა ჯუარს-აცუეს; და კუალადცა უწოდა ქორწილად. ოდეს იგიცა მჩინებელნი მოსწყჳდნეს, მერმეღა მიჰფინა მათ ზედა რისხვაჲ თჳსი და წარმართთა უწოდა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: არა მაშინ იქმნა წოდებაჲ წარმართთაჲ, ოდეს მოციქულნი დევნნეს და მოსწყჳდნეს, არამედ მეყსეულად შემდგომად აღდგომისა ჰრქუა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“,1 ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველ ჯუარ-ცუმისაცა და შემდგომად ჯუარ-ცუმისა პირველად მათა მიმართ ყო ქადაგებაჲ, რამეთუ პირველ ჯუარ-ცუმისა ეტყოდა მოწაფეთა: „წარვედით ცხოვართა მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“,2 და შემდგომად ჯუარ-ცუმისა არავე დააყენნა, არამედ უბრძანაცა ქადაგებად მათდა. რამეთუ დაღაცათუ ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, არამედ რაჟამს-იგი ამაღლდებოდა ზეცად, უბრძანა, რაჲთა ჰურიათაცა უქადაგონ, და უფროჲსად პირველ სხუათასა, რამე-თუ თქუა: „შეიმოსოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა და იყვნეთ თქუენ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა, ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.3
და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ“.4 ამისთჳსცა მოციქულთა პირველად ჰურიათა მიმართ იწყეს ქადაგებად და მრავალ ჟამ იქცეოდეს იერუსალჱმს, და მერმე იდევნნეს მათ მიერ და ეგ-
1 მათ. 28,19. 2 მათ. 10,6. 3 საქმე 1,8. 4 გალ. 2,8.
რეთ მიმოდაიბნინეს წარმართთა შორის; ვითარცა აწ მოასწავებს სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას“; რამეთუ, ვითარცა ვთქუ, შემდგომად აღდგომისა ჰურიათაცა უქადაგებდეს და წარმართთაცა, გარნა უმეტესად ჰურიასტანს იქცეოდეს.
ხოლო ვინაჲთგან იგინი გულფიცხელობასავე შინა ეგნეს და სდევნიდეს, ამისთჳს პავლე თარგმნის ამას იგავსა. ოდეს-იგი მჴდომად აღუდგეს მას ჰურიანი, მიუგო და ჰრქუა მათ: „თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, ხოლო თქუენ ეგერა განიშორებთ და არა ღირსად გიშჯიან თავნი თქუენნი ცხორებისათჳს საუკუნოჲსა. აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ. რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ ღმერთმან, რაჲთა აღესრულოს წერილი, ვითარმედ: დაგადგინე ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა“.1
მაშინ აღესრულა სიტყუაჲ ესე ამის იგავისაჲ, ვითარმედ: „განვედით უბანთა და ყურეთა ქალაქისათა, გზათა ზედა და ფოლოცთა და უცხოთა, ბრმათა და მკელობელთა შემოხადეთ აქა“.2 რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის თქუა, ვითარმედ: მეძავთა და მეზუერეთა უსწრონ მათ სასუფეველად, და იგინი განითხინენ გარე; და კუალად: „იყვნენო წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“,3 აწ გამოაჩინებს, ვითარმედ სამართლად იქმნა ესე, მათი იგი განვრდომაჲ და წარმართთა შემოსლვაჲ პატივსა მას.
ხოლო კუალად, რაჲთა ესენიცა წარმართთაგანნი მორწმუნენი არა მიენდვნენ სარწმუნოებასა ოდენ, ამისთჳს გუაუწყებს სასჯელსა მას ბოროტ-თა საქმეთასა, რომელი განმზადებულ არს ურწმუნოთათჳს, ამისთჳს, რომელ არა მოვიდეს სარწმუნოებად, ხოლო მორწმუნეთათჳს ცოდვილთა - არადამარხვისათჳს ნიჭისა მის, რომელი მიეცა ნათლის-ღებისაგან. რამე-თუ სამოსლად საქორწინედ საქმეთა უწესს და მოქალაქობასა. თქუას ვინმე, ვითარმედ: წოდებაჲ იგი მადლისა მისისაჲ იყო უსასყიდლოჲ, რაჲსათჳს უკუე ესრეთ რისხვით ეძიებს სამოსელსა საქორწინესა, რომელ არიან საქმენი კეთილნი? არამედ გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან ესევითარისამან, ვითარმედ წოდებაჲ ქორწილსა მას და განწმედაჲ ცოდვათაგან უსასყიდლოდ იქმნების მადლისა მისისაგან, ხოლო ვინაჲთგან შეჰმოსოს სამოსელი სიწმიდისაჲ, მიერითგან სამოსლისა მის შეუბღალველად დამარხვაჲ თანააც ჩინებულთა მათ. უცხონი იგი, ბრმანი და მკელობელნი, რომელნი მებო-ძირთაგან და ფოლოცთაგან შეკრიბნა, არავის მათგანსა განურისხდა სამოსელთა მათთჳს დაბებკულთა, არამედ ყოველნი შემოსნა ბრწყინვალედ; ხოლო უბადრუკმან მან კუალადცა შებღალა სამოსელი იგი სამეუფოჲ, გინა თუ თჳსივე იგი ხენეში და ბაყლითა სავსე შეიმოსა, ამისთჳს დაისაჯა.
1 საქმე 13,46-47. 2 ლუკ. 14,21. 3 მათ. 19,30; 20,16.
აწ უკუე ჩინებაჲ იგი არა ღირსებისაგან იყო ჩინებულთაჲსა, არამედ სახიერებისაგან მეუფისა მის ტკბილისა; ხოლო მიერითგან ჩინებულთა მათცა თანააც ნაცვალად უსასყიდლოჲსა მის წყალობისა დაცვად თავნი თჳსნი სიწმიდით და არა უკეთურებისა ჩუენებად ნაცვალად ქველისმოქმედებისა მის.
ამისთჳს ფრიადისა ტანჯვისა თანამდებ არიან უდებნი და ცოდვითა შებღალულნი, რომელ ესოდენსა პატივსა ზედა უმადლოვე იქმნეს. აჩუენეს ჰურიათა უმადლოებაჲ და სიბოროტე ყოვლადვე არამოსლვითა ქორწილსა მას; აჩუენა ხენეშითა სამოსლითა შესრულმანცა მიცემულისა მის პატივისა შეურაცხად ჴმარებითა. ამისთჳსცა დუმნა, რამეთუ არა აქუნდა სიტყუაჲ, რაჲმცა მიუგო. ხოლო მეუფემან ცხადსა მას საქმესა ზედა არავე დასაჯა, ვიდრემდის პირველად მან დასაჯა თავი თჳსი, რამეთუ რომელ-იგი დუმნა და პასუხი ვერ მისცა, დასაჯა თავი თჳსი და ვერ პოვა სიტყუაჲ, და მერმე-ღა მიეცა საუკუნესა სატანჯველსა.
რამეთუ გესმას რაჲ ბნელი, ნუ ჰგონებ, თუ ესე ხოლო არს სატანჯველი მისი, ბნელსა ადგილსა ყოფაჲ, არამედ შემდგომი ისმინე, ვითარმედ: „მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“, რომელ-ესე მოუთმენელთა სატანჯველთა მოასწავებს.
სწავლაჲ ჲთ მერმისა მისთჳს სასჯელისა; და რაჲთა მოვიგოთ ზრუნვაჲ სულთა ჩუენთაჲ
ისმინეთ, რომელნი ღირსქმნილ ხართ საიდუმლოთა მათ დიდებულთა და ჩინებულ ხართ ქორწილსა მას ზეცისასა, და მერმეღა საქმეთა მიერ ბოროტთა შეამწინკულებთ სულთა თქუენთა. გულისჴმა-ყავთ, ვინაჲ იწოდენით - მებოძირთაგან და ფოლოცთა და ყურეთა ქალაქისათა, მკელობელნი და ბრმანი სულითა, რომელ-ესე ფრიად უძჳრეს არს ჴორციელსა სნებასა. შეიკდიმეთ კაცთმოყუარებისაგან მჩინებელისა მის, და ნუმცა ვინ შეიმოსს კუალად პირველთა მათ შებღალულთა სამოსელთა. გამოიძიენ კაცად-კაცადმან სამოსელი სულისა თჳსისაჲ, განირცხან იგი და განიწმიდენ.
ისმინეთ, მამანო და დედანო, ყოველმან კაცმან და ყოველმან ჰასაკმან! არა ხილულთა ამათ სამოსელთა სამკაულსა ეძიებს ჩუენგან ღმერთი, არამედ სამკაულსა მას სულიერსა ეძიებს; ვიდრემდის ჴორცთა სამოსლი-თა შუენიერითა ვამკობდეთ, ძნელ არს სამკაულისა მის სულიერისა პოვნაჲ. რამეთუ არა შესაძლებელ არს ერთბამად ჴორცთაცა და სულისა მკობაჲ, არა შესაძლებელ არს ერთბამად ღმრთისაცა მონებაჲ და მამონაჲსი. აწ უკუე შემკობაჲ ესე ჴორცთაჲ დაუტეოთ და სულისაჲ შევიკრძალოთ. უკუეთუმცა ვინ სახლი შენი შეამკო ეზოებითა ოქროქსოილითა და შატროვანებითა ნემსულითა და შენმცა განგაშიშულა საქიქელად ყოველთა თანაწარმავალთა, არამცა სირცხჳლ-გიჩნდაა? აწ უკუე ამას საქიქელსა საქმესა შენ თჳთ იქმ თავსა ზედა შენსა: სახლსა მას სულისა შენისასა, რომელ არიან ჴორცნი, ამკობ სამოსლითა ბრწყინვალითა და თითოფერი-თა და ჰფუფუნებ შუენიერად, ხოლო სული დაგიტეობიეს შიშუელი, ძონ-ძითა უნდოჲთა მოხუეული და სირცხჳლეული.
არა უწყია, ვითარმედ მეფისაჲ ჯერ-არს შემკობაჲ, ვიდრეღა ქალაქისაჲ? ამისთჳსცა ურაკპარაკთა ქალაქისათა ოდეს შეამკობდენ, ტილოთა განჰფენენ და ღებილთა, გინა ყუავილთა თივისათა, და კმა არნ, ხოლო მეფისათჳს შემზადებულ არს სამკაულად პორფირი მარგალიტითა განრჩუნვილი და გჳრგჳნი ანთრაკითა და სამარაგდოჲთა განგებული და ზურმუხტითა ჰინდურითა განკარგული და სხუაჲ იგი თითოფერი სამკაული, ვითარცა უწყით.
აწ უკუე შენცა, კაცო, ეგრეთვე იქმოდე; ჴორცნი უნდოჲთა სამოსლი-თა შემოსენ, ხოლო სულსა მეწამული და პორფირი შთააცუ და გჳრგჳნი დაარქჳ ქვისა მისგან პატიოსნისა და დასდვი ეტლთა ზედა შუენიერთა, რაჲთა დაუყენებელად აღვიდეს ქორწილსა მას ზეცისასა. რასა იქმ, კაცო? ქალაქსა შეამკობ და მეუფესა ამას - სულსა - დაუტეობ, რაჲთა ვი-თარცა ტყუე, შეკრული ჴელბორკილითა, მიმოეთრიოს ბოროტთა ვნება-თა? არა გულისჴმა-ჰყოფა, ვითარმედ ქორწილად საღმრთოდ წოდებულ ხარ? არა იგონება, თუ ვითარ უჴმს ყოფად სულსა, რომელი მას სასძლოსა შევიდოდის?
ფესუედითა ოქროანითა თანააც შემკობაჲ და შემოსად პირად-პირადად შუენიერად. გნებავსა, რაჲთა გიჩუენნე კაცნი, შემკობილნი სამოსლი-თა საქორწინოჲთა?
მოიჴსენენ წმიდანი ესე მონაზონნი, რომელნი ზემოსა თავსა ვაჴსენენ, რომელთა ჰმოსიეს ფლასები და ხალენები და უდაბნოთა მკჳდრ არიან, მათ ჰქონან ჭეშმარიტად სამკაულნი საქორწინენი.
ამისთჳსცა რაოდენნიცამცა ვინ მისცნა პორფირნი და ოქროქსოილნი, არამცა განუცვალნეს ხალენები და თხის ტყავები მათი, არამედ ვი-თარცა მეფესა უკუეთუ ვინ ძონძი გლახაკისაჲ საძაგელი მიუპყრამცა და აწუევდა შემოსად, მოიძაგამცა იგი და შეჰრისხნა, ეგრეთ შეურაცხიეს მათ პორფირი ანუ გჳრგჳნი მეფისაჲ. ესე ამისთჳს, რამეთუ იციან ბრწყინვალებაჲ თჳსთა მათ შესამოსელთაჲ და არიან იგინი ფრიად უაღრეს მეფეთა და მთავართაჲსა.
უკუეთუმცა განგიხუნა ვინ კარნი გონებისანი და იხილენმცა სულნი მათნი და შინაგანი იგი სამკაული, ვერმცა იტჳრთე ბრწყინვალებაჲ შუენიერებისაჲ მის და ელვარებაჲ გონებათა მათთაჲ, არამედ დაჰვარდიმცა ქუეყანასა ზედა შიშისაგან და მცხინვარებისა მის ფრიადისა.
მქონან სახენი მრავალნი პირველთაგან წმიდათა, გარნა ზრქელთა და უგულისჴმოთა ხილულნი სახენი უფროჲსად შეაგონებენ. ამისთჳს წარგავლინებ სავანესა ამათ ნეტართასა, რაჲთა იხილნეთ, ვითარ გან-შორებულ არიან საქმეთაგან სოფლისათა და სიხარულით განწყობილ არიან ბრძოლად ეშმაკისა. ამისთჳსცა დაუტევნეს ქალაქნი და სოფელნი და ტალავრებითა ცხონდებიან, რამეთუ მჴედართა, წყობად განსრულ-თა, არა არს წესი სახლთა შინა ყოფად, არამედ კარვებითა დგებიან, ვითარცა მსწრაფლ წარმავალნი. ეგრეთვე ესენი, ვინაჲთგან დაბანაკებულ არიან წყობად მტერისა, მსხემთა და წარმავალთა წესი უპყრიეს, არა ვითარ-ესე ჩუენ ვიქმთ: არა ვითარცა განწყობად განმზადებულნი, არამედ ვითარმცა საუკუნოჲ მკჳდრობაჲ გუაქუნდა აქა. რომელმანმცა მჴედარმან ბანაკსა შინა დადვა საფუძველი შენებად სამარადისოჲსა სამკჳდრებელისა, ვინაჲთგან უწყინ, ვითარმედ მალე წარსლვად არს მიერ ადგილით, ანუ ინებამცა სყიდად ვენაჴთა და ყანათა უცხოსა ქუეყანასა? უკუეთუ ქმნას ესე, ვითარცა ორგული, იტანჯოს, რამეთუ ჰრქუას მას ერისთავმან: ბრძოლად მოსრულ ხარ აქა ანუ მზახობად? უკუეთუ ჩუენ თანა მავალი ხარ, რაჲსათჳს აქა სამკჳდრებელთა იმზადებ, ორგულო მჴედარო?!
ეგრეთვე ჩუენ, ძმანო, განვიგულნეთ თავნი თჳსნი. ნუ აქა ვეძიებთ სამკჳდრებელსა, არამედ ქალაქსა მას ზეცისასა, სადა-იგი მიმავალ ვართ; ხოლო აქა კმა არს ტალავარი ოდენ და საჭურველნი ბრძოლისანი და არა ტაძარნი და საუნჯენი და თითოფერნი საუცრებანი. იხილენით, ვითარ ცხორებენ წარმართნი, არაბნი და გუთნი, კარვებითა და ტალავრებითა.
ესრეთ ჯერ-იყო ცხორებაჲ ქრისტეანეთაჲ, რაჲთამცა მიმოვიდოდეს და ჰბრძოდეს ეშმაკსა და იჴსნიდესმცა მის მიერ ტყუექმნულთა. უკუეთუ ძნელ გიჩნს სიტყუაჲ ესე ჩემი, წარვედ სამკჳდრებელად ზემოჴსენებულთა მათ მამათასა და იხილნე, ვითარ ქუაბთა შინა და ტალავართა ცხონდებიან, ვითარცა ჭეშმარიტნი მჴედარნი მეუფისანი, ფრიად უაღრესნი ჴორციელთა მათ მჴედართასა. რამეთუ არა რკინისა და რვალისა საჭურველები იხილვების მათ შორის, არამედ ყოველივე სულიერი არს და საღმრთოჲ, საჭურველიცა მათი და ბანაკიცა. არა ტილოჲსა მიერ შეკერულნი ჰქონან კარავნი, არამედ სათნოებათა მიერ შემზადებულნი, სადა-იგი ზედაჲსზედა ესტუმრებიან ანგელოზნი და ანგელოზთა მეუფე. უკუეთუ აბრაჰამს ესტუმრნეს, კაცსა, რომელსა ცოლი ესუა და შვილი, უცხოთმოყუარებისა მისისათჳს, ოდეს პოონ კაცი ფრიად უმეტესითა სათნოებითა შემკობილი და ჴორცთა შინა ჴორცთა შეურაცხმყოფელი, არამცა წადიერებით მოვიდოდეს მის თანა? ჰე, ჭეშმარიტად. რამეთუ ტაბლაჲცა იგი მოღუაწეთაჲ სურნელებითა მით მარხვისაჲთა სავსე არს, მიმსგავსებული ტაბლასა მას, რომელი უფალმან მთასა ზედა დაუგო ერსა მას. და ამისთჳსცა წადიერებით ანგელოზნი იქცევიან მათ თანა. არავინ არს მათ შორის მონაჲ გინა უფალი. ყოველნი ურთიერთას მონანი არიან და უფალნი წესითა მით სიყუარულისაჲთა.
შემწუხრდის რაჲ, არცა ერთი არნ მათ თანა მწუხარებაჲ, ვითარ-ესე ჩუენ შეგუემთხუევის ზრუნვათაგან დღისათა. არა ზრუნვიდიან დაკრძალვად კართა კლიტებითა და მოქლონებითა შიშისათჳს ავაზაკთაჲსა, არა ეკრძალებოდიან ნაბერწყალთა დავრდომისათჳს, ვითარ-იგი სჭირს ნივ-თიერთა კაცთა, ეშინინ რაჲ დაწუვისაგან ნაქონებისა მათისა. ესე ყოველი უშიშობაჲ და უცთომელობაჲ მოსცა მათ უპოვარებამან და შეურაცხებამან სოფლისამან.
ეგრეთვე სიტყუაჲ მათი ყოველივე საღმრთოჲ არს და სულიერ. არა იტყჳან, ვითარ-ესე ჩუენ, საქმეთა უსარგებლოთა, თუ: იგი ვინმე მთავარ იქმნა და ჴელმწიფე; იგი ვინმე გარდავარდა; იგი ვინმე მოკუდა, და სახლი მისი სხუამან დაიმკჳდრა; იგი ვინმე განმდიდრდა, და სხუაჲ ესევითარი; არამედ მათი სიტყუაჲ ყოველივე მის საუკუნოჲსათჳს არს, ყოველივე ზეცისათჳს არს, სადა-იგი მოქალაქობაჲ მათი აღესრულების, სასუფეველისათჳს იტყჳან, სამოთხისათჳს, წიაღთათჳს აბრაჰამისთა, გჳრგჳნთა მათ-თჳს დაუჭნობელთა, ქრისტეს თანა ყოფისათჳს. კუალად აჴსენებენ სატანჯველთა მათცა, რომელნი განუმზადნეს ცოდვილთა თავთა თჳსთა, სირცხჳლისა მისთჳს, რომელი მოწევნად არს მათ ზედა, და სასჯელისა მისთჳს საშინელისა.
იწურთიდიან ჴელოვნებათა წინამდებარისა მის ბრძოლისათა, რაჲთა არა იძლინენ ღონეთაგან და მანქანებათა ეშმაკისათა, აჴსენებდიან, ვითარ მძლე ექმნეს მას წმიდანი, ილოცვიდიან ეგრეთვე მძლე-ყოფად შეწევნითა ქრისტესითა. ესე არს ცხორებაჲ მათი.
აწ უკუე რაჲ-მე ვართ ჩუენ მათ თანა? უდარეს ვართ ჯინჭველთასა, ყოვლითურთ მიწისა და ნაცრისა მზრუნველნი, და უფროჲსღა მჴეცთა საქმე გჳპყრიეს ტაცებითა და ანგაჰრებითა და ყოვლითა ბოროტითა.
ჩუენ მსგავს ვიქმნენით პირუტყუთა, ხოლო იგინი მსგავს არიან ანგელოზთა, რამეთუ ყოველი საქმე მათი ანგელოზთაჲ არს. ამისთჳსცა, უკუეთუ მივიდეს მათა ზუავთა მათ მთავართაგანი ვინმე, არა ეგების, თუმცა არა შეიმუსრა ქედმაღლობაჲ მისი, რამეთუ მათ თანა ყოველივე დიდებაჲ სოფლიოჲ შეურაცხ არს; არად შეურაცხიეს მეფჱ, არცა ეპარხოსი ანუ სხუაჲ ვინმე დიდებულთაგანი. და ესე ამით საცნაურ არს: უკუეთუ ვინ მისცეს ერთსა მათგანსა მეუფებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ, ესოდენ არა თავსიდებს მიღებად, ვითარცა არამცა თავს-იდვა მეფემან მყრალისა რაჲსმე მწჳრისა ჴელითა რევნად.
ამისთჳს, მორწმუნენო, უკუეთუ გუნებავს სამოსლისა საქორწინისა მოგებად, მსგავს მათა ვიქმნეთ. ნუ გუცონინ მისლვად მათდა, რაჲთა მათ მიერ ქორწილსა მას ზეცისასა კადნიერად შევიდეთ; რამეთუ მუნ არა ჴელ-ეწიფების შესლვად, რომლისა სამოსელი შებღალულ იყოს სიძ-
ვითა და არაწმიდებითა, ანგაჰრებითა და ტაცებითა, უკეთურებითა და სიცრუითა.
ხოლო ჩუენ ღირსმცა ვართ განწმედად თავთა ჩუენთა ყოვლისაგან ბილწებისა სულიერისა და ჴორციელისა, შინაგანთა და გარეგანთა ცოდვა-თაჲსა, რაჲთა დაუსჯელად და სიხარულით შევიდეთ ქორწილსა მას ზეცისასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ლოცვა-ყავთ წმიდისა მამისა ეფთჳმესთჳს, რომელმან წმიდაჲ ესე წიგნი თარგმანა, წმიდანო ღმრთისანო.
ქრისტე, ადიდე სულითა მამაჲ იოვანე