მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:21

20. რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა.21. და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა.22. და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.
სახარებაჲ მათესი თავი 23
21. და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასშჯელი“ (23,13).

ნაყროვანებისა მათისა გარდამატებულებასა ამხილებს. და უძჳრესი ესე იყო, რომელ არა თუ მდიდართაგან მოჰრეწდეს ნივთსა მუცელთა მათ-თა აღვსებისასა, არამედ ობოლთაგან და ქურივთა, რომელთა უმეტესად ჴელის-აპყრობაჲ თანაედვა. და სახე ესე ანგაჰრებისა მათისაჲ ვითარ ბოროტ არს, ისმინეთ!

„მიზეზითაო განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასჯელი“. რამეთუ ყოველივე მოქმედი ბოროტისაჲ ღირს სატანჯველისა არს, ხოლო რომელმან მიზეზად ბოროტის-ყოფისა თჳსისა წესი და სახე ღმრთისმსახურებისაჲ მოიღოს, ფრიად უძჳრესი სასჯელი მიიღოს მან, ვითარცა უშჯულონი იგი იქმოდეს. ამისთჳს განაქიქებს უფალი უკურნებელსა მას უკეთურებასა მათსა, რაჲთა განაკრძალოს ერი იგი საქმეთა მათთაგან, რაჲთა არა პატივისა მისთჳს მათისა ბაძვად საქმეთა მათთა მოვიდენ. ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“, ამისთჳს აწ აჴსენებს საქმეთა მათთა, რაჲთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:16-22 — ბრმა წინამძღვარნი და ფიცი:

16-22. ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს. ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას? და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს. ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას? რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა. და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა. და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა. - უფალი ბრმებს უნოდებს მათ, რადგანაც არ სურთ სწავლა იმისა, რაც უნდა ისწავლონ. იმას, რაც უმნიშვნელოა, პატივს მიაგებენ, ხოლო რაც მართლა პატივის ღირსია, არაფრად აგდებენ. ისინი თვითონ ტაძარს მასში არსებულ ოქროს, ქერუბიმებსა და ოქროს ბარძიმს ამჯობინებენ. ამიტომაც ასწავლეს მრავალთ, რომ მთავარია დაფიცება არა ტაძრისა, არამედ ოქროსი, რომლითაც ტაძარია...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის