მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:34

33. ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.34. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს.35. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
სახარებაჲ მათესი თავი 24
34. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „ესე ყოველი“? მითხარღა. ესე იგი არს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, ბრძოლანი იგი და სრვანი და ძრვანი, ქრისტემტყუვარნი იგი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ ყოველსა სოფელსა, შფოთნი იგი და ჭირნი, რომელნი ყოფად არნ ანტეს მიერ ვიდრე მოსლვადმდე უფლისა.

ხოლო ვითარ იტყჳს, თუ: „არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს“? არა თუ მის ნათესავისათჳს იტყჳს, რომელი მაშინ იყო, არამედ ნათესავისათჳს მორწმუნეთაჲსა; რამეთუ ესე წეს არს წმიდათა წერილთა შინა, რაჲთა ნათესავსა არა ხოლო თუ ჟამთასა სახელ-სდებდეს, არამედ სარწმუნოებისაგანცა და მოქალაქობისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა“. და კუალად იტყჳს: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“. რამე-თუ ვითარცა ზემო თქუა უფალმან, ვითარმედ: „ჯერ-არს ყოფად“, და კუალად თქუა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა“,

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:32-35 — ლეღვის ხის იგავი:

32-33. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. - რაჟამს ყოველივე ეს მოხდება, სამყაროს აღსასრულსა და ჩემს მოსვლამდე დიდი დრო აღარ დარჩებაო, ამბობს. ზაფხულს მომავალ საუკუნეს უწოდებს, როცა მართალთ ქარიშხალთაგან მოსვენების ჟამი დაუდგებათ, ხოლო ცოდვილებს - ქარიშხალთა და შფოთისა. ვითარცა თქვენ, - ამბობს მაცხოვარი, - მხილველნი ლეღვის რტოებისა და ფურცლებისა, ზაფხულს ელოდებით, ასევე, იხილავთ რა იმ ნიშნებს, რომელთა შესახებაც გითხარით, სახელდობრ, შეცვლას მზისა და მთვარისა, გქონდეთ მოლოდინი ჩემი მოსვლისა.

34-35. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. - ნათესავი ესე აქ არა იმდროინდელ თაობას, არამედ მორწმუნეთა მოდგმას ეწოდება და იმ აზრს გამოხატავს, რომ, ვიდრემდე ყოველივე ეს არ მოხდება, არც მორწმუნეთა მოდგმა გარდაეგება. როცა შიმშილობასა და ჭირზე მოისმენთ, ნუ იფიქრებთ, რომ მორწმუნეთა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის