მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:4

3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?4. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ,5. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ.
სახარებაჲ მათესი თავი 24
4. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (24,4-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ესმოდეს განსაცდელნი იგი იერუსალჱმსა ზედა მოწევნადნი და ვითარცა უცხოჲ რაჲმე საქმე აქუნდა; და ჰგონებდეს, თუ მათდა ყოვლადვე არარაჲ ძჳრი შემთხუევად არს, არამედ მოკლედ მიემთხუევიან სასუფეველსა ცათასა მათ სადმე დღეთა; ამისთჳს უფალი კუალად ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევასა აუწყებს, რაჲთა შეურვებულ იყვნენ და ფრთხილ გონებითა, რაჲთა არცა მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთაგან სცთებოდინ, არცა მოწევნადთა მათ განსაცდელ-თაგან დაიჴსნებოდინ. რამეთუ ორკერძო იყოსო ბრძოლაჲ: მაცთურთაგან და მბრძოლთაგან. და ნანდჳლვე ფრიადიცა იქმნა შფოთი ბრძოლათა მათგან ჰრომთაჲსა, რაჟამს მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, და მოოჴრდებოდეს ქალაქნი, და აღიძრვოდეს მჴედრობანი. ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „გესმოდიან ბრძოლანი“, ბრძოლათა მათთჳს იერუსალჱმისათა თქუა, არა თუ ყოვლისა სოფლისათა, რამეთუ არა იყო მაშინ მათი სიტყუაჲ ანუ ზრუნვაჲ ბრძოლა-თათჳს სოფლისათა. და ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუმცა ბრძოლათათჳს სოფლისათა იტყოდა, არარაჲმცა საკჳრველი იყო ანუ ახალი რაჲმე საქმე, რამეთუ ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი სოფელსა შინა პირველითგანვე იყვნეს, და რაჲ სათქუმელ იყო ანუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:4-8 — ცრუ ქრისტეები და განსაცდელთა დასაბამი:

4-5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. - ამბობს, რომ მრავალი გამოჩნდება ისეთი, რომელიც თავს ქრისტედ გამოაცხადებს; მართლაც, დოსითეოს სამარიელი ამბობდა, მე ვარ ქრისტე, რომლის, ვითარცა წინასწარმეტყველის, შესახებ მოსემ იწინასწარმეტყველაო. ასევე, სიმონ სამარიელიც თავის თავს ღმრთის დიდ ძალას უწოდებდა.

6-8. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად.  ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. - უფალი რომაელების იერუსალიმთან ბრძოლაზე საუბრობს. მაგრამ, - ამბობს იგი, - არა მხოლოდ ბრძოლები იქნება, არამედ შიმშილობაცა და ჭირიც, რითაც აჩვენებს, რომ იუდეველებზე ღმრთისგან მოვლენილი რისხვა მოაწევს. რადგან, უკეთუ ბრძოლებზე კიდევ შეიძლება თქმა იმისა, რომ მათ ადამიანთა ბოროტება წარმოშობს, შიმშილობა და ჭირი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის