მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:8

7. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად.8. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.9. მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს.
სახარებაჲ მათესი თავი 24
8. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილ-ადგილ. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს“ (24,7-8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა სალმობათა დასაბამსა იტყჳს? სალმობათა მათ მოწევნადთა ჰურიასტანსა ზედა. ესე იგი არს: ოდეს მოიწეოდინ მათ ზედა რისხვითა მით ზეგარდამოჲთა სალმობანი და ძჳრნი, მაშინ სასწაულად მოწევნადისა მის რისხვისა იყვნენ ძრვანი და სიყმილნი და სრვანი ადგილ-ადგილ ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა. ესე რაჲ იხილოთ, ცანთო, ვითარმედ დასაბამი არს სალმობათა მათთაჲ.

მაშინ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფებაჲ ჰრომთაჲ აღიძრას ჰურიასტანსა ზედა და ეგჳპტესა და სპარსეთსა და სომხითსა. რამეთუ ესრეთცა იქმნა: პირველად სხუათა მათ ჰბრძოდეს და მერმე მიაქციეს ყოველი ბრძოლაჲ ჰურიასტანსა ზედა. ხოლო ისმინეთ შემდგომიცა:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:4-8 — ცრუ ქრისტეები და განსაცდელთა დასაბამი:

4-5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. - ამბობს, რომ მრავალი გამოჩნდება ისეთი, რომელიც თავს ქრისტედ გამოაცხადებს; მართლაც, დოსითეოს სამარიელი ამბობდა, მე ვარ ქრისტე, რომლის, ვითარცა წინასწარმეტყველის, შესახებ მოსემ იწინასწარმეტყველაო. ასევე, სიმონ სამარიელიც თავის თავს ღმრთის დიდ ძალას უწოდებდა.

6-8. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად.  ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. - უფალი რომაელების იერუსალიმთან ბრძოლაზე საუბრობს. მაგრამ, - ამბობს იგი, - არა მხოლოდ ბრძოლები იქნება, არამედ შიმშილობაცა და ჭირიც, რითაც აჩვენებს, რომ იუდეველებზე ღმრთისგან მოვლენილი რისხვა მოაწევს. რადგან, უკეთუ ბრძოლებზე კიდევ შეიძლება თქმა იმისა, რომ მათ ადამიანთა ბოროტება წარმოშობს, შიმშილობა და ჭირი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის