მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:14

13. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა.14. მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ15. და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი.
სახარებაჲ მათესი თავი 26
14. მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა სახელი ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთმოძღუართა და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა იგი მისცეს მათ“ (26,14-16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ოდეს საკჳრველნი ესე საქმენი აღესრულებოდესო, ოდეს ესოდენ განეფინა წყალობაჲ მისი, ვიდრე დედანიცა მეძავნი მოიქცეოდეს, ოდეს სიმრავლე იგი ცოდვათაჲ აღიჴოცებოდა, ოდეს ესმა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა“, მაშინ საეშმაკოჲ იგი საქმე იწუართა უბადრუკმან მან და არა შეიკდიმა. რაჲსათჳს აჴსენა მახარებელმან ქალაქი მისი? რამეთუ იყო სხუაჲცა იუდა - იაკობისი.

„მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი“. არა ჰრიდა ამისაცა თქუმად, თუ: „ათორმეტთაგანი“, არცა სირცხჳლ-იჩინა. ესრეთ არცა ერთსა საყუედრელთა საქმეთაგანსა ჰფარვენ მახარებელნი, არამედ ყოველსავე ჭეშმარიტებით იტყჳან; რამეთუ ძალ-ედვა ესრეთ ლიტონად თქუმად, თუ: ერთი მოწაფეთაგანი, რამეთუ იყვნეს სხუანიცა.

ხოლო აწ განცხადებულად თქუა, „ათორმეტთაგანიო“. ესე იგი არს, რჩეულისა მისგან და პატივცემულისა კრებულისა, რომელი იყო პეტრეს თანა და იოვანესა, მან ქმნა განცემაჲ იგი; რამეთუ ყოველსავე ზედა ჭეშმარიტებისა თქუმად მოსწრაფე არიან და არა დაფარვად. ამისთჳს სასწაულთა მრავალთა თანაწარჰჴდებიან, ხოლო რომელ-იგი საყუედრელად და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:14-16 — იუდას მოღალატეობა:

14-16. მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ. - როცა უცხო ქალმა, თანაც მეძავმა უფალს ასე დიდი პატივი მიაგო, მოწაფე სწორედ მაშინ წავიდა, რათა გაეცა იგი. ამაოდ როდია ნათქვამი:მაშინ წავიდა, არამედ იგი იუდას ურცხვობას წარმოაჩენს. ისკარიოტელი იმიტომ დაუმატა, რომ ამით დაეზუსტებინა, რომელ იუდაზე იყო ლაპარაკი, რადგან სხვა იუდაც არსებობდა, იუდა ლებბაიოსი. ეს გამცემი იუდა წარმოშობით ერთ-ერთი სოფლიდან იყო, რომელსაც ისკარა ეწოდებოდა. მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი, ანუ შეთანხმდნენ და მიცემა დაადგინეს და არა მაშინვე **მიუწონეს,**როგორც ამას ბევრი ფიქრობს. იუდა ხელსაყრელ ჟამს ეძიებდა, რათა მაშინ გაეცა, როცა მარტო იქნებოდა. რადგანაც ხალხის ეშინოდათ, იუდა მოისყიდეს, რომ მას ეცნობებინა, როდის დარჩებოდა იესო მარტო.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის