თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ვნებისა და ჯუარ-ცუმისათჳს მიუთხრა, აწ კუალად შემოიღებს სიტყუასა აღდგომისათჳს. და კეთილად აჴსენა სასუფეველი და აღდგომასა თჳსსა ესრეთ უწოდა, რამეთუ აღდგომითა მისითა გჳჴსნნა ჩუენ მონებისაგან ეშმაკისა და დაგუამორჩილნა სუფევასა მამისა თჳსისასა და მკჳდრ სასუფეველისა ყო ბუნებაჲ ჩუენი. ამისთჳს ჟამსა მას აღდგომისა მისისასა უწესს სასუფეველად მამისა. რამეთუ ვინაჲთგან აღდგა ქრისტჱ მკუდრეთით, სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, რომელნი-იგი პირველ განდგომილნი იყვნეს და წარწყმედულნი, ვითარცა პავლე იტყჳს: „უცხო ცხორებისაგან, სასოებაჲ არა აქუნდა და უღმრთო იყვნეს სოფელსა შინა. ხოლო აწ ეგერა ქრისტე იესუჲს მიერო თქუენ ეგე, რომელნი იყვენით ოდესმე შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა ქრისტესითა“. ამას სახელ-სდებს აწ სასუფეველად - აღდგომასა თჳსსა, ოდეს-იგი სუფევდა ღმერთი წარმართთა ზედა და იჴსნნა იგინი მონებისაგან ეშმაკისა. და ეტყჳს მოციქულთა, ვითარმედ: „არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი თქუენ თანა სასუფეველსა მამისა...
სახარებაჲ მათესი 26:29
28. ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.29. ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.30. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
სახარებაჲ მათესი თავი 26