თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს ზედამოუჴდეს შემპყრობელნი იგი, არა ივლტოდეს მოწაფენი, არამედ განემზადებოდეს წინააღდგომად, ხოლო ესმა რაჲ სიტყუაჲ უფლისაჲ და ცნეს, ვითარმედ ნეფსით მისცემს თავსა თჳსსა, მერმე ივლტოდეს; და ერმან მან უშჯულომან შეიპყრეს უფალი ჩემი და შეკრეს და წარიყვანეს მღდელთმოძღურისა.
ხოლო პეტრე მისდევდა მას, რამეთუ დიდ იყო მჴურვალებაჲ მისი და არა ივლტოდა, ვითარ სხუანი იგი, არამედ მისდევდა უფალსა. იოვანეცა ეგრეთვე ყო, გარნა იგი მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა, სადა-იგი შეკრებულ იყვნეს ყოველნი იგი წინამძღუარნი უღმრთოებისანი; მუნ იღჳძებდეს და მოელოდეს ბოროტისა მის ზრახვისა სრულ-ყოფად, რამეთუ არცა თუ პასექი ჭამეს მაშინ, ვითარცა იტყჳს იოვანე, ვითარმედ: „მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა შეჭამონ პასექი იგი“. რაჲ არს ესე?
გუასწავა მახარებელმან, ვითარმედ სხუასა დღესა ჭამეს და შჯული დაჰჴსნეს წადიერებისა მისგან, რომელ აქუნდა მოკლვად იესუჲსა. ხოლო ქრისტე არა გარდაჰჴდა შჯულსა, არამედ ჟამსა მას განწესებულსა აღასრულა...