მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:68

67. მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს68. და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?69. ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა.
სახარებაჲ მათესი თავი 26
68. და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ საშინელი იგი ხილვაჲ! ჵ შესაძრწუნებელი საქმე! პირსა მას, რომელი „ზღუამან იხილა და შეძრწუნდა“, რომელი მზემან იხილა ჯუარსა ზედა და ბრწყინვალებაჲ თჳსი დაფარა, ჰნერწყჳდეს და სცემდეს მონანი შეურაცხნი და უნდონი. ვის ესმას ესე და არა შეძრწუნდეს? ვინ არა განცჳბრდეს და განკჳრდეს? კურთხეულ არს და დიდებულ სახელი შენი, მეუფეო კაცთმოყუარეო, რომელმან ჩუენისა ცხორებისათჳს ესე ყოველი თავს-იდევ. „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა შენთა, უფალო, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი შენნი?“

ხოლო იხილე უშჯულოთა მათ სიბოროტე! ვინაჲთგან თანამდებად სიკუდილისა დასაჯეს, რაჲსათჳსღა ესრეთ სტანჯვიდეს? რამეთუ ვითარცარაჲ ნადირი მჴეცმან პოის, ესრეთ აჩუენებდეს ყოველსავე გულისწყრომასა თჳსსა და იშუებდეს შურის-გებითა მით მისითა.

ხოლო შენ იხილე, ძმაო, მახარებელთა იგი ჭეშმარიტებაჲ, ვითარ ყოველსავე, რომელიცა საყუედრელად ჩანს, იტყჳან გამოწულილვით და არარას დაჰფარვენ, არცა სირცხჳლ-უჩნს, არამედ უფროჲსად სიქადულად და დიდებად აქუს. და ჭეშმარიტად ეგრეთცა არს,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:57-68 — სამსჯავრო კაიაფას წინაშე:

55-58. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა. - მაშინ, როცა სხვა მოწაფეები გაიქცნენ, პეტრე, რომელსაც მასწავლებელი მხურვალედ უყვარდა, შორიახლო მისდევდა მას. მართალია, უფალს იოვანეც მიჰყვებოდა, მაგრამ არა როგორც მოწაფე, არამედ როგორც მღვდელმთავრის ნაცნობი.

59-60. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, და არა ჰპოებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუ-მოწამენი, და არა პოვნეს. - იესო კაიაფასთან მიიყვანეს, რადგანაც იმ წლის მღვდელმთავარი იგი იყო. ღამე სხვებმაც იქ გაათიეს და რადგანაც უფლის მოკვლას ელოდებოდნენ, პასექიც არ უჭამიათ, რითაც სჯული დაარღვიეს. თავად უფალმა პასექი დადგენილ დროს ჭამა, მათ კი, ოღონდ იესო მოეკლათ და სჯულიც არაფრად ჩააგდეს.

60-64. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის