ჵ საკჳრველი საქმე! ოდეს ერი იგი მივიდა მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ქრისტესა, ესოდენ დუღდა პეტრე მჴურვალებითა, რომელ მახჳლი იჴადა და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა; და აწ, ოდეს ესოდენნი ძჳრის-ზრახვანი ჰურიათანი ესმოდეს და უჴმდა უმეტეს განრისხებაჲ მათა მიმართ, უვარ-ყო უფალი და მოძღუარი თჳსი და ესოდენ შე-შინდა, რომელ ერთისა უნდოჲსა ქალისა სიტყუაჲ ვერ თავს-იდვა, და არა ერთგზის ოდენ, არამედ ორგზის და სამგზისცა ერთსა შინა ჟამსა; და არცა თუ მთავართა და მძლავრთა წინაშე, არამედ გარე ეზოსა, სიტყჳთა მონა-თა და მჴევალთაჲთა. და ვერცა თუ აგრძნა ადრე დაცემაჲ თჳსი, რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „მოიქცა უფალი და მიხედნა პეტრეს. და მაშინღა მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ“. ხოლო თავით თჳსით მო-ცავერ-იგონა, არამედ მიხედვაჲ უფლისაჲ ექმნა მას მამხილებელ და მომჴსენებელ, ესოდენი შიში დაცემულ იყო მის ზედა.
ხოლო მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: პირველსა მას უარის-ყოფასა მისსა ქათამმან ჴმა-ყო პირველი ჴმობაჲ; და მესამესა უარის-ყოფასა მეორედ ჴმა-ყო. ესრეთ...