თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იხილა, ვითარმედ ქრისტე არარას მიუგებს, არცა განიმართლებს თავსა თჳსსა, სხუაჲ ღონე მოიპოვა, რაჲთამცა განარინა იგი, და ეტყჳს: უკუეთუ არა გნებავს, ვითარცა უბრალოჲსა განტევებაჲ, ბარე ვითარცა პყრობილი მიანიჭეთ ეგე დღესასწაულსა ამას. იხილეა წინაუკუმოჲ ესე წესი? გამოთხოვაჲ პყრობილისაჲ ერსა მას თანაედვა, და მინიჭებაჲ მთავრისაჲ იყო, ხოლო აწ წინააღმდგომი იქმნა, და მთავარი ჰპატიჟობს ერსა და ითხოვს მათგან, რაჲთა განუტეოს ქრისტე. და არა შეიკდიმეს უღმრთოთა მათ, არამედ უფროჲს ღაღადებდეს და ამბოხებდეს უმიზეზოდ და უბრალოდ, რამეთუ ემხილებოდა დუმილითა მისითა მათი იგი სიცბილი.
სახარებაჲ მათესი 27:16
15. ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს ერსა მას ერთი პყრობილი რომელიცა უნებნ მათ.16. ხოლო ჰყვა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა.17. და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?
სახარებაჲ მათესი თავი 27