თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ქმნა ესე პილატე? ვინაჲთგან ჯუარ-ცუმად მისცემდა, შოლტითა რაჲსათჳსღა სცა? ამისათჳს, რაჲთა ჰურიანი მოიმადლნეს. ესოდენ უგუნურ იყო, ესოდენ ცოფ, არა გულისჴმა-ყვნა სასწაულნი მისნი და საკჳრველებანი იგი, ძჳრუჴსენებლობანი და დუმილი მისი ყოველთა მათ შესმენათა ზედა, რომელ-იგი კმა იყო ქვათაცა მოდრეკად. რამეთუ ვინაჲთგან ლოცვითა მით და შეწუხებითა და მრავლითა სახითა კაცებაჲ აჩუენა, აწ კუალად დუმილითა მით და შეურაცხებითა შესმენათა მათთაჲთა უზეშთაესსა მას საზომსა აჩუენებს, რაჲთა გულისჴმა-ყონ, ხოლო იგინი ყოვლადვე მოუდრეკელ იპოვნეს. რამეთუ ოდეს ვნებისა რაჲსაგანმე დაითროს სული, ძნელ არს განღჳძებაჲ და განფრთხობაჲ მისი.
სახარებაჲ მათესი 27:26
25. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა.26. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას.27. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი.
სახარებაჲ მათესი თავი 27