სახარებაჲ მათესი 27:28
27-30. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. - მაშინ ასრულდა სიტყვა დავითისა: საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე (). რადგან მეომრები უგენურნი იყვნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც შეეფერებოდათ: ვითარცა მეფე, პორფირის ნაცვლად ქლამინდით შემოსეს, ნაცვლად სკიპტრისა ლერწამი მისცეს, ხოლო დიადემის მაგივრად - ეკლის გვირგვინი; დაცინვით თაყვანს სცემდნენ, რადგანაც მუხლის მოყრა თაყვანისცემის ნიშანია. ნახე, როგორ გამოიყენეს აბუჩად აგდების ყოველი ხერხი! სახე ფურთხით შეუგინეს, თავი - გვირგვინით, ხელები - ლერწმით, დანარჩენი სხეული - ქლამინდით, ხოლო ყურები - ბილწი სიტყვებით. მაგრამ ყოველივე ეს, რასაც აკეთებდნენ, შენ ამასთან ერთად ქრისტეს მიერ აღსრულებულ...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის