მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:39

38. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით.39. ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა40. და იტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით!
სახარებაჲ მათესი თავი 27
39. ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე ესმოდის ვისმე ესე ყოველი და ჰრცხუენოდის, რომელ-იგი უფალი და მაცხოვარი და მეუფე ყოველთაჲ დაისაჯა პილატეს მიერ და ჰურიათაგან ჯუარს-ეცუა, შეიკრა, იგუემა, ეკიცხევდეს და ემღერდეს და ბასრობდეს და ყოველი ძჳრი და ტანჯვაჲ შეამთხჳეს. ამის ყოვლისათჳს ნუუკუე ვინმე მორწმუნეთაგანი კდემულ არს და თავდადრეკილ.

რამეთუ მზემანცა ვერ თავს-იდვა ხილვაჲ იგი, არამედ დაბნელდა, რაჲთა სხუათაცა თუალნი გარემიაქცინეს ხილვისა მისგან. და არღარა ზრუნვიდა მცნებასა მას, რომელი მიეღო ნათობად კაცთა, არამედ იკადრა გარდასლვად, იხილა რაჲ, ვითარ რომელმან მცნებაჲ იგი ბრძანა მეუფემან, აწ კაცთაგან ევნებოდა და იტანჯებოდა.

გარნა უკუეთუ მიზეზი იგი ვისწავოთ, თუ რაჲსათჳს ვნებაჲ იგი თავსიდვა უფალმან, არღარა გურცხუენოდის, არამედ გჳკჳრდეს სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ მისი და ვიქადოდით, ვითარცა პავლე, ჯუარითა ქრისტესითა. ამისთჳს მოყავთ, ძმანო, ყური თქუენი და ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი: რამეთუ არა თუ თავისა თჳსისათჳს ევნებოდა უფალსა, „რომელმანიგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, არამედ ჩუენთჳს ელმოდა და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:33-44 — ჯვარცმა და გმობა:

33-37. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. - თხემისა ადგილი იმიტომ ეწოდებოდა, რომ მამათა გადმოცემის მიხედვით, იქ ადამი იყო დაკრძალული. როგორც ჩვენ ყველანი ადამში მოვკვდით, ასევე ქრისტეში უნდა გავცოცხლდეთ. ნუ შეგაშფოთებს, როცა მახარებლებს მოუსმენ, რომელთაგან მათე ამბობს, რომ უფალს ძმარი და ნაღველი მიუტანეს, მარკოზის თქმით - შემურვილი ღვინო, ხოლო იოვანეს მიხედვით - უსუპით ძმარი და ნაღველი, რადგან მრავალთაგან მრავალი რამ ხდებოდა, როგორც ეს უწესრიგო ბრბოს სჩვევია და ყველა სხვადასხვაგვარად იქცეოდა. როგორც ჩანს, ერთმა რომ ღვინო მიუტანა, მეორემ ძმარი - ნაღველთან ერთად. სიკვდილისათვის მრავალი საშუალება არსებობს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის