მარადის საცთური თავსა თჳსსა დაჰჴსნის და ჭეშმარიტებასა უნებლიეთ შეეწევის, ვითარცა-ესე აწცა იქმნა. და გულისჴმა-ყავთ, თუ ვითარ ჯერ-იყო, რაჲთა სარწმუნო იქმნას, ვითარმედ მოკუდა ქრისტჱ ჴორცი-თა და დაეფლა და აღდგა. და ესე ყოველივე სარწმუნო იქმნა უფროჲსად სიტყუათა მათგან ჰურიათაჲსა, რამეთუ იტყოდეს: „მოვიჴსენეთო, რამე-თუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო“. აჰა წამებაჲ სიკუდილისა მისისათჳს, ვითარმედ ჭეშმარიტად თავს-იდვა სიკუდილი. „აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგიო“. აჰა წამებაჲ, ვითარმედ დაეფლა. „ნუუკუე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი“. აჰა კუალად წამეს, ვითარმედ: უკუეთუ დაიკრძალოს საფლავი იგი, არღარა აქუს სიტყუაჲ თქუმად, თუ: წარიპარეს, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ ჭეშმარიტად აღდგა. ჰხედავთა, ვითარმედ უნებლიეთ თანაეწამებიან ჭეშმარიტებასა? და იხილეთ ჭეშმარიტებისმეტყუელებაჲ მოციქულთაჲ, ვითარ სიტყუათა მათ მტერთასა არა დაჰფარვენ, დაღაცა-თუ საყუედრელ იყვნენ. რამეთუ აჰა ესერა მაცთურით ხადეს უღმრთო-თა მათ და მაცთურთა მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა, და არცა ესე დაიდუმეს მახარებელთა აღწერად, რაჲთა...
61. იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას.62. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა63. და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო.
სახარებაჲ მათესი თავი 27