მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:66

65. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.66. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.
სახარებაჲ მათესი თავი 27
66. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასისაგანნი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. ხოლო იგინი მოვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა დასისა თანა“ (27,65-66).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ინება პილატე, რაჲთამცა მჴედართა ოდენ დაჰკრძალეს. რამეთუ ესმოდა რაჲ სიტყუაჲ ესე აღდგომისაჲ, ესრეთ განაგო, რაჲთა არარაჲ აქუნდეს მათ სიტყუაჲ. რამეთუ უკუეთუმცა დასისაგანთა მათ დაეკრძალა მარტოდ, აქუნდამცა ჰურიათა სიტყუაჲ ცუდი, თუ: დასისაგანთა მათ განსცეს. ამისთჳს ეტყჳს პილატე: წარვედით, თქუენ თჳთ დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით; ვინაჲთგან ცოცხალთა მაგათ მკუდრისა მისგან გე-შინის, გაქუს დასისაგანნი, განეწყვენით ერთისა მიმართ მრავალნი ეგე, დაჰკრძალეთ მკუდარი იგი საშინელი თქუენ, ვითარცა გნებავს. გნებავს თუ დაბეჭდვაჲ, დაჰბეჭდეთ; გნებავს თუ ჯაჭჳთა რკინისაჲთა შეკრვაჲ, შეკართ კარი იგი საფლავისაჲ. ნუ იტყჳთ უკუანაჲსკნელ, თუ: ესე რაჲმე დავაკლეთ ცვასა მას. წარვედით, დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. უკუეთუ ვინ მოწაფეთაგანი ნაზარეველისაჲთა მოვიდეს, მახჳლითა მოკალთ. დადეგით და სცევდით უცთომელად, რაჲთა არარაჲ იყოს მიზეზი ანუ შიში წარპარვისაჲ გუამისა მის იესუჲსი.

მაშინ მიიხუნეს მთავრისაგან დასისაგანნი იგი მტერთა მათ ჭეშმარიტებისათა, მიიწინეს საფლავად უფლისა, დაჰკრძალეს ლოდი იგი და დაჰბეჭდეს, დაუტევნეს მცველნი ცვად და წარვიდეს. და ყოველივე ესე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:62-66 — საფლავის დაბეჭდვა:

62-66. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა. - შაბათ დღეს შაბათს არ უწოდებს, რადგან იუდეველთა ბოროტების მიხედვით თუ განვსჯით, ის არც იყო შაბათი. მაშინ, როცა სჯული ამბობდა, რომ შაბათ დღეს თავისი ადგილიდან არავინ უნდა დაძრულიყო, უსჯულო იუდეველები, ნაცვლად კანონიერი (სჯულისმიერი) კრებისა, უცხოტომელ პილატესთან შეიკრიბნენ. ისინი პილატესთან თავიანთი ბოროტებით აღძრულნი მივიდნენ და საფლავის დაცვა მოითხოვეს. ესეც ღმრთის განგებულებაა, რომ აღდგომა დაბეჭდული და დაცული საფლავიდან მტრების დამოწმებით უნდა მომხდარიყო....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის