მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:7

6. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.7. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.8. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე.
სახარებაჲ მათესი თავი 27
7. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმინდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. და ზრახვა-ყვეს და მოიღეს ვეცხლი იგი და მოიყიდეს მი-თა აგარაკი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“ (შდრ. იერ. 32,9); (ზაქ. 11,13) (27,6-10).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო პეტრე ჯდა ეზოსა შინა. და მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: შენცა იყავ იესუჲს თანა, ნაზარეველისა. ხოლო მან უარ-ყო წინაშე ყოველთა და თქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესე იყო იესუჲს თანა, გალილეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი და ჰრქუეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო პეტრე შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმა იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრეღა არა ეყივლოს ქათამსა, სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე პეტრე და ტიროდა მწარედ“ (26,69-75).

ჵ საკჳრველი საქმე! ოდეს ერი იგი მივიდა მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ქრისტესა, ესოდენ დუღდა პეტრე მჴურვალებითა, რომელ მახჳლი იჴადა და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა; და აწ, ოდეს ესოდენნი ძჳრის-ზრახვანი ჰურიათანი ესმოდეს და უჴმდა უმეტეს განრისხებაჲ მათა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:1-10 — ქრისტეს გადაცემა და იუდას აღსასრული:

1-2. და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუ ართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.- ნახე, როგორ შეიპყრო ყველანი ეშმაკმა და დაარწმუნა, რომ იმ დღეებში მოეკლათ, რომელთა განმავლობაშიც სხვა ცოდვათა გამო მრავალი მსხვერპლისა და ძღვენის შეწირვა ჰმართებდათ - უმანკოებისა და სიწმინდის დღეებში. მათ კი ქრისტე შეკრეს და მმართველთან - პილატესთან მიიყვანეს, რომელიც პონტოდან იყო, მაგრამ რომაელთა ქვეშევრდომი და მათ მიერ წარგზავნილი იუდეას მმართველად. მათ პილატეს ქრისტე, ვითარცა ჭეშმარიტი მეამბოხე და მეფის წინააღმდეგ ბოროტგანმზრახველი, ისე გადასცეს.

3-5. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. - იუდამ დაფიქრება იმაზე, რაც მოხდა, დააგვიანა და თუმცა მოინანია, მაგრამ არასწორად:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის