თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ დედათა წინაჲთვე აწუევს სული წმიდაჲ ხარებად მოციქულთა და ეტყჳს პირითა ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა: „დედანი ეგე მომავალნი ხილვად მოვედით“. ამისთჳსცა მირბიოდეს სიხარულით ხარებად მოციქულთა.
სახარებაჲ მათესი 28:6
5. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ.6. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი.7. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ.
სახარებაჲ მათესი თავი 28