თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე იოვანე სხჳთა სახითა იტყჳს წოდებასა მათსა, ვითარმედ: ანდრეას, ძმასა პეტრესსა, ესმა წინამორბედისაგან, ვი-თარ იტყოდა იესუსთჳს, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“, და მისდევდა მას; და მან პოვა ძმაჲ თჳსი სიმონ და მოიყვანა იგი იესუჲსა. ხოლო აწ ესერა ამან მახარებელმან ესე თქუა, ვითარცა გესმა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მეორე არს წოდებაჲ ესე, და ესე ცხად არს მრავალკერძო, რამეთუ ოდეს იქმნა იგი, რომელსა იოვანე იტყჳს, არღა მიცემულ იყო ნათლისმცემელი საპყრობილედ. ხოლო ესე წოდებაჲ, მათეს მიერ აღწერილი, შემდგომად იოვანეს წინამორბედისა მიცემისა იქმნა, და მუნ ანდრეა უწოდა პეტრეს, ხოლო აქა ორთავე - იესუ. და კუალად იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „მიხედნა იესუ სიმონს და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“. ხოლო ვითარცა აქა მათე გუაუწყებს, პირველვე წოდებულ იყო პეტრე, რომელ არს კლდე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი“. და კუალად იგი წოდებაჲ...
სახარებაჲ მათესი 4:18
18-19. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე, და პრქუა მათ. - ისინი იოვანეს მოწაფენი იყვნენ და ქრისტესთან მაშინ მივიდნენ, როდესაც იოვანე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ როცა იოვანეს შეპყრობა იხილეს, კვლავ მეთევზურობას დაუბრუნდნენ. ამგვარად, მოვიდა რა ქრისტე, მოინადირა ისინი ამ სიტყვებით:
19-20. მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. - ნახე, როგორი მორჩილნი იყვნენ, მაშინვე გაჰყვნენ, აქედან ჩანს, რომ ეს მეორე მოწოდება იყო. ქრისტესგან განსწავლულებმა, შემდეგში დატოვეს იგი, მაგრამ იხილეს თუ არა, იმწამსვე მზად იყვნენ, რომ კვლავ შედგომოდნენ.
21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა. - რჩენა მოხუცებული მამისა და თანაც რჩენა პატიოსანი შრომით, - მართლაც დიდი სათნოებაა. გან-რაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა. - რადგანაც ღარიბები იყვნენ,...
დღეს წარკითხული სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, როდის და რა სახით ამოარჩია უფალმან ათორმეტნი მოციქულნი თვისნი. მოთხრობასა ამას შინა უმეტესად მიიზიდავს ჩვენს ყურადღებასა ის, რა ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა და მსწრაფლ შეუდგნენ მას: და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას. აჰა, რა სახით ჰქონდა გული უბრალოთა ამათ მეთევზეთა განმზადებული სმენად ღვთის წოდებისა. რაკი მაცხოვარმან იხმო იგინი, აღარც ეჭვი, აღარც შიში, აღარც რყევა რომელიმე ანუ სიყვარული მშობელთა, ანუ სიყვარული მონაგებთა აღარ დააბრკოლებს მათ. გული ეტყვის მათ, რომელ კეთილ არს წოდება ესე, ჭკუა მათი შეაგონებს, რომელ იგინი ვერ იშოვნიან ამაზე უკეთესსა მოძღვარსა და განმანათლებელსა, სინიდისი ამხილებს მათ, რათა არა დაჰკარგონ კეთილი ესე შემთხვევა, არამედ ისარგებლონ მით და იგინი მაშინვე დაემორჩილებიან ხმასა უფლისასა: ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას.
აჰა, ძმაო საყვარელო, კეთილი მაგალითი და სწავლა შენთვის თუ გსურს მიღება სწავლისა და მაგალითისა!...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის