მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვითარცა ესმა იესუს, რამეთუ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა, დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა“ (4,12-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა და განეშორა კერძოთა მათგან? კუალადცა გუასწავებს ჩუენ, რაჲთა არა წარმდებებით და ცხარედ შთავაგდებდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, არამედ ადგილ-ვსცემდეთ და ვეკრძალებოდით, რამეთუ არა საბრალობელ არს რიდობაჲ განსცდელ-თაგან და არამიცემაჲ თავთა თჳსთაჲ, არამედ ოდეს მივეცნეთ განსაცდელად, უკუეთუ არა ახოვნად დავდგეთ, იგი არს საბრალობელ. ამის უკუე წესისა სწავლად და შურისა მისგან ჰურიათაჲსა ნუგეშინის-ცემად წარვიდა კაპერნაუმს, და მუნ მისლვაჲცა მისი ჯეროვან იყო და კეთილ, რამეთუ მივიდა კაპერნაუმს: ერთად - რაჲთა სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი აღესრულნენ, და მეორედ - რაჲთა მოძღუარნი იგი ყოვლისა სოფლისანი მოინადირნეს; და მუნ იქცეოდეს იგინი ჴელოვნებისა მის მა-თისა საქმედ.

იხილეთ უკუე, ვითარ ოდესცა მახლობელად კერძოთა მათ წარმართ-თასა მივიდოდის, ჰურიათაგან მიიღებს მიზეზსა, რამეთუ აქაცა, აღდგეს რაჲ წინამორბედსა ზედა და მისცეს იგი საპყრობილედ, მომატყუებელ იქმნეს უფლისა წარსლვად გალილეად წარმართთა. ამისთჳსცა წინაჲთვე ქადაგებდა ესაია წინაწარმეტყუელი მისლვასა მისსა და იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ. ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუჩნდა დიდი“ (4,15-16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბნელსა არა ხილულსა იტყჳს, არამედ ბნელსა მას საც-თურისასა და არმურსა უღმრთოებისასა. ამისთჳსცა თქუა: „რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუჩნდა დიდი“, რამეთუ რაჲთა სცნა, ვითარმედ არცა ნათლისა ხილულისათჳს იტყჳს, არცა ბნელისა ამისთჳს. ოდეს-იგი ნათლისათჳს იტყოდა, ესრეთ თქუა: „ნათელი გამოუჩნდა დიდი“, რომელ-იგი სხუასა ადგილსა „ნათელი ჭეშმარიტი“1 თქუა მახარებელმან, ხოლო ბნელი რაჲ აჴსენა, „აჩრდილად სიკუდილისა“ სახელ-სდვა მას. ხოლო რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა მათ ძიება-ყვეს ხილვად ნათელი იგი ბრწყინვალე, არამედ თჳსით აღმოუბრწყინდა მათ სი-

1 იოან. 1,9.

მართლისა მზე, ამისთჳს ღაღად-ყო, ვითარმედ: „ნათელი გამოუჩნდა მათ დიდი“. არა იგინი მირბიოდეს ნათლისა, არამედ ნათელი წყალობით გამოუბრწყინდა.

და ნანდჳლვე სრულად განწირულ იყო ნათესავი კაცთაჲ პირველ ქრისტეს მოსლვისა, რამეთუ არცა თუ ვიდოდეს ბნელსა, არამედ სხდეს ბნელსა სასოწარკუეთილნი და განწირულნი ესოდენ, რომელ ყოვლადვე ვერ ეძლო ზეაღხილვაჲ ანუ აღდგომაჲ, რამეთუ უკუნი იყო ბნელი იგი, უკუნი და „აჩრდილი სიკუდილისაჲ“. რაჲ არს „აჩრდილი სიკუდილისაჲ“? ჴელმწიფებაჲ და უფლებაჲ მისი, რამეთუ დაღაცათუ ქუეყანასა ზედა იყვნეს, არამედ მისსა უფლებასა ქუეშე იქცეოდეს შეწყუდეულნი ბნელსა შინა, ვინაჲცა ჴელმწიფებაჲ აქუნდა მას კაცად-კაცადისა წარტაცებად და დილეგსა მას ჯოჯოხეთისასა შეყენებად, რომლისათჳს იგივე წინაწარმეტყუელი ესაია ღაღადებს და იტყჳს: „ვყავთ აღთქუმაჲ ჯოჯოხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ნაძლევი“,1 რომლითაცა მოასწავებს ჩუენსა მას სიკუდილისადა დამორჩილებასა, რომელსა აქა აჩრდილად უწოდა. არამედ გამობრწყინდა რაჲ დიდი იგი და მიუაჩრდილებელი ნათელი, განქარდა წყუდიადი, ბნელი სიკუდილისაჲ, რამეთუ მოვიდა უფალი, მოვიდა ცხორებაჲ, მოვიდა და მაცხოვნნა ჩუენ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (4,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მიერითგან იწყო“. ოდითგან? ვინაჲთგან მიეცა იოვანე საპყრობილედ. და რაჲსათჳს პირველითგან არა ქადაგებდა, ანუ რად საჴმარ იყო მისა ქადაგებაჲ იოვანესი, ვინაჲთგან აქუნდა თანამსრბოლად ქადაგებაჲ იგი საქმეთა მისთაჲ? რაჲთა მისიცა დიდებაჲ უმეტესად ბრწყინვიდეს და საცნაურ იქმნას, ვითარმედ მისთჳს ქადაგებდეს სხუანიცა წინაწარმეტყუელნი, და ვითარმედ იგი არს უფალი ყოველთაჲ; ვითარცა ეტყოდა ზაქარია იოვანეს: „და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მის-თა“,2 და რაჲთა არცა ერთი რაჲ მიზეზი აქუნდეს ურცხჳნოთა მათ და მედგართა ჰურიათა, ვითარცა უფალმან ბრძანა, ვითარმედ: „მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“.3

და კუალად შუენიერცა იყო და ჯეროვან სხჳსა მიერ წამებაჲ და ქადაგებაჲ მისთჳს, და უფროჲსად ესევითარისა საკჳრველისა კაცისაგან, რამეთუ უკუეთუ ესოდენთა და ესევითართა წამებათა ზედა ეტყოდესვე

1 ესაია 28,15. 2 ლუკ. 1,76. 3 მათ. 11,18-19.

ურჩულონი იგი, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“,1 უკუეთუმცა ყოვლადვე არარაჲ ეთქუა იოვანეს, არამედ თავადსამცა ეწყო პირველითგანვე თავისა თჳსისათჳს ქადაგებად, რავდენ უმეტესიმცა და უძჳრესი თქუეს სავსეთა მათ ყოვლითავე საეშმაკოჲთა საქმითა.

ამისთჳს არა ქადაგა პირველ მისა, არცა სასწაული ქმნა, ვიდრემდის მიეცა იგი საპყრობილედ, რაჲთა არა იქმნას განწვალებაჲ ერისაჲ, არამედ ყოველნი მივიდოდინ იოვანესა და ისმენდენ ქადაგებასა, რომელსა ქადაგებდა და წამებდა უფლისათჳს და ეტყოდა ყოველთა, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რაჲთა უკუანაჲსკნელ არა აქუნდეს სიტყუაჲ თქუმად, ვითარმედ არავინ წამებს მისთჳს. რამეთუ ამისთჳს არცა ერთი სასწაული ქმნა იოვანე, რაჲთა უაღრესი იგი საქმე უფლისა მიერ აღესრულოს და ცნან ყოველთა, ვითარმედ უზეშთაეს არს იოვანესა. რამე-თუ უკუეთუ ამას ყოველსა ზედა მოშურნედ იყვნეს მისა მიმართ მოწაფენი იოვანესნი და მრავალნი ჰგონებდეს იოვანესთჳს, თუ იგი არს ქრისტე, უკუეთუმცა არა ესრეთ განგებულ იყო საქმე იგი, არამცა უძჳრესსა წარემატნესა უგულისჴმონი იგი? ამისთჳსცა აცადა, რაჲთა ვიდრემდის იქცეოდის იოვანე, იგი ქადაგებდეს და წამებდეს მისთჳს. ხოლო მიეცა რაჲ იგი, ვითარცა მათე გუასწავებს, „მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად“; და იწყო რაჲ, იგივე ყო დასაბამად ქადაგებისა, ვინაჲცა იოვანე იწყო, რაჲთა ცნან, ვითარმედ ამისთჳს წამებდა იგი და ვითარმედ ამისი მონაჲ იყო და მსახური. ხოლო დაწყებასა სიტყჳსა თჳსისასა არარაჲ თქუა ფიცხელი და მძიმე, ვითარ-იგი მან აჴსენა ცული და მოკუეთაჲ ხისაჲ და ნიჩაბი და კალოჲ და ცეცხლი უშრეტი, არამედ სიტკბოებისა ქადაგება წინაუყო: „შეინანეთო, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“; ვინაჲთგან ჴსნად ცოდვილ-თა მოსრულ იყო და შეწყნარებად მონანულთა, ამისთჳს სინანულისათჳს ყო დასაბამი ქადაგებისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ისათხევლიდეს რაჲ სათხეველითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. და ჰრქუა მათ: მოვედით, შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე იგი და შეუდგეს მას“ (4,18-20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე იოვანე სხჳთა სახითა იტყჳს წოდებასა მათსა, ვითარმედ: ანდრეას, ძმასა პეტრესსა, ესმა წინამორბედისაგან, ვი-თარ იტყოდა იესუსთჳს, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“,2 და მისდევდა მას; და მან პოვა ძმაჲ თჳსი სიმონ და მოიყვანა იგი იესუჲსა. ხოლო აწ

1 იოან. 8,13. 2 იოან. 1,29.

ესერა ამან მახარებელმან ესე თქუა, ვითარცა გესმა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მეორე არს წოდებაჲ ესე, და ესე ცხად არს მრავალკერძო, რამეთუ ოდეს იქმნა იგი, რომელსა იოვანე იტყჳს, არღა მიცემულ იყო ნათლისმცემელი საპყრობილედ. ხოლო ესე წოდებაჲ, მათეს მიერ აღწერილი, შემდგომად იოვანეს წინამორბედისა მიცემისა იქმნა, და მუნ ანდრეა უწოდა პეტრეს, ხოლო აქა ორთავე - იესუ. და კუალად იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „მიხედნა იესუ სიმონს და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“.1 ხოლო ვითარცა აქა მათე გუაუწყებს, პირველვე წოდებულ იყო პეტრე, რომელ არს კლდე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი“. და კუალად იგი წოდებაჲ სხუასა ადგილსა იყო და ესე - სხუასა. და ესრეთ მრავლით სახით საცნაურ არს, ვითარმედ ესე წოდებაჲ მეორე იყო. რამეთუ მაშინ ესმნეს სიტყუანი უფლისანი და შეუდგეს და მერმე, იხილეს რაჲ იოვანე საპყრობილეს შეყენებული და იესუ განეშორა მათ ადგილთაგან, დაუტევეს იგი და კუალად თჳსსა ჴელოვნებასა მიექცეს. ამისთჳს პოვნა იგინი, ისათხევლიდეს რაჲ.

და იხილე მორჩილებაჲ მათი და სარწმუნოებაჲ, რამეთუ ჴელთა რაჲ შინა მათთა იყო საქმე იგი და უბრძანა მათ, მეყსეულად დაუტევეს და შეუდგეს მას. არა დრო-სცეს, არცა თქუეს: წარვიდეთ სახედ ჩუენდა და ვეზრახნეთ თჳსთა ჩუენთა, არამედ ყოველივე დაუტევეს, ყოველივე უგულებელს-ყვეს და შეუდგეს მას. რამეთუ ესევითარსა მორჩილებასა ეძიებს ჩუენგან ქრისტე, რაჲთა არცა თუ წამსა თუალისასა ვადროებდეთ შედგომასა მისსა, დაღაცათუ რაჲმე საჭიროჲ საქმე მიგჳზიდვიდეს, ყოველივე უგულებელს-ვყოთ და შეუდგეთ უფალსა. ამისთჳსცა სხუაჲ ვინმე ეტყოდა წარსლვად და დამარხვად მამისა თჳსისა და ესრეთ მოსლვად მისა, და არა შეუნდო ამისაცა ქმნად, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ უფროჲს ყოვლისა საქმისა შედგომაჲ უფლისაჲ თანანადებ არს ჩუენდა და პატიოსან, ვითარცა ესერა ნეტართა ამათ ქმნეს: ყოველივე დაუტევეს და მისდევდეს მას. დაღაცათუ რომელი-იგი დაუტევეს, არა დიდ იყო, არცა მრავალ, არამედ გულსმოდგინებაჲ მათი და სიკეთე გონებათაჲ ესევითარი იყო, რომელ და-ღაცათუმცა ყოვლისა სოფლისა უფალ იყვნეს, ესრეთ დაუტეობდეს ყოველსა, ვითარცა სათხეველნი იგი და თევზობაჲ დაუტევეს.

იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: დიდი იყო აღთქუმაჲ იგი, რომელი აღუთქუა, ვითარმედ: „გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“. არამედ უმეტესად ამისთჳს საკჳრველ არს სარწმუნოებაჲ მათი და სიკეთე გონებათაჲ, რომელ არღა ეხილვა ერთიცა სასწაული და ესრეთ ჰრწმენა სიმაღლეცა იგი სიტყჳსაჲ მის და ყოველივე შეურაცხ-ყვეს. რამეთუ ვითარცა იგინი სიტყჳთა ხოლო უფლისაჲთა მოინადირნეს, ესრეთ ჰრწმენა, ვითარმედ მათ მიერცა

1 იოან. 1,42.

მოინადირნენ კაცნი, და ეგრეთცა იქმნა მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდა მიერ და იხილნა ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, განრაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. ხოლო მათ დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას“ (4,21-22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პეტრეს და ანდრეას ჰრქუა: „შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“; ხოლო ამათ არარაჲ ესევითარი აღუთქუა, არამედ უწოდა ხოლო, და მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ თჳსი და მისდევდეს მას. უმეტესიღა აჩუენეს მჴურვალებაჲ, რომელ არცა მესათხევლე-ყოფაჲ კაცთა ესმა, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, და არავე ჰრიდეს, არცა მცონარ იქმნეს მამისა თჳსისა დატეობად, არამედ მეყსეულად მძლედ ბუნებისა გამოჩნდეს.

ხოლო იხილე, ვითარ წარმოიტყჳს მახარებელი ჴორციელსა სიგლახაკესა მათსა და სულიერსა სიმდიდრესა: განაგებდესო ბადეთა, დაძუელებულთა და დახეულთა, რამეთუ არცა თუ ახალნი აქუნდეს; ხოლო მდიდარ იყვნეს სათნოებითა. ამისთჳსცა საქმითა ჴელთა მათთაჲთა მოირეწდეს საზრდელსა და შეკრულ იყვნეს სიყუარულითა ურთიერთას კეთილნი იგი ძმანი და იქცეოდეს განუშორებელად მამისაგან თჳსისა, ჰმსახურებდეს და ჰფუფუნებდეს მას. ამისთჳსცა ღირსი მოქალაქობისა მის საღმრთოჲსა აქუნდა გონებაჲცა, წმიდაჲ და განათლებული, არა შეშფოთებული და დაბნელებული ვნებათა მიერ, არამედ განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა შრომი-თა მით ჴორცთაჲთა და სიყუარულითა და მორჩილებითა მამისაჲთა.

ვინაჲთგან უკუე ესევითარი აქუნდა წმიდაჲ და სიბრძნითა სავსე გონებაჲ, ამისთჳს, იხილეს რაჲ უფალი და ესმნეს სიტყუანი მისნი, მეყსეულად შევიდა მადლი მისი გულად მათდა. რამეთუ არა იყო ნისლი ვნებათაჲ გარემოხუეულ, რაჲთამცა არა შეუნდო მადლსა მას შინაგან შესლვად; არამედ პოა ნათელმან მან საღმრთომან გზაჲ წრფელი და განწმედილი და შევიდა გულად მათდა. და მეყსეულად ცნეს, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს წამებდა იოვანე, ესე არს, რომლისათჳს ცანი განეხუნეს და სული წმიდაჲ გარდამოჴდა და ჴმაჲ მამისაჲ ზეცით ისმოდა. ცნეს გონიერად და ჰრწმენა, ვითარმედ ესე არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, და მეყსეულად დაუტევეს მამაჲ თჳსი ნავსა შინა, არცა თანაშემწე უზრუნეს, არცა თქუეს, თუ: წარვიყვანოთ მამაჲ ჩუენი სახედ თჳსა და ეგრეთ მოვიდეთ; არამედ ვიდრე არღა ეხილვა უფალი, მორჩილებით ჰმსახურებდეს და განუსუენებდეს მას, ხოლო ვინაჲთგან უაღრესი იგი იხილეს და წოდებაჲ მისი ესმა, გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ არცაღა მამისაჲ ჯერ-არს რიდობაჲ, არცა - დედისაჲ. ამისთჳს მსწრაფლ დაუტევეს ყოველივე და მისდევდეს მას.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სასუფეველსა და განჰკურნებდა ყოველსა უძლურებასა ერისასა. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა მას ასურეთსა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისადცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი. და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და წიაღ იორდანისაჲთ, და განკურნნა იგინი“ (4,23-25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მოძღუარნი იგი და მეთევზურნი ყოვლისა სოფლისანი მოინადირნა, მიერითგან იწყო ქმნად სასწაულთა, რაჲთა წამებაჲცა იოვანესი დაამტკიცოს და ერი იგი სარწმუნოებად მოიყვანოს. ხოლო ზედაჲსზედა მოჰვლიდა ქალაქებსა და სოფლებსა და შესაკრებელთა მათთა შორის ასწავლიდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს მამისა, არცა ცთუნებად ერისა მოსრულ არს, არამედ ჭეშმარიტებისა გამოჩინებად. ამისთჳსცა სასუფეველსა ქადაგებდა, რომლისა ქადაგებასა უმეცარღა იყვნეს, და სიტყუათა თჳსთა სასწაულთა მიერ დაამტკიცებდა. რამეთუ ესრეთ იქმს მარადის ღმერთი: ოდეს უცხოჲ რაჲმე იქმნებოდის და ახლისა რაჲსამე მოქალაქობისა დაწყებაჲ შემოვიდოდის, სასწაულთა საქმესა აჩუენებს დასამტკიცებელად ყოფადისა მის საქმისა და გულისჴმისსაყოფელად ძლიერებისა მისისა.

ესრეთ უკუე პირველვე, ოდეს-იგი ეგულებოდა დაბადებაჲ კაცისაჲ, ყოველივე სოფელი დაჰბადა და მერმეღა ქმნა კაცი და მისცა რჩული იგი, რომელი განაწესა სამოთხესა შინა. და კუალად, ოდეს ნოესდა ეგულებოდა რჩულის-დებაჲ, დიდნივე საკჳრველებანი ქმნნა და ნივთნი სოფლისანი შეცვალნა და უცხოჲ იგი ზღუაჲ საშინელად წელიწად ერთ ქუეყანასა ზედა მოჰფინა და აღჴოცა ყოველივე აღმდგომი ქუეყანით, ხოლო მართალი იგი და მისთანანი ესოდენსა მას სიმძაფრესა შინა ღელვათასა უვნებელად დაიცვნა. და კუალად, აბრაჰამის ზე ეგულებოდა რაჲ რჩულის-დებად, დიდნივე სასწაულნი უჩუენნა: ძლევაჲ იგი მბრძოლთაჲ, წყლულებაჲ ფარაოჲსი, განრინებაჲ მისი განსაცდელთაგან, ჩუენებანი თითოსახენი და საკჳრველნი. და რაჟამს-იგი მოსეს მიერ შჯულს-უდებდა ჰურიათა, ნიშები იგი საკჳრველები და სასწაულნი მიუთხრობელნი აღასრულნა და მერმეღა მოსცა რჩული მთასა მას ზედა მკმოლვარესა და მოტყინარესა. ეგრეთვე აქაცა, ეგულებოდა რაჲ დიდისა მის და მაღლისა მოქალაქობისა და ახლისა რჩულისა სოფლად შემოღებად და სწავლად კაცთა, რაჲ-იგი არღასადა ასმიოდა, სასწაულთა ჩუენებითა დაამტკიცებს სიტყუათა თჳსთა და ახლისა მის შჯულისა წესსა. რამეთუ ვინაჲთგან სასუფეველსა მას რომელსა ქადაგებდა, უხილავ იყო, ხილულთა მათგან საკჳრველებათა უხილავსა მას გულისჴმა-უყოფს და დაარწმუნებს.

ხოლო შენ იხილე მახარებელისა მის გონიერი და შემოკლებული სიტყუაჲ, ვითარ არა თითოეული იგი სენთა კურნებაჲ და სასწაულთა საქმე წარმოთქუა, რამეთუ სიგრძე სიტყჳსაჲ აღურაცხელი უჴმდა თითოეულისა თქუმად, არამედ მოკლითა სიტყჳთა ურიცხუთა მათ სასწაულთა თანაწარჰჴდა და თქუა: „მოჰგურიდეს ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახე-თაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი“. და არავისგან ძებნა მაშინ სარწმუნოებაჲ, არცა ვის ჰრქუა, ვითარ-იგი ამისა შემდგომად ეტყოდა: „გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად?“1 რამეთუ არღა ეჩუენა მათდა სახე ძლიერებისა თჳსისაჲ. არამედ იგი მისლვაჲ და მოგურაჲ უძლურთაჲ სარწმუნოებად შეჰრაცხა, რომელნი შორით მოვიდოდეს, რამე-თუ ყოველსა მას ქუეყანასა განისმა ჰამბავი მისი, „და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და წიაღ იორდანისაჲთ, და განკურნნა იგინი“.

სწავლაჲ იდ

ვითარმედ ჯერ-არს მარადის ჴსენებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ და ვედრებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა შეგჳნდოს; და საუკუნოჲსა მისთჳს სასჯელისა

და აწ ჩუენცა, მორწმუნენო, მივსდევდეთ მას, რამეთუ მრავალნი გუქონან სნეულებანი და უძლურებანი სულიერნი, და ჰნებავს სახიერსა მას ყოველთა განკურნებაჲ. მოუჴდეთ მას, შეუვრდეთ და ვევედრებოდით; ნუმცა რას ჴორციელსა ვითხოვთ, არამედ მოტევებაჲ ცოდვათაჲ ვითხოოთ, რამეთუ მზა არს მოცემად, უკუეთუ მჴურვალედ ვითხოოთ. მაშინ განისმა ჰამბავი მისი ასურეთსა, და ყოველნი შემოკრბებოდეს კურნებად, ხოლო აწ ყოველსა სოფელსა ქადაგებულ არს დიდებაჲ მისი, და ყოველთა გურწამს ძალი მისი და სახიერებაჲ; ვითარ არა მოსწრაფებით შეუვრდები მას, არამედ უდებ ხარ და სდროებ? იგინი ჴორციელთა სენთა კურნებად შორით მოვიდოდეს, ხოლო შენ სულიერთა სენთა კურნებისათჳს არა გიჴმს გზათა შორთა წარსლვაჲ, არამედ ჩუეულებანი ბოროტნი მოიწყჳდენ და კეთილისა ქმნად იწყე და ესრეთ შეუვრდი მას მჴურვალედ და სცხონდე. არა ჰხედავა, ოდეს ჴორციელი რაჲმე სენი შეგემთხჳოს, რავდენთა ღონე-თა ეძიებ განკურნებად? ხოლო სულისა სნეულებათათჳს ესრეთ უდებ ხარ და არა ეძიებ კურნებასა. და შინაგანი იგი გაქუს გარეწარად და გარეწარი იგი - შინაგანად. დაუტეობ წყაროსა მას ბოროტთასა და ჴევნებსა სწმენდ. არა უწყია, ვითარმედ ჴორციელთაცა სნებათა მიზეზ ცოდვანი სულისანი არიან? და ესე გულისჴმა-ყავ განრღუეულისა მისგან ოცდაათრვამეტისა

1 მათ. 9,28.

წლისა, და პირველ მისა კაენისაგან და სხუათა მრავალთაგან. განკურნენ უკუე სენნი სულისანი, და ყოველივე მდინარე ბოროტთაჲ განჴმეს, და მერმე, დაღაცათუ ჴორცნი უძლურ იყვნენ, მომატყუებელ გჳრგჳნისა გექმნას, რამეთუ ჭეშმარიტი სნებაჲ უძლურებაჲ იგი სულისაჲ არს, რომელი იქმნების ცოდვათაგან, ხოლო ჴორცთა ამათ უძლურებაჲ არცა ბოროტ არს, არცა საბრალობელ ჩუენდა.

შეუვრდეთ უკუე სახიერსა მას სულთა და ჴორცთა მკურნალსა, ვევედრნეთ, რაჲთა განკურნოს განრღუეულებაჲ იგი სულთა ჩუენთაჲ, დაუტეოთ ჴორციელი ყოველივე და სულიერსა ვზრუნვიდეთ, სულთ-ვითქუნეთ და ვცრემლოოდით ცოდვათა ჩუენთათჳს. ნუ ამისთჳს უზრუნველ ვიქმნებით, რომელ არა გუელმის ცოდვათა ჩუენთათჳს, არამედ ამისთჳს უფროჲსად ვიგლოვდეთ, რომელ ფრიადისა სიზრქისაგან სალმობასა მასცა ბოროტსა უმეცარ ვართ. არა თუ ულმობელობაჲ იგი ამისთჳს არს, რამეთუ არა შემაურვებელ არს ცოდვაჲ, არამედ ამისთჳს, რამეთუ უგულისჴმო არნ სული. გულისჴმა-ყვენღა იგინი, რომელნი მეცნიერ არიან ცოდვათა თჳსთა, თუ ვითარ უმწარეს მათსა გოდებენ, რომელნი ცეცხლითა იწუვიედ ანუ იჭრებოდიედ მახჳლითა. რაოდენ იგლოენ, რაოდენთა ცრემლთა დასთხევენ, რაჲთამცა მწიკულევანებაჲ იგი ბრალთაჲ განიბანეს, რომელი-იგი დიდისა მწუხარებისა და გლოისაგან იქმნების. უმჯობეს არს და უაღრეს, რაჲთა არა შთავარდეს კაცი ყოვლადვე ცოდვასა, ხოლო ამისა შემდგომად კუალად ესე არს, რაჲთა შეემთხჳოს რაჲ ცოდვაჲ, შეინანოს და ცრემლითა განიწმიდოს და ცნას წყლულებაჲ იგი თჳსი და ისწრაფოს განკურნებად იგი; უკუეთუ კულა არა გულისჴმა-ყოს, ვითარ ევედროს სახიერსა მას მკურნალსა ლხინებისა მიღებად?

აწ უკუე, საყუარელო, გულისჴმა-ყვენ ცოდვანი შენნი, მოიჴსენენ იგინი და აღიარენ, რაჲთა მიიღო შენდობაჲ. არა უწყია, ვითარმედ უკუეთუ ვინმე მთავართაგანი სოფლისათა განარისხი, მეხუაჲშნენი აღადგინნი და საკუთარნი მისნი მოიქრთამნი შუამდგომელ-ყოფად და მრავალი ხარკებაჲ აჩუენი, მრავალი შრომაჲ და ჭირი თავს-იდვი დაგებად მისა. ხოლო ოდეს ყოველთა მეუფე განვარისხით ცოდვათა სიმრავლითა, არარაჲ გუელმინ, არამედ უზრუნველად ვიშუებთ და ვითრვებით და გუძინავს. ვითარ უკუე უძლოთ დატკბობად მისა, ანუ ვითარ არა უმეტესად შემრისხნეს? რამეთუ ვიდრეღა შეცოდებაჲ შეცოდებასა ზედა, ულმობელობაჲ უმეტესად განარისხებს მას.

ამისთჳს ღირს არს, რაჲთამცა მღჳმესა რასმე შინა და ბნელსა შევაწყუდიენით თავნი ჩუენნი, რაჲთა არცაღა მზესამცა ვხედევდით, რომელ ესრეთ სახიერი მეუფე გუაქუს და ფრიად ტკბილი, და უკეთურებითა ჩუენითა განვარისხებთ მას; და განვარისხოთ რაჲ, არავე გუტანჯავს, არცა ღირსად საქმეთა ჩუენთა მოგუაგებს, არამედ მოელის სინანულსა და მიმიწოდს სახიერებით მოქცევად მისა, და ჩუენ არა შევიგონებთ. გარნა ნუმცა ესევითარსა მას გულფიცხელობასა ზედა დავადგრებით, ჰე, გევედრები, არამედ ვაჩუენოთ სინანული მჴურვალე, ვიდრეღა არა მოწევნულ არს დღე იგი, ოდეს არღარაჲ იყოს სარგებელი სინანულისაჲ. რამეთუ აწ ყოველივე ჩუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, ხოლო მაშინ მსაჯული იგი საშინელი უფალ არს განჩინებისა მიცემად, ვითარცა ჯერ-იყოს.

ვისწრაფოთ წინასწრობად დღისა მის და აღსარებითა კეთილად განვაგოთ ცხორებაჲ ჩუენი, ვტიროდით და ვიგლოვდეთ. უკუეთუ ვევედრნეთ მსაჯულსა მას პირველ მოწევნადმდე დღისა მის, ყოვლადვე არა გამოცხადნენ დაფარულნი ბრალნი ჩუენნი. ხოლო ესე თუ არა იქმნას და ვიპოვნეთ უნანელნი, განცხადებულად წინაშე ყოვლისა სოფლისა განვიქიქნეთ, და არღარა იყოს სასოებაჲ მოტევებისაჲ, რამეთუ არავინ არს, რომელმანმცა აქა არა შეინანა ცოდვაჲ თჳსი და შეუძლომცა მუნ მისაგებელისა მა-თისაგან განრომად; არამედ ვითარცა სოფლიოთა ამათ სამსჯავროთა შინა დასასჯელნი იგი და შეცოდებულნი ჯაჭჳთა შეკრულნი მიიყვანებიან საპყრობილით სამსჯავროდ, ეგრეთვე სულნი ცოდვილთანი, გან-რაჲ-ვიდენ ამიერ თითოფერითა მით ცოდვათა საკრველითა შეკრულნი, მიიყვანებიან სამსჯავროსა მას საშინელსა. რამეთუ ჭეშმარიტად საპყრობილე არს და დილეგი ბნელი საწუთროჲ ამაოჲ. და ვითარცა შევიდით რაჲ დილეგსა მას ძჳრისმოქმედთა და კაცისმკლველთასა, ვიხილნით მუნ თითოსახითა საკრველითა შეკრულნი ყოველნივე, ეგრეთვე აქა, უკუეთუმცა უცნებაჲ ესე გარეშე განაქარვა ვინ და კაცად-კაცადისა ცხორებასა, კაცად-კაცადისა სულსა შეგიყვანა ვინ, იხილენმცა ჯაჭჳსა და ბორკილისა უძჳრესი-თა საკრველითა შეკრულნი, და უფროჲსად, უკუეთუმცა მდიდართა და დიდებულთა სულებსა ვინ შეგიყვანა, რამეთუ რავდენ-იგი უმეტესი შეუმოსიეს დიდებაჲ, ეგოდენ უძჳრესითა შეკრულ არიან საკრველითა; და ვითარცა პყრობილი იხილი რაჲ, ჴელით და ფერჴით შებორკილებული და ყელსა ჯაჭჳ მოდებული, რავდენცა უმეტესნი საკრველნი იყვნიან მის ზედა, ეგოდენ უმეტესად საწყალობელად გიჩნნ, ეგრეთვე მდიდარნი, რავდენცა უმდიდრეს იხილნე და უმრავლესითა დიდებითა შემოსილ, ეგოდენ უსაწყალობელეს გიჩნდინ, რამეთუ ამათ საკრველთა ზედა, საპყრობილესა, რომელსა შეწყუდეულ არს, მესაპყრობილეთმთავარიცა აქუს სასტიკი: ბოროტი იგი ტრფიალებაჲ საფასეთაჲ, რომელი არა შეუნდობს საკრველთა მათ განჴსნად, არამედ დღითი-დღე უძჳრესად შეჰკრავს და შინაგანსა მას დილეგსა შეაყენებს. და უძჳრესი ესე არს, რომელ უცხოჲთა რაჲთმე მანქანებითა უფროჲსღა დაუტკბობს საკრველთა მათ ვიდრე დღემდე, ოდეს ეგულებინ სამსჯავროდ განყვანებაჲ. მაშინღა ცნის სიმწარე მათი, მაშინღა იხილის უბადრუკებაჲ თჳსი, ვითარ არა შეკრულ ოდენ არნ, არამედ სავსე ბაყლითა და ტილითა და მრავლითა მით სიმყრალითა დილეგისაჲთა. და ჭეშმარიტად უძჳრეს ყოვლისავე ბაყლისა და სიმყრალისა არიან გულის-თქუმანი და საშუებელნი სოფლისანი.

აწ უკუე, მორწმუნენო, განვიფრთხოთ ძილისა მისგან მცონარებისა და შეუვრდეთ მჴსნელსა მას და მაცხოვარსა სულთა ჩუენთასა, რაჲთა საკრველნიცა იგი განხეთქნეს და ბოროტი იგი მცველი განგუაშოროს და ტჳრ-თი მძიმეთა მათ ბორკილთაჲ აღგჳსუბუქოს, რაჲთა შეუძლოთ სლვად გზასა მცნებათა მისთასა. ხოლო ვედრებასა თანა მოღუაწებაჲცა ვაჩუენოთ და მოსწრაფებაჲ კეთილი, რაჲთა ესრეთ განვერნეთ სრულიად ბოროტთა მათ ჩუენთაგან და მწარისა მის წილ მონებისა ვნებათაჲსა ვპოოთ აზნაურებაჲ იგი სრული და ჭეშმარიტი, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.