მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4:22

21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ.22. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.23. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.
სახარებაჲ მათესი თავი 4
22. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდა მიერ და იხილნა ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, განრაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. ხოლო მათ დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას“ (4,21-22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პეტრეს და ანდრეას ჰრქუა: „შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“; ხოლო ამათ არარაჲ ესევითარი აღუთქუა, არამედ უწოდა ხოლო, და მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ თჳსი და მისდევდეს მას. უმეტესიღა აჩუენეს მჴურვალებაჲ, რომელ არცა მესათხევლე-ყოფაჲ კაცთა ესმა, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, და არავე ჰრიდეს, არცა მცონარ იქმნეს მამისა თჳსისა დატეობად, არამედ მეყსეულად მძლედ ბუნებისა გამოჩნდეს.

ხოლო იხილე, ვითარ წარმოიტყჳს მახარებელი ჴორციელსა სიგლახაკესა მათსა და სულიერსა სიმდიდრესა: განაგებდესო ბადეთა, დაძუელებულთა და დახეულთა, რამეთუ არცა თუ ახალნი აქუნდეს; ხოლო მდიდარ იყვნეს სათნოებითა. ამისთჳსცა საქმითა ჴელთა მათთაჲთა მოირეწდეს საზრდელსა და შეკრულ იყვნეს სიყუარულითა ურთიერთას კეთილნი იგი ძმანი და იქცეოდეს განუშორებელად მამისაგან თჳსისა, ჰმსახურებდეს და ჰფუფუნებდეს მას. ამისთჳსცა ღირსი მოქალაქობისა მის საღმრთოჲსა აქუნდა გონებაჲცა, წმიდაჲ და განათლებული, არა შეშფოთებული და დაბნელებული ვნებათა მიერ, არამედ განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა შრომი-თა მით ჴორცთაჲთა და სიყუარულითა და მორჩილებითა მამისაჲთა.

ვინაჲთგან უკუე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:18-22 — მოწაფეთა მოწოდება:

18-19. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე, და პრქუა მათ. - ისინი იოვანეს მოწაფენი იყვნენ და ქრისტესთან მაშინ მივიდნენ, როდესაც იოვანე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ როცა იოვანეს შეპყრობა იხილეს, კვლავ მეთევზურობას დაუბრუნდნენ. ამგვარად, მოვიდა რა ქრისტე, მოინადირა ისინი ამ სიტყვებით:

19-20. მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. - ნახე, როგორი მორჩილნი იყვნენ, მაშინვე გაჰყვნენ, აქედან ჩანს, რომ ეს მეორე მოწოდება იყო. ქრისტესგან განსწავლულებმა, შემდეგში დატოვეს იგი, მაგრამ იხილეს თუ არა, იმწამსვე მზად იყვნენ, რომ კვლავ შედგომოდნენ.

21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა. - რჩენა მოხუცებული მამისა და თანაც რჩენა პატიოსანი შრომით, - მართლაც დიდი სათნოებაა. გან-რაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა. - რადგანაც ღარიბები იყვნენ,...

სრულად ნახვა
სიტყვა მეორესა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

დღეს წარკითხული სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, როდის და რა სახით ამოარჩია უფალმან ათორმეტნი მოციქულნი თვისნი. მოთხრობასა ამას შინა უმეტესად მიიზიდავს ჩვენს ყურადღებასა ის, რა ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა და მსწრაფლ შეუდგნენ მას: და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას. აჰა, რა სახით ჰქონდა გული უბრალოთა ამათ მეთევზეთა განმზადებული სმენად ღვთის წოდებისა. რაკი მაცხოვარმან იხმო იგინი, აღარც ეჭვი, აღარც შიში, აღარც რყევა რომელიმე ანუ სიყვარული მშობელთა, ანუ სიყვარული მონაგებთა აღარ დააბრკოლებს მათ. გული ეტყვის მათ, რომელ კეთილ არს წოდება ესე, ჭკუა მათი შეაგონებს, რომელ იგინი ვერ იშოვნიან ამაზე უკეთესსა მოძღვარსა და განმანათლებელსა, სინიდისი ამხილებს მათ, რათა არა დაჰკარგონ კეთილი ესე შემთხვევა, არამედ ისარგებლონ მით და იგინი მაშინვე დაემორჩილებიან ხმასა უფლისასა: ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას.

აჰა, ძმაო საყვარელო, კეთილი მაგალითი და სწავლა შენთვის თუ გსურს მიღება სწავლისა და მაგალითისა!...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის