თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მოძღუარნი იგი და მეთევზურნი ყოვლისა სოფლისანი მოინადირნა, მიერითგან იწყო ქმნად სასწაულთა, რაჲთა წამებაჲცა იოვანესი დაამტკიცოს და ერი იგი სარწმუნოებად მოიყვანოს. ხოლო ზედაჲსზედა მოჰვლიდა ქალაქებსა და სოფლებსა და შესაკრებელთა მათთა შორის ასწავლიდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს მამისა, არცა ცთუნებად ერისა მოსრულ არს, არამედ ჭეშმარიტებისა გამოჩინებად. ამისთჳსცა სასუფეველსა ქადაგებდა, რომლისა ქადაგებასა უმეცარღა იყვნეს, და სიტყუათა თჳსთა სასწაულთა მიერ დაამტკიცებდა. რამეთუ ესრეთ იქმს მარადის ღმერთი: ოდეს უცხოჲ რაჲმე იქმნებოდის და ახლისა რაჲსამე მოქალაქობისა დაწყებაჲ შემოვიდოდის, სასწაულთა საქმესა აჩუენებს დასამტკიცებელად ყოფადისა მის საქმისა და გულისჴმისსაყოფელად ძლიერებისა მისისა.
ესრეთ უკუე პირველვე, ოდეს-იგი ეგულებოდა დაბადებაჲ კაცისაჲ, ყოველივე სოფელი დაჰბადა და მერმეღა ქმნა კაცი და მისცა რჩული იგი, რომელი განაწესა სამოთხესა შინა. და კუალად, ოდეს ნოესდა ეგულებოდა რჩულის-დებაჲ, დიდნივე საკჳრველებანი ქმნნა და ნივთნი სოფლისანი შეცვალნა და უცხოჲ იგი ზღუაჲ საშინელად წელიწად ერთ ქუეყანასა ზედა...