თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სოფელი აუწყა მათ. არა ერთისა ქუეყანისა ანუ ქალაქისა, არამედ ყოვლისავე სოფლისა ნათლად უწოდა, ნათლად საცნაურად და სულიერად და ხილულისა ამის ფრიად უაღრესად. პირველ მარილად სოფლისა უწოდა და აწ ნათლად. იგი ამისთჳს, რამეთუ სიმყრალისა მისგან და სიმპალისა ცოდვათაჲსა მამხილებელითა მით სიტყჳთა თჳსითა იჴსნიდეს კაცთა, ხოლო ესე კუალად ამისთჳს, რამეთუ ბნელი იგი საცთურისაჲ განაქარვეს და ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ უჩუენეს ყოველთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა“ (5,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუათა ამათ მიერ ასწავლის მათ და მათ მიერ ყოველთა წინამძღუართა, რაჲთა მოშიშ იყვნენ და განკრძალულ და ყოველივე საქმე სათნოებისაჲ შეიტკბონ, რამეთუ თუალნი ყოველთანი მათ ზედა არიან, და სახილველსა მას შორის სოფლისასა აღესრულების ღუაწლი და სრბაჲ მათი; რამეთუ ესრეთ საცნაურ იყვნეთ ყოველთა მიერო, ვი-თარცა ქალაქი, არა ჴევსა შინა დაშენებული, არამედ თავსა ზედა მთისასა,...