მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:43

42. და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი.43. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.44. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ.
სახარებაჲ მათესი თავი 5
43. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (5,43-45).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე თავი ესე ყოველთა კეთილთაჲ, ვითარ უკუანაჲსკნელ ყოვლისა დააწესა, რამეთუ ამისთჳს პირველთქუმულთა მათ მიერ გუასწავა: ყურიმლის-ცემაჲ თუ შეგუემთხჳოს, მიპყრობად ერთკერძოჲცა, და წარღებასა ზედა კუართისასა მიცემად სამოსელისაცა, და წარძღუანვასა ერთისა მილიონისასა მისლვად ორიცა, რაჲთა შემდგომი ესე კეთილად შევიწყნაროთ. და რაჲმცა იყო უმეტესი პირველთქუმულთა მათ? - თქუას ვინმე. ესე არს უმეტესობაჲ და უაღრესობაჲ, რაჲთა მოქმედი იგი ესევითარისაჲ არა მტერად შევჰრაცხოთ, არამედ ვითარცა მეგობარი შევიყუაროთ და ოდეს სადა შეუძლოთ, კეთილი უყოთ; და უზეშთაესი ამისა: რაჲთა არა ხოლო გჳყუარდეს, არამედ ულოცვიდეთცა.

იხილეა, რავდენთა აღსავალთა აღმიყვანნა და თავსა მას სათნოებისასა დამადგინნა? და გულისჴმის-ყოფითღა აღრიცხუე თავითგან: პირველი აღსავალი - რაჲთა არა ბოროტი უყო მოყუასსა; მეორე - რაჲთა ბოროტი გიყოს თუ მოყუასმან, არა მიაგო ნაცვალი; მესამე - რაჲთა არცა თუ განჰრისხნე, არამედ სდუმნე შემთხუევასა მას ზედა ძჳრისასა; მეოთხე - რაჲთა მისცე თავი თჳსი საჭირვებელად და საქენჯნელად მტერთა შენთა; მეხუთე - რაჲ-თა უმეტესი აჩუენო ნებისა მის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:43-48 — მტრის სიყვარული და სრულყოფილება:

43-44. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი. - სათნოებათა მწვერვალს მისწვდა, რადგან რა არის ამაზე დიდი? და არც შეუძლებელია; ხომ უყვარდათ მოსესა და პავლეს საკუთარ თავზე მეტად, იუდეველები, რომელნიც მათ მტრობდნენ? მტერი უყვარდა ყველა წმინდანსაც.

და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. - პატივი მათ მართლაც უნდა მივაგოთ ვითარცა ქველმოქმედებს, რადგან ყოველი, რომელიც გვდევნის და გვაცდუნებს, ცოდვებისათვის სასჯელს გვიმცირებს; მეორე მხრივ, დიდ ჯილდოს ამისთვის ღმერთიც გვიბოძებს. აბა, მოუსმინე:

45. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა. - ხედავ, რამხელა სიკეთეს განიჭებს შენ ის, ვისაც სძულხარ და შეურაცხგყოფს, უკეთუ მოთმენას მოისურვებ? წვიმასა და მზეში როგორც ცოდნას, ასევე მოძღვრებასაც გულისხმობს, რადგან ღმერთი ყველას განანათლებს და განსწავლის.

46. უკუეთუ გიყუარდენ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის