მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ, და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (5,38-40).

იხილეა, ვითარმედ პირველ, ოდეს-იგი იტყოდა: „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“,1 არა თუალისათჳს იტყოდა, არამედ მეგობრისათჳს, რომელი სულსა ჩუენსა ავნებნ და მთხრებლად წარწყმედისა შთაგუაგდებნ? რამეთუ რომელმან აქა ესრეთ ბრძანა, რაჲთა დაღაცათუ თუალი ვინ აღმოგჳღოს, არა აღმოვიღოთ მისი ნაცვალად ჩუენისა, რაჲსათჳსმცა განაწესა თუალისა თჳსისა აღმოღებაჲ? რამეთუ ასოჲსა მოკუეთაჲ არასადა უბრძანებიეს ქრისტესა, არამედ, ვითარცა ვთქუ, სიტყუაჲ იგი მეგობრისათჳს იყო საყუარელისა, რომლისაგან წარწყმედაჲ სულისა ჩუენისაჲ იქმნებინ. ხოლო აწ სიტყუათა ამათთჳს ძუელისა შჯულისათა ნუმცა ვინ იტყჳს მეტსა სიფიცხესა და სასტიკობასა, რამეთუ რომელი ამას იტყოდის, ფრიად გამოუცდელ არს იგი სიბრძნესა რჩულისმდებელისასა, რომელმან წესისამებრ ჟამთაჲსა და პირთა მათ, რომელთა მიმართ იტყოდა, დადვაცა შჯული, რამეთუ ერთი არს შჯულისმდებელი ძუელისაჲცა და ახლისაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელმან ყოველივე ჯეროვნად განაწესა. გულფიცხელთა მათ და სათნოებისა მიმართ უძლურთა ჰურიათა დაუდვა შჯული იგი, ვითარცა შეჰგვანდა, და აწ კუალად ჟამი იყო უმეტესისა სათნოებისაჲ, და გჳბრძანა ჭეშმარიტი ესე და ახალი მოქალაქობაჲ. ამისთჳსცა წარმოთქუა რაჲ ძუელისა მის შჯულისა წესი და თქუა: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ, და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა“, ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ თუალი აღმოგიღოს ანუ კბილი აღმოგფხურას ძმამან, უწყოდე, ვითარმედ არა იგი არს მოქმედი საქმისა მის, არამედ ბოროტი, რომელ არს ეშმაკი. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: მე გეტყჳ თქუენ არა წინააღდგომად ძმისა, არამედ: „არა წინააღდგომად ბოროტისაო“, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ არა ძმამან ქმნა ვნებაჲ იგი, არამედ ბოროტმან აიძულა ქმნად; და ესე რაჲ გულისჴმა-ჰყო, არა ფრიად განჰრისხნე ძმისა მის მიმართ, რომელმან არა ნეფსით თჳსით გავნო, არამედ იძულებითა მტერისა მის ბოროტისაჲთა.

თქუას ვინმე, ვითარმედ: არა გჳჴმს წინააღდგომად ეშმაკისა. ჰე, გჳჴმს წინააღდგომაჲ და ბრძოლაჲ მისი მარადის, გარნა არა სახითა მით

1 მათ. 5,29.

შურის-გებისაჲთა, არამედ ვითარცა უფალმან გჳბრძანა - მოთმინებითა ყოვლისავე ვნებისაჲთა, რამეთუ ესრეთ უძლოთ მძლე-ყოფად მისა; რამე-თუ არა თუ ცეცხლითა დაშრტების ცეცხლი, არამედ წყლითა დაივსების. ეგრეთვე ბოროტისა მიერ აღტყინებული მკსინვარებაჲ არა შურის-გები-თა და ნაცვლისა მიგებითა განქარდების, არამედ მოთმინებითა და ძჳრუჴსენებლობითა და სიმშჳდითა, რომლისა მიერ ყოველნივე ისარნი მტერისანი განჴურვებულნი დაშრტებიან. ამისთჳსცა ქრისტემან დაწყებასა მას სიტყჳსასა თქუა: „რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა“,1 ხოლო აქა უზეშთაესიცა გჳბრძანა საზომი, რაჲთა არა ვდუმნეთ ოდენ და არა განვრისხნეთ, არამედ ოდეს ვინ მარჯუენესა გუცეს ყურიმალსა, მიუპყრათ მას ერთკერძოჲცა. ხოლო ესე არა ყურიმალის-ცემისათჳს ოდენ თქუა, არამედ სხუასა ყოველსავე ზედა ძჳრუჴსენებლობაჲ გჳბრძანა. და ვითარცა-რაჲ ოდეს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“,2 არა სიტყჳსა მისთჳს ოდენ იტყოდა, არამედ ყოვლისავე გინებისათჳს, ეგრეთვე აქა, არა ყურიმალისცემაჲ ოდენ გუამცნო თავს-დებად, არამედ სხუაჲ ყოველივე ძჳრი, რაჲ-თა ორთავე სარგებელ ეყოს, ვნებულსა მასცა და მავნებელსა: ერთმან მან მოთმინებითა და სულგრძელებითა თჳსითა მრჩობლი გჳრგჳნი მიიღოს ღმრთისაგან, და მეორემან მან შეიკდიმოს სათნოებისა მისისაგან და აბრალოს თავსა თჳსსა და სინანულად მოვიდეს, და ესრეთ მშჳდობაჲ იყოს შორის მათსა. რამეთუ არარაჲ ესრეთ შეარცხუენს ძჳრისმოქმედსა მას, ვი-თარ-იგი სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ მეორისაჲ, და მეგობარ მისა სამარადისო ჰყოფს მას; ვითარცა-იგი არარაჲ ესრეთ აღაზრზენს და განაფიცხებს შფოთსა, ვითარ შურის-გებაჲ, და მრავალგზის სიკუდილი ერთისაჲ მათგანისაჲ იქმნის აღსასრულ მრისხანებისა მის.

ამისთჳს უფალმან სულგრძელებაჲ და მოთმინებით თავს-დებაჲ გჳბრძანა, რაჲთა საჴუმილი იგი დაშრტეს და მშჳდობამან განაქარვოს გულისწყრომაჲ. და პირველსა მას ზედა სახესა სულგრძელებისასა სხუაჲცა შესძინა და თქუა: „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა“. რამეთუ არა ცემისათჳს ოდენ, არამედ მიტაცებისათჳსცა და მიხუეჭისა საჴმართაჲსა გუამცნო სულგრძელებაჲ. და არა თქუა: რომელი გთხოვდეს, არამედ უმეტესი საზომი გამოაჩინა - „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი“, რომელი შფოთით და რისხვით ეძიებდეს, რომელ-ესე უმეტესად აღაზრზენს კაცსა განრისხებად; არამედ ნუ განჰრისხნებიო, „მიუტევე მას სამოსელიცა“.

თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე, მივსცე მას სამოსელიცა და მე შიშუელი ვიდოდია? გარნა ესე გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ უკუეთუმცა მცნებათა ქრისტესთა ვიმარხევდით, არამცა შიშუელ სადა ვიქმნენით,

1 მათ. 5,22. 2 მათ. 5,22.

არამედ უფროჲს ყოველთასა მმოსიერ. პირველად, რამეთუ ესრეთ თუ ვიპოვნეთ, ვითარცა ქრისტე ბრძანებს, არავინ იყოს მავნებელ ჩუენდა; მეორედ, დაღაცათუ ვინ იპოოს მჴეცთა უმძჳნვარეს და ესოდენ უკეთურ, რომელ წარმიღოს ჩუენ სამოსელი, მრავალნი იპოვნენ შემმოსელ ჩუენდა ესევითარისა მისთჳს სათნოებისა. ხოლო დაღაცათუ განვშიშულდეთ აღსრულებისათჳს მცნებათა ქრისტესთა, არავე ბოროტ არს ჩუენთჳს, რამე-თუ ადამცა შიშუელი იყო სამოთხესა შინა და არა ჰრცხუენოდა, და ესაია შიშუელ იყო და უჴამლო, გარნა უმეტეს ყოველთა ჰურიათასა ბრწყინვიდა, და იოსებ ოდეს აღიძუარცუა სამოსელი თჳსი, მაშინ განბრწყინდა, რამე-თუ არა განშიშულებაჲ არს ბოროტ, არამედ ესრეთ შემოსაჲ, ვითარ-ესე აწ ჩუენ შევიმოსებით სამოსლითა მრავალსასყიდლისაჲთა. ამისთჳს იგინი საქებელ არიან ღმრთისა მიერ, და ჩუენ ღირს ვართ ყოვლისავე ბრალობისა, რამეთუ შიშუელ ვართ ყოველთა კეთილთაგან.

აწ უკუე კუალადცა ვიტყჳ: ნუ შეუძლებელ გჳჩანან მცნებანი ქრისტესნი, რამეთუ ფრიად სუბუქ არიან და ადვილ, უკუეთუ მცირედი მოღუაწებაჲ და გულსმოდგინებაჲ ვაჩუენოთ, და ესოდენ არს სარგებელი მათი, რამეთუ არა ჩუენთა ხოლო თავთა, არამედ მავნებელთაცა ჩუენთა დიდად სარგებელ ვეყოფით აღსრულებითა მათითა. და ესე არს საკჳრველი ძალი მათი, რომელ ჩუენითა მოთმინებითა წინააღმდგომთა ჩუენთა მოიყვანებენ გულისჴმის-ყოფად, რამეთუ ოდეს მავნებელსა მას დიდად აქუნდეს მიტაცებაჲ შენისა მის საჴმრისაჲ, ხოლო შენ უჩუენო, ვითარმედ ადვილ გიჩნს მიცემად, რომელსაცა არა ეძიებს, და იხილოს თჳსი იგი სიგლახაკე და ანგაჰრებაჲ და შენი სიმდიდრე და სიბრძნე, ვითარმცა არა მოვიდა გულისჴმის-ყოფად, არა სიტყუათა მიერ რაჲ, არამედ საქმეთაგან იხილოს შენ თანა სახე კეთილისაჲ; და მიიღო შენ ღმრთისაგან სასყიდელი სარგებელისა მისისაჲ. რამეთუ დიდად სათნო არს ესე წინაშე ღმრთისა, ოდეს არა თავთა თჳსთა ხოლო, არამედ სხუათაცა ვექმნებით მიზეზ სარგებელისა.

ესე არს, რომელ თქუა უფალმან: „თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი“.1 რომელსა ესევითარი აქუნდეს გონებაჲ, იგი არს მარილი არა თავისა ხოლო თჳსისა მამტკიცებელი, არამედ სხუათაცა, რომელთა შეეხოს. იგი არს ნათელი განმანათლებელი თავისაცა თჳსისაჲ და სხუათა მრავალთაჲ. ვინაჲთგან უკუე ესევითარსა წესსა დაგადგინა უფალმან, ჵ ქრისტესმოყუარეო, განანათლე მჯდომარეცა იგი ბნელსა; ასწავე, ვითარ შეურაცხებაჲ ჯერ-არს ყოვლისავე წარმავალისაჲ; ქმენ ცოდვაჲ იგი მისი შენდა სათნოებად მოთმინებითა მით და ძჳრუჴსენებლობითა, რაჟამს არა ხოლო მიხუეჭაჲ იგი თავს-იდვა, არამედ უმეტესიცა მისცე სიტყჳსაებრ უფლისა. ხოლო დიდად თუ გიჩნს საქმე ესე, ისმინე შემდგომიცა სიტყუაჲ და იხილო მას შინა უმაღლესი შჯული ძჳრუჴსენებლობისაჲ, რამეთუ იტყჳს უფალი:

1 მათ. 5,13.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელი წარგიქცევდეს შენ მძღუარად მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“ (5,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სრულებაჲ ესე სათნოებისაჲ? შემდგომად მიცემისა კუართისა მის და სამოსლისა უკუეთუ შიშუელსა მასცა გუამსა შენსა შრომასა და ჭირსა შთააგდებდეს მტერი იგი, ნუვე აყენებო, რამეთუ ჰნებავს უფალსა, რაჲთა არა საფასეთა ოდენ და საჴმართა, არამედ თავთაცა ჩუენთა მივსცემდეთ საჭირვებელად მტერთა და სამსახურებელად გლახაკთა: ერთი იგი სახედ ახოვნებისა და მეორე ესე სახედ კაცთმოყუარებისა. ამისთჳს თქუა: „რომელი წარგიქცევდეს შენ მძღუარად მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“. ყოვლითურთ სრულებისა საზომსა გუასწავებს, რაჲთა ჴორცითა ამით კაცობრივითა უვნებლობაჲ წარვჰმართოთ. რამეთუ რომელნი ღირს იქმნენ ამას საზომსა მიწევნად, რომელ არცა გინებისათჳს და გუემისა, არცა მიხუეჭისათჳს ნაქონებისა ელმოდის, არცა მოუძლურდებოდინ სულითა, არამედ უმეტესისაღა შეძინებად ისწრაფდენ უფროჲს მოწევნულისა მის: ერთისა მას ყურიმლის-ცემასა ზედა სხჳსაცა ეძიებდენ, მიღებასა ზედა კუართისასა მისცემდენ სამოსელსაცა, წარქცევასა ერთისა მილიონისასა მივიდოდინ ორსაცა; რაჲმცა იყო უსანატრელეს ესევითარისა მის საზომისა? იგინი ანგელოზნი არიან ჴორცთავე შინა, იგინი არიან ღირს ზემოწერილთა მათ ნეტარებათა, მათ იხილონ ღმერთი, იგინი იწოდნენ ძედ ღმრთისა, იგინი გამოჩნდენ მკჳდრ სასუფეველისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი“ (5,42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე პირველთქუმულთა მათ საზომთა უმდაბლეს არს, არამედ ნუ გიკჳრს, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ აქუს მარადის ქმნად, რაჲთა მაღალთა საქმეთა და მდაბალთა შეერთებულად იტყოდის. ხოლო დაღაცა-თუ ზემოთქუმულთა მათ თანა მცირე არს აწ თქუმული ესე, არამედ ჩუენდა მომართ დიდ არს, რომელნი-ესე არა თუ ჩუენსა ოდენ არა მივსცემთ, არამედ სხუათაგანცა მოვიხუეჭთ და უჯეროდ მოგებულსა მას უჯერო-თავე საქმეთა შინა წარვაგებთ, რაჲთა ორკერძოვე საჴუმილი აღვიტყინოთ ჯოჯოხეთისაჲ. ხოლო სესხებად აქა არა ამას იტყჳს, აღნადგინებად განცემასა, არამედ რომელი-იგი სხუასა ადგილსა განგჳმარტა და თქუა: „ავასხებდით, ვინაჲ-იგი არა მოელით მოღებასა“,1 რამეთუ ესე არს სესხებაჲ კეთილი, ხოლო მეორე იგი, ვახშად და აღნადგინებად მიცემაჲ, დიდისა ბრალისა და სასჯელისა ღირს არს.

1 შდრ. ლუკ. 6,35.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (5,43-45).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე თავი ესე ყოველთა კეთილთაჲ, ვითარ უკუანაჲსკნელ ყოვლისა დააწესა, რამეთუ ამისთჳს პირველთქუმულთა მათ მიერ გუასწავა: ყურიმლის-ცემაჲ თუ შეგუემთხჳოს, მიპყრობად ერთკერძოჲცა, და წარღებასა ზედა კუართისასა მიცემად სამოსელისაცა, და წარძღუანვასა ერთისა მილიონისასა მისლვად ორიცა, რაჲთა შემდგომი ესე კეთილად შევიწყნაროთ. და რაჲმცა იყო უმეტესი პირველთქუმულთა მათ? - თქუას ვინმე. ესე არს უმეტესობაჲ და უაღრესობაჲ, რაჲთა მოქმედი იგი ესევითარისაჲ არა მტერად შევჰრაცხოთ, არამედ ვითარცა მეგობარი შევიყუაროთ და ოდეს სადა შეუძლოთ, კეთილი უყოთ; და უზეშთაესი ამისა: რაჲთა არა ხოლო გჳყუარდეს, არამედ ულოცვიდეთცა.

იხილეა, რავდენთა აღსავალთა აღმიყვანნა და თავსა მას სათნოებისასა დამადგინნა? და გულისჴმის-ყოფითღა აღრიცხუე თავითგან: პირველი აღსავალი - რაჲთა არა ბოროტი უყო მოყუასსა; მეორე - რაჲთა ბოროტი გიყოს თუ მოყუასმან, არა მიაგო ნაცვალი; მესამე - რაჲთა არცა თუ განჰრისხნე, არამედ სდუმნე შემთხუევასა მას ზედა ძჳრისასა; მეოთხე - რაჲთა მისცე თავი თჳსი საჭირვებელად და საქენჯნელად მტერთა შენთა; მეხუთე - რაჲ-თა უმეტესი აჩუენო ნებისა მის ბოროტისმყოფელთაჲსა; მეექუსე - რაჲთა არა მოიძულნე ბოროტისმყოფელნი შენნი; მეშჳდე - რაჲთა არა თუ სიძულილი ხოლო არა აჩუენო, არამედ უფროჲსად შეიყუაროცა; მერვე - რაჲთა კე-თილიცა უყო; მეცხრე - რაჲთა ღმერთსა ევედრებოდი შეწყალებად მტერთა მათ და ბოროტისმყოფელთა შენთა. იხილეა სიმაღლე ესე საღმრთოჲსა ამის მოქალაქობისაჲ და ჭეშმარიტისა მის ფილოსოფოსობისაჲ?

ამისთჳსცა ესევითარისა მის ბრწყინვალისა საქმისა უბრწყინვალესიცა განაწესა და უდიდებულესი ნიჭი და სასყიდელი მიუთხრობელი. ვინაჲთგან მცნებაჲ ესე დიდ იყო და სული უჴმდა ახოანი, ამისთჳს სასყიდელიცა შემსგავსებული განაწესა და უზეშთაესი პირველთქუმულთა მათ, რამეთუ არა მკჳდრობაჲ ქუეყანისაჲ აღუთქუა, ვითარცა მშჳდთა, არცა ნუგეშინის-ცემაჲ და წყალობაჲ, ვითარცა მოწყალეთა და მგლოარეთათჳს თქუა, არცა სასუფეველი ცათაჲ, არამედ რომელი-იგი ამის ყოვლისა უშესაძრწუნებელეს იყო: მიმსგავსებაჲ ღმრთისაჲ აღუთქუა, ვითარცა შესაძლებელ არს კაცისა მიერ მსგავსებაჲ, და თქუა: „რაჲთა იქმნეთ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“.1 არა თქუა, თუ: მამისა ჩემისა, არამედ: „მამისა თქუენისა“; და ზემორე კუალად ღმრთად სახელ-სდვა და მეუფედ დიდად და არა მამად

1 შდრ. მათ. 5,45,48.

თჳსად, რამეთუ ჯეროანსა ჟამსა ენება საიდუმლოჲსა ამის მითხრობად. ხოლო სახესა მასცა მსგავსებისასა აუწყებს, რამეთუ: „მზე მისი აღმოვალსო ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუ-თა“,1 - არა მოიძულებს შეურაცხისმყოფელთა მისთა და წინააღმდგომთა, არცა დასწუავს ცეცხლითა რისხვისა მისისაჲთა, არამედ უფროჲსად კე-თილსა უყოფს. და ესე დაღაცათუ არა ერთ არს, არამედ ფრიადცა შეუმსგავსებელ; რამეთუ თქუენ, თავს-იდვათ თუ შეურაცხებაჲ, მოყუასთაგან თავს-იდებთ, ხოლო იგი - მონათაგან, რომელთა ფრიადი კეთილი უყო; და თქუენ სიტყჳთ ულოცავთ მტერთა თქუენთა, ხოლო იგი საქმეთა მიანიჭებს საკჳრველთა: მზესა თჳსსა აღმოაბრწყინვებს მათ ზედა და წჳმასა მიანი-ჭებს და ყოვლითავე კეთილითა აღავსებს. არა მსგავს არიან საქმენი ესე ურთიერთას, არამედ ეგრეთცა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა მსგავს მისა ყოფად, რაოდენცა შესაძლებელ არს კაცთა მიერ, უკუეთუ მცნებანი ესე ჩემნი დაიმარხნეთ.

ხოლო რომელთა ესე ყოველი გუესმის, ვისწრაფოთ ყოვლითა გულითა შეყუარებად მტერთა ჩუენთა, რაჲთა ვიქმნეთ მიმსგავსებულ ღმრთისა. რაჲსათჳს, ჵ კაცო, მოიძულო შემაწუხებელი შენი, ვინაჲთგან ესევითართა კეთილთა მომატყუებელ გექმნების და ესოდენსა პატივსა აღგიყვანებს შენ? რაჲსათჳს სწყევ მათ, რომელნი გმძლავრობენ შენ? და შრომასა მას თავს-იდებ, ხოლო ნაყოფსა დააკლდები, ზღვევაჲ შეგემთხუევის და სასყიდელსა წარწყმედ. დიდი უგუნურებაჲ არს ესე: უმძიმესისა მის მოთმინებაჲ და უსუბუქესისა მის არააღსრულებაჲ. და ვითარ ეგებისო ესე, იტყჳან ვიეთნიმე, რაჲთამცა ულოცევდი ყოვლითა გულითა მა-ჭირვებელთა და ბოროტისმყოფელთა ჩემთა და შევიყუარენმცა მოძულენი ჩემნი? ჵ უგულისჴმოებაჲ! ღმერთსა ჰხედავ განკაცებულსა, რომელი ესოდენსა სიმდაბლესა მოვიდა და ესოდენი ევნო ჩუენთჳს, მტერქმნილთა ამათ და განდგომილთათჳს, და ჯერეთ გიკჳრს და იტყჳ: ვითარ შესაძლებელ არს მიტევებაჲ ბრალისა შემაწუხებელთა ჩუენთაჲსა? არა გესმისა, რასა იტყოდა იგი ჯუარსა ზედა? „მიუტევე, მამაო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“;2 არა გესმისა კუალად, რასა იტყჳს მოციქული პავლე? ვი-თარმედ: „ამაღლდა ზეცას და ზის მარჯუენით ღმრთისა და მეოხ არს ჩუენთჳს“;3 არა ჰხედავა, ვითარ შემდგომად ჯუარ-ცუმისა და ამაღლებისა მიუვლინნა მოციქულნი მკლველთა მათ მისთა ჰურიათა მიმნიჭებელად მიუთხრობელთა მათ კეთილთა? და ეგრეთცა ეგულებოდა მათიცა ძჳრისყოფაჲ უკეთურთა მათ, არამედ არავე დასცხრა უფალი ჩუენებად მათდა სახიერებისა თჳსისა.

რაჲ შეგემთხჳა შენ, კაცო, ესოდენი, ვითარ მეუფემან ჩუენმან თავსიდვა? შეიკრა, იგუემა, ყურიმლის-ცემაჲ თავს-იდვა, ყუედრებანი და ნერ-

1 მათ. 5,45. 2 ლუკ. 23,34. 3 შდრ. რომ. 8,34.

წყუანი, კიცხევანი და მერმე სიკუდილი შეურაცხი და საყუედრებელი. ოდესმცა გევნო შენ ესოდენი? ხოლო აწ მცირეცა თუ რაჲმე შეგემთხჳოს, დიდად შეგირაცხიეს შენ; არამედ რაოდენცა მრავალი გევნოს, უკუეთუ მოითმინო, უბრწყინვალესნიცა გჳრგჳნნი მიიხუნე და ძმაჲ იგი შენი დიდისა სენისაგან განჰკურნო და მიემსგავსო მკურნალსა ჴელოანსა, რომელსა დაღაცათუ აგინებდეს და მიმთხუევად ეტევებოდინ ცნობამიღებულნი იგი სნეულნი, უფროჲსად სწყალობნ მათ და ისწრაფინ კურნებად. ეგრეთვე შენ იყავ მოძულეთა და ბოროტისმყოფელთა შენთა მიმართ, რამეთუ იგინი არიან სნებასა შინა, უძლურებასა ბოროტსა, შეპყრობილნი მძლავრებითა ეშმაკისაჲთა; ისწრაფე კურნებად მათდა მოთმინებითა შენითა და სულგრძელებითა და ყოვლითა გულითა ვედრებითა ღმრთისაჲთა. ოდეს ვიხილოთ ვინ ეშმაკეული, არა შეგუეწყალისა? და მოსწრაფე ვიყვნით, უკუე-თუმცა უძლეთ განკურნებად მისდა, არა თუ ჩუენთაცა თავთა შთაგდებად სენსა მას ბოროტსა.

ეგრეთვე ამათ ზედა ვიქმოდით, რომელნი ვიხილნეთ შეპყრობილნი ეშმაკისა მიერ მრისხანებისა. ვისწრაფოთ განკურნებად მათდა, რამეთუ ფრიად უსაწყალობელეს არიან ეშმაკეულთასა, ვინაჲთგან ნეფსით თჳსით განუცემიან თავნი მათნი ეშმაკისდა. აწ უკუე ნუ თავსაცა შენსა შთააგდებ სენსა მას შინა, არამედ უფროჲსად მოყუასისაცა კურნებაჲ ისწრაფე, რაჲთა სასყიდელი დიდი მოიღო ღმრთისა მიერ; და იგიცა, გან-რაჲ-იკურნეს, დიდად მადლიერ იყოს შენდა და ქველისსაქმესა მას აღიარებდეს, და გჳრგჳნი მოთმინებისა და სიყუარულისაჲ მოგცეს უფალმან, რამეთუ ძმაჲ შენი სენითა ბოროტითა შეპყრობილი განჰკურნე. გულისჴმა-ყავ, რამეთუ ამისთჳს მოვიდა ქრისტე სოფლად, რაჲთა ესევითარი გონებაჲ დაჰნერგოს ჩუენ თანა და გუასწავოს სიყუარული არა ხოლო თუ მეგობართა, არამედ მტერთაცა ჩუენთაჲ. ამისთჳსცა პირველთქუმულთა მათ ზედა სხუაჲცა შესძინა სწავლაჲ წესისა მის სულიერისაჲ და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან? და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა იგივე ყვიან? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (5,46-48).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, უკუეთუ დაიმარხნეო მცნებანი ჩემნი და გიყუარდენ მტერნი შენნი, კეთილსა უყოფდე მოძულეთა შენთა, ილოცვიდე მდევართა და ბოროტისმყოფელთა შენთათჳს, მობაძავ ღმრთისა იქნები; უკუეთუ არა აღასრულნე მცნებანი ესე, მსგავს ხარ მეზუერეთა და ცოდვილთა. ჰხედავა, ვითარ არა არს საქმეთა მათ ესოდენი განყოფილებაჲ, რაოდენი არს პირთა მათ, რომელთა მსგავსებაჲ ჩუენი იქმნების აღსრულებითა, გინა თუ გარდასლვითა ამათ მცნებათაჲთა?

აწ უკუე ნუ ამას ვიტყჳთ, თუ მცნებანი მძიმე არიან, არამედ ესე გულისჴმა-ვყოთ, თუ ვისა მივემსგავსებით აღსრულებითა მათითა, ანუ ვიეთ მივეახლებით შეურაცხ-ყოფითა მათითა; რამეთუ განცხადებულად ორივე გუაუწყა უფალმან, რომელი მოვიდა ცხორებისათჳს ჩუენისა, და წინაგჳყვნა სწავლანი ესე საკჳრველნი, რაჲთა გუასწაოს გზაჲ მიმყვანებელი სასუფეველსა ცათასა, რომელთა მიერ სრულიად აღმოჰფხურის სულთაგან ჩუენთა ვნებასა გულისთქუმისა და გულისწყრომისასა, ვეცხლისმოყუარებისა და დიდებისმოყუარებისასა, რომელ-ესე ქმნა ზემოწერილთა მათ მცნებათა მიერ, ხოლო ფრიად უმეტეს აწ თქუმულთა ამათგან. რამე-თუ დაწყებასავე სწავლისა თჳსისასა იწყო ნეტარებად გლახაკთა სულითა, მგლოარეთა და მშჳდთა, რომელ-ესე წინააღმდგომ არიან გულისწყრომისა; მერმე მისცა ნეტარებაჲ იგი მშიერთა და წყურიელთა სიმართლისათჳს და მოწყალეთა, რომელ-ესე წინააღმდგომ არიან ვეცხლისმოყუარებისა; ამისა შემდგომად შეიყვანნა ნეტარებასა მას წმიდანი გულითა, რომელ-იგი განშორებაჲ არს ყოვლისავე ბოროტისა გულისთქუმისაგან და ყოვლისავე გულისსიტყჳსაგან უჯეროჲსა; კუალად ნეტარ უწოდა დევნულთა სიმარ-თლისათჳს და მოთმინეთა ყოვლისავე ყუედრებისა და შეურაცხებისა და მშჳდობისმყოფელთა, რომელ-ესე სახენი არიან ღმრთისმოყუარებისანი და შეურაცხებისა ყოვლისავე კაცობრივისა დიდებისა.

ხოლო აღასრულა რაჲ ესრეთ ერთი იგი მწყობრი წმიდათა მათ მცნებათაჲ, კუალად სხუაჲ კარი განაღო საღმრთოთა სიტყუათა და სხჳთ იწყო მათვე ვნებათა აღმოფხურად უმეტესითა ძალითა და სიმტკიცითა; თქუა რისხვისათჳს, ვითარმედ: რომელი განურისხდეს ძმასა თჳსსა, ანუ ცოფ უწოდოს, ანუ პირველ დაგებადმდე მისა შეწიროს შესაწირავი - ყოველნი ესე სასჯელისა და ცოდვისა თანამდებ არიან. ესრეთ შემუსრნა რაჲ ძუალნი გულისწყრომისანი და შეუკუეთნა ძარღუნი მისნი, გულისთქუმასა მიექცა, უჩინო-ყოფად მონათა თჳსთაგან, და თქუა: „რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად, მუნვე იმრუშა გულსა თჳსსა“;1 რომელი დაბრკოლდებოდის დედაკაცისაგან გინა მამაკაცისა და ვნებასა გულისთქუმისა ცოდვისასა შთავარდებოდის, და იყოს პირი იგი საყუარელ მისდა უმეტეს თუალისა, ანუ საჴმარ მისდა უმეტეს ჴელისა, ნუმცა ჰრიდებს, არამედ მოიკუეთენ იგი და განიშორენ, რაჲთა არა წარწყმდეს; და რომელსა აქუნდეს მეუღლე, ნუმცა განიშორებს მას გულისთქუმითა სხჳსა პირისაჲთა, რაჲთამცა იქორწინა იგი. ესევითართა რაჲ სიტყუათა მიერ ძირნი გულისთქუმისანი მოაუძლურნა და სიღრმეთაგან გულთა ჩუენთასა აღმოჰფხურნა, მეყსეულად საჴმართმოყუარებაჲ წარმოადგინა, შეკრული ჴელბორკილითა ბრძანებათა მისთაჲთა, და განაჩინა გუემაჲ მისი და ექსორია-ყოფაჲ. ისმინე ბრძანებაჲ იგი განჩინებისა მისისაჲ: „ნუ ჰფუცავო ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა

1 შდრ. მათ. 5,28.

თავსა შენსა, არამედ იყავ შენდა ჰჱ ჰე, და არაჲ არა. რომელი გეშჯოდის კუართისათჳს, მიეც მას სამოსელიცა; რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“.1 ესე ყოველი საჴმართმოყუარებისა უჩინომყოფელი არს, რამეთუ ფიცნი და ცილფუცებანი და წინააღდგომანი არა მიცემად მეძიებელისადა მონაგებთა თჳსთა - ყოველივე ესე ანგაჰრებისა ნაშობნი არიან, ხოლო რომელმან ესე ყოველი უგულებელს-ყოს, მას დაუთრგუნავს საჴმართმოყუარებაჲ. ვინაჲთგან ესრეთ შუენიერად შეგჳთხზნა სათნოება-თა ამათ გჳრგჳნი, მერმე სამკაული უსასყიდლოჲსა ამის მარგალიტისაჲ განაწყო მას ზედა. ესე იგი არს: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ“.2

იხილეა მწყობრი ესე შუენიერთა ამათ მარგალიტთაჲ? იხილეა კიბე ესე ზეცად აღმყვანებელი? პირველ იტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი და მშჳდნი და მართალნი და მშჳდობისმყოფელნი“, მერმე უმეტესი თქუა საზომი: „გცეს თუ ვინ მარჯუენესა ყურიმალსაო, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა; და რომელი გეშჯოდის კუართსა, მიეც სამოსელიცა; და რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე ორიცა“.3 ხოლო სრულიად აღმამაღლნა კამარათა ცისათა აღმასრულებელნი სიტყუათა მისთანი, რაჟამს გუამცნო სიყუარული მტერთაჲ, კურთხევაჲ მწყევართაჲ, ლოცვაჲ ბოროტისმყოფელთაჲ. ესე არს სრული და ჭეშმარიტი საზომი, და რაჲ არს მისაგებელი ამისი? - მსგავსებაჲ ღმრთისაჲ: „რაჲთა იყვნეთო მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“, და კუალად: „იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცა-თაჲ სრულ არს“.

რაჲ-მე უკუე ვყოთ ჩუენ, რომელთადა ბრძანებულ არს მობაძავ ღმრთისა ყოფად, და არცა თუ სწორ მეზუერეთა ვიქმნებით? უკუეთუ სიყუარული მოყუარეთაჲ საქმე არს მეზუერეთა და ცოდვილთაჲ, ოდეს არცა ამას ვიქმოდით, არამედ გუძულდენ ძმანი ჩუენნი და მეგობარ-თა ჩუენთა ვეშურებოდით, რაჲ-მე იყოს ჩუენდა? არა მკჳდრ ჯოჯოხეთისა გამოვჩნდეთა? უფალმან ესრეთ ბრძანა, რაჲთა გარდაემატოს სიმართლე ჩუენი წესსა ძუელისა მის შჯულისასა, ხოლო ჩუენ უძჳრეს ვართ წარმართთასა. ვითარ-მე ვიხილოთ სასუფეველი ცათაჲ, არა უწყი. „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუსო? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა?“ და აწ ჩუენ მათსაცა უდარეს ვართ. ხოლო გიკჳრდინ სახიერებაჲ მეუფისაჲცა, ვითარ ოდეს იგი მისაგებელსა სათნოებისასა წარმოიტყოდის, უხუად მიმნიჭებელითა მით სიმდიდრითა იტყჳს სასუფეველსა ცათასა და ხილვასა ღმრთისასა და შვილებასა და წყალობასა და ნუგეშინის-ცემასა საუკუნესა და სასყიდელსა დიდსა ცათა შინა; ხოლო ოდეს შემაწუხებელსა რას აჴსენებდეს,

1 შდრ. მათ. 5,34-41. 2 მათ. 5,44. 3 შდრ. მათ. 5,39-41.

ნელიად იტყჳს და არა სასტიკებით, რამეთუ აჰა ესერა ესოდენთა ამათ სიტყუათა შინა ერთგზის აჴსენა სახელი გეჰენიისაჲ, და აწ არარაჲ სხუა ბრალად უდებებისა თქუა, გარნა სწორებაჲ მეზუერეთაჲ. და კუალად: „უკუეთუ მარილი განქარდესო“,1 და „უმცირეს ეწოდოსო სასუფეველსა ცათასა“;2 და კუალად სხუასა ადგილსა ცოდვისა სახელი ნაცვალად სატანჯველისა თქუა, ვითარმედ: „იმრუშაო გულსა შინა თჳსსა“,3 რამე-თუ რომელთა აქუს გონებაჲ, კმა არს მათდა ცოდვისა სახელი გულის-ჴმის-ყოფად სატანჯველსა მას ცოდვისასა. ამისთჳს აქაცა მეზუერენი და წარმართნი სახედ მოიყვანნა სამხილებელად ჩუენდა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არარას ზომისა უმეტესსა ეძიებს ჩუენგან, არამედ მცირედ ოდენ უმჯობესობასა მეზუერეთა და წარმართთასა. და არა ამას შინა დაუტეობს სიტყუასა თჳსსა, არამედ მისაგებელსა მას საკჳრველსა გუაუწყებს და იტყჳს: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“. მსგავსებასა ღმრთისასა ეძიებს, რაოდენ შესაძლებელ არს ბუნებაჲ კაცობრივი მიწევნად მსგავსებასა მისსა, რომელ-იგი რაოდენცა წარვემატებოდით კეთილსა შინა, უმეტესად მოგუეცემის, და რაოდენცა მოგუეცემოდის, უმეტესად წარვემატებით. რამეთუ ამისთჳს „ზეცათაჲ“ თქუა, რაჲთა მოქალაქობაჲ ჩუენი ზეცათა მობაძავ იყოს, რაჲთა შორს ვიყვნეთ ყოველთავე მიწისაგანთა და წარმავალთა საქმე-თაგან და სრულ ყოვლითა სათნოებითა.

სწავლაჲ იჱ: რაჲთა მსწრაფლ დავეგებოდით და შეუნდობდეთ ურთიერთას ყოველსავე ბრალსა

გულისჴმა-ვყვნეთ მცნებანი ესე და მოძღურებანი მაცხოვრისა ჩუენისანი და ვისწრაფოთ არა ხოლო თუ მოყუარეთა, არამედ მტერთაცა შეყუარებად; მიუტეოთ ურთიერთას ყოველივე ბრალი; ვიღუაწოთ დაგებად ჩუენდა მომართ შეწუხებულთა; დაუტეოთ წესი იგი ბოროტი და სავნებელი, რომელი აქუს უშიშთა ღმრთისათა და ჰგებენ შეწუხებულისა მისლვად მათა მიმართ, და რომელი-იგი სანატრელ არს და საწადელ, მას არა იქმან, და რომელი-იგი სავნებელ არს და საბრალობელ, მას ეძიებენ.

რაჲსათჳს არა ისწრაფი უმეტესად შენ, ჵ კაცო, მისლვად შეწუხებულისა, რაჲთა მოიღო ღმრთისაგან გჳრგჳნი, ვიდრეღა მისი გნებავს, რაჲთამცა მოვიდა შენდა და მიიტაცა სასყიდელი შენი? ესოდენ უგუნურ ხარა? ესოდენ უმეცარ ხარა უმჯობესისა შენისა და არა უწყი, ვითარმედ უკუეთუ იგი მოვიდეს შენდა, არარაჲ გაქუს შენ მადლი? უკუეთუ კულა შენ მიისწრა-

1 მათ. 5,13. 2 მათ. 5,19. 3 მათ. 5,28.

ფო მისლვად და აღსრულებად მცნებისა, შეირაცხო ნებისმყოფელთა თანა უფლისათა და მოისთულო ნაყოფი სიყუარულისაჲ. ესოდენისა უკუე სარგებელისა დაჭირვებაჲ არა უკუანაჲსკნელისა უგუნურებისა საქმე არსა? მოყუასსა აბრალებ, რომელ არა მოვალს შენდობად და დაგებად შენდა, და ანპარტავნებისა ბრალსა დასდებ მის ზედა და, რომლისათჳს მას აბრალებ, მასვე შინა ხარ შენ და არა გულისჴმა-ჰყოფ.

ამისთჳს, საყუარელნო, გევედრები, ყოველივე ცუდი და საეშმაკოჲ მიზეზი განვაგდოთ, და ოდეს მკსინვარებაჲ რაჲმე ანუ მწუხარებაჲ მოყუასისაჲ იქმნას, ყოვლითა მოსწრაფებითა მივისწრაფდეთ შენდობად და დაგებად. რამეთუ რომელთა-ესე მოგჳღებიეს მცნებაჲ ყურიმლის-ცემისა და განშიშულებისა და პაჰრაკობისა თავს-დებაჲ სიხარულით, უკუეთუ უსუბუქესი ესე მცნებაჲ უგულებელს-ვყოთ - მისლვად და დაგებად მოყუსისა, უძნელესნი იგი ოდეს აღვასრულნეთ? არამედ წუნობა და შეურაცხება მიჩნსო თავ-ყოფაჲ უდარესისაჲ მის და ფერჴთა მისთა მისლვაჲ. ესე სიტყუანი არიან კაცისა ულმობელისა და უგულისჴმოჲსანი; რაჲთა არა შეურაცხ იქმნა კაცთა მიერ, ვითარ შენ იტყჳ, ამისთჳს შენ ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფა? მას ჰრისხავ, რომელ არა პატივ-გცა და მოისწრაფა შენდა შევრდომად, და შენ სიტყუათა და მცნებათა ღმრთისათა არა პატივ-სცემ; და არა გეშინისა, ნუუკუე განრისხნეს შენ ზედა? უკუეთუ შეურაცხებაჲ მოყუასისაგან ესრეთ გიძნავს, ვითარ შენ იკადრებ შეურაცხ-ყოფად მცნებათა ქრისტესთა? და ესეცა არა უწყია, ვითარმედ რაოდენცა შეურაცხ იქმნა მცნებისათჳს ღმრთისა, უმეტესად აღორძნდების და განმრავლდების სასყიდელი შენი და განბრწყინდების გჳრგჳნი შენი? რამეთუ ღმრთისათჳს შეურაცხ იქმენ და წუნობაჲ თავს-იდევ.

იყავნ ჩემდა გინებაჲ და შეურაცხებაჲ ღმრთისათჳს, ვიდრეღა - პატივი და დიდებაჲ ყოველთაგან მეფეთა ქუეყანისათა, რამეთუ რაჲმცა იყო უდიდებულეს შეურაცხებასა და ყუედრებასა და წუნობასა, რომელი სიყუარულისათჳს ღმრთისა შეგუემთხჳოს? ამას დიდებასა ვეძიებდეთ და ნუ კაცობრივსა, ამის მიმართ გუსუროდენ, ხოლო სოფლიოჲ ესე და ჴორციელი ნუმცა რად შეგჳრაცხიეს ყოლადვე, რაჲთა ესევითარითა გონებითა მცნებათაებრ ქრისტესთა განვაგოთ ცხორებაჲ ჩუენი და მოქალაქობაჲ ზეცისაჲ მოვიგოთ ქუეყანასა ზედა და ანგელოზთა მობაძავად ვიქცეოდით კაცთა შორის, განშორებულნი ყოვლისავე გულისთქუმისაგან ბოროტისა და უცხოქმნულნი ყოვლისაგანვე გულისწყრომისა და რისხვისა, ყოვლისაგანვე ანგაჰრებისა და საჴმართმოყუარებისა, ყოვლისაგანვე ზუაობისა და სილაღისა, რაჲთა სოფელსაცა ამას მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთისმსახურებითა და სიწმიდითა და შემდგომად ამიერ წარსლვისა მოგუეცნენ ჩუენ მიუთხრობელნი იგი და მოუგონებელნი კეთილნი, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, ძლიერებითა ცხოველისა საუფლოჲსა ჯურისაჲ-თა და მეოხებითა წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისაჲთა და წმიდათა მოციქულთა, მღდელთმოძღუართა, მამათა და ყოველთა წმიდათაჲთა და მადლითა წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲთა და ბრძანებითა ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ევთჳმესითა ჩუენ გლახაკნი და ცოდვილნი არსენი ნინოწმიდელი და იოვანე გრძელისძე და ოქროპირი ღირს ვიქმნენით დაწერად ჴელითა ჩუენითა წმიდათა ამათ წიგნთა, თარგმანებულთა განმანათლებელისა წმიდისა მამისა ჩუენისა ევთჳმესთა ბერძულისაგან ქართულად, ნუგეშინისმცემელად ქართველთა და სალოცველად და სადიდებელად მამისა ევთჳმესა, რომელი გამოჩნდა ჟამთა ამათ უკუანათა, სწორი პირველთა მათ წმიდათა, და მამისა მიქაელისა და გიორგისა და ძმათა ჩუენთა სულიერთა და ჴორციელთა; და მოსაჴსენებლად სულისა კურთხეულისა მამისა იოვანესსა, რომელი-იგი არს ამის ყოვლისა კეთილისა მიზეზი, რომელმან განზარდა და განსწავლა მამაჲ ევთჳმე და ღირს-გუყვნა ჩუენ ესოდენთა კეთილთა, ღირსმცა არს სული მათი წარუვალთა მათ კეთილთა; და მოსაჴსენებლად სულისა მოძღუართა, მშობელთა და ძმათა ჩუენთა სულიერთა და ჴორციელთა. აწ ვისაცა მოიწინენ წმიდანი ესე სულთა განმანათლებელნი და იკითხვიდეთ, გულისჴმა-ჰყოფდით შრომასა მამისა ევთჳმესა ქართველთათჳს და ულოცვიდით. და ჩუენ გლახაკნი მწერალნი და სერაპიონ მმოსელი ლოცვასა მოგჳჴსენეთ, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო, რაჲთა თქუენცა უფალმან სასყიდელი მოგანიჭოს, ამენ.

ხოლო დაიწერა მთასა წმიდასა ათონას, მონასტერსა ქართველთა წმიდათა მამათასა - იოვანე და ევთჳმესსა. ბერძულად დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ხფივ, ინდიკტიონი ვ, ჯუარ-ცუმითგან - შპგ, ქართულად დასაბამითგანნი წელნი - ხქიბ, ქრონიკონი იყო მეცამეტედ მოქცეული სკჱ.

ხოლო ჩუენ ზედა მეუფებაჲ იყო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.