თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა არა ჴელსა გუაუწყებს მარჯუენესა გინა მარცხენესა, არამედ ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ ეგოდენ გარდამატებულად თანანადებ არს ფარულად ქმნაჲ ქველისსაქმისაჲ, ვიდრეღა შესაძლებელ თუ იყო, რაჲთამცა თავსაცა შენსა დაუფარე, ნუ უდებ იქმნები; დაღაცათუ ჴელთა მებრ შენთაგან, რომელნი ჰმსახურებენ ქველისსაქმესა, ძალ-გედვას დაფარვად, დაფარე, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ უკუეთუ თავ-თაცა თჳსთაგან კეთილ არს დაფარვაჲ, უკუეთუ შესაძლებელ იყოს, რაჲ ვინ თქუას გარეშეთა კაცთათჳს?
ხოლო არა ესრეთ არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარცა ვიეთმე თქუეს, ვითარმედ: მარცხენისა მიერ უკეთურთა კაცთა მოასწავებს, რაჲთა მათ არა ვაუწყებდეთ ქველისსაქმესა ჩუენსა; რამეთუ ბრძანებაჲ მისი ყოველ-თაგან დაფარვასა ქველისსაქმისასა გუამცნებს: „რაჲთა იყოსო ქველისსაქმე შენი ფარულად“. და მერმე გჳჩუენებს მომცემელსა მას სასყიდლისასა და მხედველსა დაფარულთასა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ ყოველსა ადგილსა არს ღმერთი, და არარაჲ დაეფარვის მას; და ვითარმედ საქმეთა ჩუენთა მოსაგებელი არა ამას საწუთროსა განწესებულ არს, არამედ საშინელი საბჭოჲ მიმელის, გან-რაჲ-ვიდეთ ამიერ, და მოსაგებელი ყოველთა...