მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:11

10. გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?11. უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!12. ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი.
სახარებაჲ მათესი თავი 7
11. უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რავდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!“ (7,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო არა თუ ბუნებასა კაცობრივსა სძაგებს და ამისთჳს უკეთურად სახელ-სდებს, არამედ თჳსსა მას სახიერებასა თანა სიყუარულსა ჴორციელთა მშობელთასა უკეთურებად სახელ-სდვა. ესოდენ გარდამატებულ არს და აღმაღლებულ დიდადშუენიერებაჲ იგი და სიმდიდრე კაცთმოყუარებისა მისისაჲ.

იხილეა სიტყუაჲ ჭეშმარიტი და შემძლებელი სრულიად სასოწარკუეთილისაცა მოყვანებად სასოებისა სიმტკიცედ? ხოლო არიან სხუანიცა აურაცხელნი სახენი მოწყალებისა მისისანი. რამეთუ ამას ადგილსა მშობელნი შემოიყვანნა ძლეულნი სახიერებისა მისისაგან, ხოლო ზემორე, ოდეს-იგი თქუა განგებულებათა მისთა სიმდიდრე, და გჳჩუენა, ვითარმედ მან მოგუცა სული, მან დაჰბადნა ჴორცნი და ვითარ-იგი თითოსახითა განგებულებითა გჳღუწის. ხოლო ამას ყოველსა ზედა თავი იგი კეთილთაჲ არა თქუა, არცა აჴსენა მოსლვაჲ თჳსი, რაჲთამცა ეთქუა, ვითარმედ: რომელმან თქუენთჳს მხოლოდშობილი ძე თჳსი სოფლად მოავლინა და სიკუდილად მისცა ბუნებითა მით კაცებისა მისისაჲთა, ვითარ ყოველივემცა არა მოგცა თქუენ?

ხოლო დაღაცათუ ესე უფალმან არა აჴსენა ამას ადგილსა, რამეთუ არღა აღსრულებულ იყო საიდუმლოჲ იგი ჯუარისაჲ, არამედ პავლე ღა-ღადებს და იტყჳს:...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:7-11 — ითხოვდით და მოგეცეს:

7-8. ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. - ადრე უფალმა დიდი და ძნელი რამ გვიბრძანა, აქ კი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მისი აღსრულება, სახელდობრ, განუწყვეტელი ლოცვით; რადგან თქვა: ითხოვდით ანუ მარადის ითხოვდით, რაკი არ უთქვამს - ერთგზის ითხოვდითო და შემდეგ ნათქვამი კაცობრივი მაგალითითაც განამტკიცა.

9-10. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? - აქ უფალი გვასწავლის, რომ საჭიროა დიდი ძალით ვთხოვოთ უფალს და თანაც ის ვითხოვოთ, რაც სასარგებლოა; რამეთუ თქვენ, ამბობს, როცა ხედავთ, თქვენს შვილებს მთხოვნელს სასარგებლოსი - პურისა და თევზისა, აძლევთ მათ, როცა ამდაგვარს ითხოვენ. ასევე ითხოვეთ თქვენც, ოღონდ სულიერი და არა ხორციელი.

11. უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას! - უკეთურებს ადამიანებს ღმერთთან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის